სადამრიგებლო პროგრამა
2014-2015saსw.weli
● დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს
ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში
გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა
თუ წრეში; ასევე, უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის
დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე
დამყარებულ სამოქალაქო, პატრიოტულ, ესთეტიკურ, ეკოლოგიურ, ცნობიერებას,
და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი
უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
● დამრიგებლის მოვალეობები
ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს
თავის სადამრიგებლო კლასს.
● დამრიგებელს ევალება:
• სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;
• მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
• მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების
წარმოქმნის შემთხვევაში;
• მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა
თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;
• სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება
მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო
შედეგების შესახებ;
• სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,
მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე
დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
• გაესაუბროს საგნის პედაგოგს დანიშნოს დამატებითი მეცადინეობები
• დაბალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში წერილობით აცნობოს მშობელს
და მასთან ერთად უზრუნველყოს მოსწავლის დასწრება დამატებით მეცადინეობაზე
• არა სათანადო ქცევის შემთხვევაში ჩაატაროს მასთან საჭირო საუბრები.
პრობლემის მოსაგვარებლად ჩართოს ფსიქოლოგიც და მშობელიც.
• საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ინფორმაციის
ყოველკვირეულად ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
• ¬მოსწავლის მიერ საპატიო გაცდენის თაობაზე მიღებული შეტყობინების
ასახვა სკოლის ოფიციალურ დოკუმენტში;
• ¬სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება
მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო
შედეგების შესახებ;
• ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს
ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი
მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით
საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის
მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული
პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას
მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური
მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც
დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე
სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური
განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც
სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია,
დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ,
რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში (თუ ეს
არ არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
● დამრიგებელს ასევე ევალება:
1. შეადგინოს და დირექციას დასამტკიცებლად წარუდგინოს თავისი კლასის
აღმზრდელობითი მუშაობის გეგმა, რომლის შინაარსი ეფუძნება სკოლის მისიას,
განისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამით, სკოლის საერთო ამოცანებით,
მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებით, სასკოლო ცხოვრების მიმდინარე
მოთხოვნებითა და სხვათა გათვალისწინებით;
3. მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობდეს თითოეული მოსწავლის აკადემიური
მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ. საჭიროებისამებრ ატარებდეს კლასის კრებას,
კლასის საათს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდეს თითოეული მოსწავლის
ქცევის კულტურას. დაუყოვნებლივ აწვდიდეს ინფორმაციას დირექციას გაკვეთილის
გაცდენის თაობაზე;
4. ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავდეს საქართველოს განათლების
კანონის, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და წინამდებარე დებულების
მოთხოვნათა მიხედვით;.
5. განახორციელოს დიაგნოსტიკა კლასის მიღების მომენტისათვის;
დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით შექმნას თითოეული მოსწავლის
ფსიქოლოგიური პორტრეტი. (ამგვარი საქმიანობა მან უნდა განახორციელოს
სასწავლო წლის შუაშიც და ბოლოს);
6. საკუთარ საქმიანობას წარმართავდეს მის მიერ ჩატარებული კვლევის
შედეგებზე დაფუძნებით;
7. დროულად მოახდინოს მოსწავლეებისა და მშობლებისათვის სკოლის მიერ
არჩეული სახელმძღვანელოების ჩამონათვალის გაცნობა და აწარმოოს მოსწავლეების
სახელმძღვანელოებით მომარაგების საკითხის აღრიცხვა, შეძლებისდაგვარად
გაუწიოს დახმარება.
8. აწარმოოს კლასისა და მოსწავლის პორტფოლიო (მოდერნიზებული პირადი
საქმე);
9. უზრუნველყოს მოსწავლეთა ყოველმხრივ შესწავლა, მათი მიდრეკილებების,
მოთხოვნილებებისა და ინტერესების გამოვლენა, კლასის აქტივის შექმნა;
10. უზრუნველყოს სკოლის შინაგანაწესის მოსწავლეთათვის გაცნობა და ამ
დოკუმენტებში ჩადებული შინაარსის გატარება ცხოვრებაში;
11. მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა და მისი შემდგომ
საქმიანობაში გათვალისწინება.
