STEM

სასწავლო პროექტი მათემატიკაში

                             სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი               
სახელი და გვარი
გიული ყოჩიაშვილი
რაიონი
დედოფლისწყარო
სკოლა
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება            
ინდივიდუალური პროექტი : მსოფლიოს საათობრივი სარტყელები
თემის შინაარსი
მე-6 ა კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიო საათობრივი სარყელების შესახებ და პასუხი გასცეს დასმულ კითხვებზე
საგანი
მათემატიკა
დონე/კლასი  
დაწყებითი საფეხური, მე - 6 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ორი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირება და გამოყენება.
·       1. იყენებს დროის სარტყელების შესახებ ცოდნას, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებს და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის (მაგალითად პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი ჭირდება).

·       ბუნ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
·       რუკაზე განსაზღვრავს საკოორდონატო ბადის ძირითად ელემენტებს;


გეო.VI.9. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ზონალობის გამომწვევი მიზეზები.

·       იყენებს დედამიწის საათობრივი სარტყლების რუკას და ადარებს საკუთარი ქვეყნის დროს სხვა სარტყლებში არსებულ ქვეყნის დროს;




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.ინფორმაციის მოძიების 2. აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის 3. კომუნიკაციის 4. თანამშრომლობის 5. ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;6.გააზრება იმის,რომ  ქალაქები სხვადასხვა საათობრივ ზოლშია და დროც ამიტომაცაა განსხვავებული


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რატომაა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული დრო?
თემატური კითხვები
1. რამდენ სასაათო სარტყლადაა დაყოფილი მსოფლიოს რუკა?
2.რამდენი საათია განსხვავება მეზობელ სარტყლებს შორის?
3.რომელი სარტყლიდან იწყება დროის ათვლა?
შინაარსობრივი კითხვები
1. რომელ სასაათო ზოლშია ლონდონი?
2. რომელ სასაათო ზოლშია პარიზი?
3. რომელ სასაათო ზოლშია რომი?
4. რომელ სასაათო ზოლშია თბილისი?
5.მოქმედებს თუ არა თბილისში ზონალური დრო?


შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










1.შეკითხვების
დასმა

2.ჩანაწერების
გაკეთება

3. შეკითხვებზე
პასუხების გაცემა
4.პრეზენტაციის
მომზადება
5.საპროექტო
რუბრიკების
მომზადება
6.პრეზენტაციების
წარდგენა
7.შეფასების
კრიტერიუმების
რუბრიკების
ერთად შემუშავება
8.თვითშეფასება





სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ  რუკით სარგებლობა,მასზე სხვადასხვა ქალაქების მოძებნა,ინტერნეტით სარგებლობა და
ინფორმაციის მოძიება.ასევე იცნობდნენ დროის ერთეულებს(საათი,წუთი,წამი)

სასწავლო პროცედურები
აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას და მიზანს.
აქტივობა 2. მოსწავლეები წარმოადგენენ მომზადებულ პრეზენტაციებს,ისაუბრებენ საათობრივ სარტყლებზე და დროებზე
აქტივობა3. მოსწავლეები მსოფლიო რუკაზე მოძებნიან და აჩვენებენ შემდეგ ქალაქებს: ლონდონი,პარიზი,რომი,თბილისი
აქტივობა4. მოსწალეები პასუხს გასცემენ პროექტში დასმულ შეკითხვებზე
აქტივობა 5. მოსწავლეები წარმოადგენენ  POWER POINT -ში მომზადებულ პრეზენტაციას
აქტივობა6. მოვახდენ პრეზენტაციის შეფასებას და შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით მოვახდენ ნამუშევრების შეფასებას ქულებით.
დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
არა

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

ვინაიდან კლასი რუსულენოვანია,საჭირო გახდა მასწავლებლის და ქართულ- რუსული ონლაინ ლექსიკონის გამოყენება,რათა მოსწავლეებს ეთარგმნათ ტექსტი რუსულად ენციკლოპედიიდან.



სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)


 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      

ბეჭდვითი მასალები
გეოგრაფიის სახელმძღვანელო, ენციკლოპედია

ინვენტარი/მასალები
ქაღალდის ფურცლები, ფლომასტერები, მსოფლიო რუკა

ინტერნეტრესურსები

            პრეზენტაციის შეფასების სქემა

შედეგები
1-2
3-5
6-7
8-10


 შესავალი


ტრაფარეტული და უინტერესოა
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარსს
ეფექტურია, არატრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარმოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები, მოითხოვს დამატებით განმარტებებს
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, და­მაჯერებელია
ლოგიკურობა
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავში­რი ნაწილებს შორის
ზოგიერთ ადგილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანამიმდევ-რულია
ძირითადად ლო­გიკური და თანამიმდევრუ-ლია, მაგრამ მკა­­­ფიოდ არ გა­­მოყოფს ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
არგუმენტაცია
არა აქვს არგუმებტები
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრივი მასალით გამყარება
არგუმენტი ბევრია და და­მა­ჯე­რებელი, გამყარებულია ფაქტობრივი მასალით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები ულოგიკო და გაუმართავია
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ სდება
ლოგიკური და ორიგინალურია
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
პრიოდულად ცდილობს აუ­დი­ტორიის ყუ­რად­ღების მიპყ­რო­ბას, მაგრამ არ იცის, რა ხერხებით
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
ფლობს აუდიტორიას, ადეკვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
პასუხები აუდიტორიის შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა 
პასუხები არ არის სრულყოფილი
თითქმის ყველა კითხვას უპასუხებს
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველა შეკითხვას
ბოლოს მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას : რა გამოვიდა კარგად,რა იქნებოდა უკეთესი და როგორ იმოქმედებენ მომავალში.
შევაჯამებ პროექტის მსვლელობას და ვისაუბრებ 21 საუკუნის გამოწვევებზე სასწავლო პროექტის გამოყენებისას,კერძოდ,როგორია მოსწავლეებში ჯანსაღი მსჯელობისა  დააღქმის უნარები,როგორ ახდენენ დასახული ამოცანების შესრულებას

სასწავლო პროექტის რეფლექსია

მოხერხდა, თუ არა დასახული მიზნის მიღწევა ?
დასახული მიზნების შესრულება მოხერხდა, აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისცა.   ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების განვითარებას.
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად ? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ ?
გეგმის მიხედვით წარიმართა სასწავლო პროცედურები პროექტის დაწყებამდე, პროექტის დაწყება და პროექტის დასრულება. ჩავატარეთ პირველი შეკრება, რომელზეც მოსწავლეებს გავაცანით პროექტის სახელწოდება, მთავარი იდეა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული  და რატომ ?
პროექტი ყველაზე წარმატებული იყო ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის  მომენტში, როცა მოსწავლეებმა ერთთვიანი მუშაობის შედეგები გვიჩვენეს საკუთარი ნამუშევრები, გაზეთი, ჟურნალი, სლაიდ-შოუ, ისაუბრეს პროექტის თემებზე და მოახდინეს თვითშეფასება.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა ?
  აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათიუნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. ისტ–ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები,  გადაიღეს ფოტოები, გამოუშვეს გაზეთი, ჟურნალი,  შექმნეს ბროშურები და მოსაწვევი ბარათები პრეზენტაციაზე დასასწრებად, მოაწყეს პრეზენტაცია.
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  შესრულების ხარისხი საჭიროებს გაუმჯობესებას, რაც მსგავს პროექტებში ხშირი მონაწილეობით მიიღწევა.
მოხდა, თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან      მოდიფიცირება და რატომ ?
-         მოდიფიცირება არ მომხდარა.
რას გაითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას ?
          მსგავს პროექტებზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ  ჯგუფებში მუშაობის  დაკვირვებას მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება. მსგავს პროექტებს კვლავ გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში მათემატიკის სწავლებისას.



<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/1onYAgheNhNFHw9kuKWuOWovYXKYk0JYLS9hmZKKxOOI/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>


                          

Комментариев нет:

Отправить комментарий