12. ზრუნვა, მოსწავლეთა მონაწილეობით სასწავლო ოთახებისა და კაბინეტების
სათანადო ესთეტიკურ გაფორმებაზე, მოსწავლეთა იერსახის მოწესრიგებაზე,
სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე, სასკოლო ინვენტარის გაფრთხილებაზე,
კლასის ინვენტარიზაციის ფურცლის წარმოებაზე, (რომლის მიხედვითაც იგი წლის
ბოლოს დირექციას უკლებლივ აბარებს სასწავლო წლის დასაწყისში მიღებულ
ინვენტარს), დაზიანების შემთხვევაში მშობელთა დახმარებით ზრუნვა ზარალის
ანაზღაურებაზე;
13. მშობელთა კრებების ჩატარება, კლასის საქმიანობის ანალიზისა და
გაუმჯობესების მიზნით;
14. კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო_აღმზრდელობითი ღონისძიებების
დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება.
15. სკოლის რეჟიმს ძნელადშემგუებელ, ოჯახიდან მზრუნველობას მოკლებულ
ბავშვებთან და მათს მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა.
16. სათანადო ზომების მიღება მოსწავლეთა წახალისების ან დასჯისათვის,
საჭიროების შემთხვევაში დირექციის წევრების ჩართვა;
17. მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოება, საკლასო ჟურნალში სათანადო
ცვლილებების დროულად შეტანა;
18. პერიოდულად კათედრის სხდომაზე კლასში არსებული მდგომარეობის შესახებ,
საანგარიშო მოხსენებით გამოსვლა;
19. მშობელთათვის სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის,
სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის, და სხვა საჭირო დოკუმენტაციის
გაცნობა;
20. მოსწავლეებისა და მათ მშობლებისათვის ადმინისტრაციის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების დროულად გაცნობა;
21. სკოლის მიერ ჩატარებულ მიზნობრივ ღონისძიებებზე მოსწავლეთა დასწრების
უზრუნველყოფა;
22. აღსაზრდელების კულტურული დონის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა
(სპექტაკლები, ექსკურსიები, დიალოგები, შეხვედრები და ა.შ)
23. სკოლის ადმინისტრაციისათვის მშობელთა პედაგოგიზაციის საქმეში ხელის
შეწყობა;
24. სემესტრში მინიმუმ ერთხელ კლასთან დაკავშირებული ზოგადი ხასიათის
პრობლემების გადასაწყვეტად მშობელთა კრებების მოწვევა;
25. მოსწავლის საშემოდგომო გამოცდის, კლასში დატოვების, ყოფაქცევაში
არადამაკმაყოფილებელი შეფასების ან სხვა საჭიროების დროს მშობლის ინფორმირება
და ხემოწერილი შეტყობინების ფორმის დირექციისათვის წარდგენა;.
26. ანგარიშის ჩაბარება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერი საკითხის
განხილვაში, რომელიც ეხება მოსწავლეთა აღზრდას.
ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების
დოკუმენტაციას.
დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს
ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი
მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით
საუბარი.
თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის
მიზეზი.
დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული
პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. სასწავლო წლის დასრულებისას
მან უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური
მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც
დაწერს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:
ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე
სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური
განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც
სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია,
ან რომელიმე საგანში შეფასება 4-ზე დაბალია დამრიგებელი ვალდებულია,
გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე იმის შესახებ, რომ მას აქვს
საშემოდგომო გაქმოცდები. დასკოლის დეირექციას წარუდგინოს გაფრთხილების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს
ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.
● მოსწავლეთა დასწრება
თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ
განსაკუთრებულ აქტიურობა. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ
აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების
სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას,
პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას
მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში,
უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
შესაბამისად, მოსწავლეების დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საზრუნავია.
მოსწავლეების დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და
პრობლემებზე რეაგირება სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა.
დამრიგებელი ვალდებულია, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს
მიაწოდოს დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია,
რომელიც შემდეგში მდგომარეობს
თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში
გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი
საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება
20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება,
გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე (იხ. ქვემოთ,
გამოცდის ტიპები; სემესტრული გამოცდა).
თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის
ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი
ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს
ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე. საბაზო საფეხურის
მოსწავლეზე ვრ5ცელდება იგივე წესი
დამრიგებლის ვალდებულია წერილობითი ფორმით დროულად შეატყობინოს
მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/
გაკვეთილების გაცდენის ფაქტისა და მისგან გამომდინარე მოსალოდნელი
შედეგების შესახებ.
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
--------- კლასის მოსწავლის _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მშობელს.
როგორც თქვენთვის ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე,
თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა
კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების
1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%.
თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს
სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე .
სკოლის დირექცია გაცნობებთ რომ, თქვენს შვილს - - - - - - - - - - - - - - - -
- საგანში - - - - - - - - - - - - - - - წლიური - - - სთ-იდან გაცდენილი აქვს -
- - -საათი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული
გაცდენების წესის მიხედვით თქვენს შვილს მომავალში - - - - - საათის გაცდენის
შემთხვევაში მას დააკლდება ნიშნის 20 %
სკოლის დირექტორი:
გავეცანი: მშობელი
მოსწავლე
სკოლის დირექტორი
შეტყობინება#2
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
--------- კლასის მოსწავლის _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მშობელს
თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი
სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ
საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს
ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე.
ექსტერნატის გამოცდები ჩატარდება სკოლაში..
სკოლის დირექცია გაცნობებთ რომ, თქვენს შვილს - - - - - - - - - - - - - - - -
- საგანში - - - - - - - - - - - - - - - წლიური - - - სთ-იდან გაცდენილი აქვს -
- - -საათი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული
გაცდენების წესის მიხედვით თქვენს შვილს მომავალში - - - - - საათის გაცდენის
შემთხვევაში მოუწევს - - - - - - - - - - - გამოცდის ექსტერნატის წესით ჩაბარება.
სკოლის დირექტორი:
გავეცანი: მშობელი
მოსწავლე
სკოლის დირექტორი
შეტყობინება#3
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
--------- კლასის მოსწავლის _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მშობელს.
როგორც თქვენთვის ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე,
თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა
კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების
1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%.
თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს
სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე .
სკოლის დირექცია გაცნობებთ რომ, თქვენს შვილს - - - - - - - - - - - - - - - -
- საგანში - - - - - - - - - - - - - - - წლიური - - - სთ-იდან გაცდენილი აქვს -
- - -საათი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული
გაცდენების წესის მიხედვით თქვენს შვილს დააკლდა სემესტრული ნიშნის 20 %.
მისი სემესტრული ქულა დაკლებამდე არის ---------------- დაკლების შემდეგ----
--------სკოლა თქვენს შვილს საშუალებას აძლევს გავიდეს სემესტრულ გამოცდაზე.
ამშემთხვევაში მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექტორს.
სკოლის დირექტორი:
გავეცანი: მშობელი
მოსწავლე
სკოლის დირექტორი
შეტყობინება#4
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
--------- კლასის მოსწავლის _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მშობელს
თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი
სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ
საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს
ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე.
ექსტერნატის გამოცდები ჩატარდება სკოლაში..
სკოლის დირექცია გაცნობებთ რომ, თქვენს შვილს - - - - - - - - - - - - - - - -
- საგანში - - - - - - - - - - - - - - - წლიური - - - სთ-იდან გაცდენილი აქვს -
- - -საათი. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული
გაცდენების წესის მიხედვით თქვენმა შვილმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ------------
--------ექსტერნატის წესით.
სკოლის დირექტორი:
გავეცანი: მშობელი
მოსწავლე
სკოლის დირექტორი
დასწრების აღრიცხვა
მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა
დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის
მასწავლებელი.
აქცენტი პიროვნული ღირსებების განვითარებაზე
სკოლამ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთი ღირებულებების
განვითარებას, როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი
აზრის მოსმენა და აღიარება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში დიდი ყურადღება
ექცეოდეს ისეთი გავრცელებული სენის აღმოფხვრას, როგორიცაა პლაგიატობა
(ანუ სხვისი აზრების მითვისება). სკოლა უნდა ქმნიდეს ისეთ ატმოსფეროს,
სადაც სხვისი აზრების, მოსწავლისა თუ მასწავლებლის, მეცნიერისა თუ მწერლის
აზრების საკუთრად გასაღება სირცხვილად ითვლება. მოსწავლემ უნდა გაიაზროს,
რომ სხვისი ნაშრომის მითვისება და საკუთარ მიღწევად გამოცხადება ისეთივე
ქურდობაა, როგორც სხვისი ნივთის მითვისება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი
პირად მაგალითზე აჩვენებდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს სამართლიანობა და
ურთიერთპატივისცემა.
კლასის ხელმძღვანელს ეკრძალება:
• მშობელთა კრებაზე კონკრეტული მოსწავლის მდგომარეობის განხილვა;
• ისეთი ქმედება, რაც შეურაცყოფს მოსწავლის ან მისი მშობლის პიროვნებას:
• ფიზიკური ზემოქმედება, ძალადობა მოსწავლეზე:
დამრიგებლის მუშაობის პრინციპები
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:
●აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს
პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ.
სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი
მოქალაქის აღზრდაა;
●შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია.
ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით.
შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია
და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების
შექმნა;
●მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა
მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ
მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.)
დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა
მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი
ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც
დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი
სირთულეები და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;
● თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა
ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს
შექმნა.
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ
განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს
მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების
საფუძველს.
კლასთან დამრიგებლის მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს:
მოსწავლეებთან საუბრები; კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების,
ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება;
მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ცნობილ ადამიანებთან და სხვადასხვა
სპეციალისტებთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.
დამრიგებლებმა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს შეხვედრები
და ღონისძიებები. შესაძლებელია, ამ შეხვედრებს ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.
დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის
პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის
დამყარებას.
სადამრიგებლო სასაუბრო თემები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:
1. პიროვნული და მორალური განვითარება;
2. გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და
სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;
სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის__გარეთაც, მაგ., ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.
სადამრიგებლო პორტოლიოში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
• მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები;
• მოსწავლეთა გამოცხადების აღრიცვხვა (არასაპატიო/საპატიო გაცდენების ნუსხა);
• მშობელთა კრებების ამსახველი დოკუმენტები (ოქმები, კითხვარები);
•"დამრიგებლის საათის" ამსახველი დოკუმენტაცია (კითხვარები, ბარათები, ოქმები და სხვა);
• სკოლის ფსიქოლოგის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (საჭიროებისამებრ);
• სასკოლო/საკლასო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (ოქმები, ფოტო, ვიდეომასალა და სხვა);
• გაკვეთილებზე დასწრების ამსახველი კითხვარები;

კლასის დამრიგებლის კრიტერიუმები:
• გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
• ქმნის სწავლისთვის ხელისშემწყობ პირობებს;
• ზრუნავს კლასის წარმატებაზე;
• აკონტროლებს კლასის ყოველდღიურ დისციპლინას;
• პატივისცემით სარგებლობს მოსწავლეებში;
• აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან;
• ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს;
• სისტემატურად აწვდის ინფორმაციას დირექციას კლასის წარმატებებისა და პრობლემების შესახებ;
• მუშაობს (ფსიქოლოგთან ერთად) პრობლემურ ბავშვებთან;
• ქმნის მეგობრულ გარემოს;
• კლასთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტებს;
• ზრუნავს კლასის პორტფოლიოს შექმნაზე.

რეკომენდაციები "სადამრიგებლო საათის" განხორციელებისთვის
დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.
დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს. თუმცა შესაძლებელია შეხვედრებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს და წინასწარ იყოს დაგეგმილი, მაგ. კვირაში ერთხელ.

სადამრიგებლო საათის თემები, სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა – საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა – საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?
2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი – რას ნიშნავ სეს?
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий