STEM

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმები

                               ინტეგრირებული  გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

დეფორმაცია და დრეკადობის ძალა

სწავლების საფეხური და
კლასი
საბაზო საფეხური, მე- 9 კლასი,
საგნის მასწავლებლების
სახელი და გვარი
ფიზიკა-გიული ყოჩიაშვილი,ბიოლოგია -ნინო დევრისაშვილი,ისტ- ნანა კვანჭილაშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა

16 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები:

  • დაკვირვებისა და აღწერის, ანალიზისა და სინთეზის, ჰიპოთეზის გამოთქმისა და მისი შემოწმების, კომუნიკაციის, ექსპერიმენტით კონკრეტული პრობლემის (მაგალითად: დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება) გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
  • გაეცნობიან დეფორმაციის სახეებს , შეისწავლიან დრეკადობის ძალის მოქმედებას და ფორმულების გამოყენებას
წინასწარი ცოდნა
  • ბუნების მეტყველებისა , ბიოლოგიის გაკვეთილებზე და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული ცოდნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

მიმართულება: ფიზიკური მოვლენები:
 ბუნ. VII.7. მოსწავლე მსჯელობს ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების შედეგების შესახებ
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მოყავს ბუნებაში არსებული ძალების გამოვლინების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან და საუბრობს მათ მნიშვნელობაზე;ატარებს ცდებსსხვადსხვა სხეულის მოძრაობაზე დასაკვირვებლად და სქემატურად გამოსახავს სხეულებზე მოქმედ ძალებს (სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის, ამომგდები ძალები);
  • კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად (მაგ. დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება) ქმნის და წარმოადგენს შესაძლო სქემას ან მოდელს;




 მიმართულება: ბიოლოგია
·           ბიოლ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
·           ამოიცნობს ადამიანის ორგანოთა სისტემებს და მსჯელობს მათ ფუნქციებზე (მაგ., ადამიანის ჩონჩხის ძირითადი ნაწილები, ზოგიერთი ძვალი და კუნთი);
·           აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მის ძირითად ფუნქციებს;
  ისტ-ის მისაღწევი შედეგები სწავლების ყოველ საფეხურზე
1 ძირითადი ცნებები და ოპერაციები
·         ახდენს ისტ-ის საშულებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას
       5 კვლევის ტექნოლოგიური საშუალებები
  • იყენებს ისტ-ის საშულებებს ინფორმაციის შენახვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზისთვის, შემდგომში შედეგის სხვებისთვის მიწოდების მიზნით.


თანმიმდევრობა

I აქტივობაგონებრივი იერიში (მთელი კლასი, 5წთ)  სლაიდი #2
საწყის ეტაპზე მასწავლებელი განმარტავს გაკვეთილის მიზანს და აჩვენებს #2 სლაიდს. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ შეკითხვებს. 1. გიყვართ თამაში? 2. რა დაემართება ბურთს,თუ ხელს მოვუჭერთ?პას:ბურთი ფორმას შეიცვლის 3. რა დაემართება ბურთს,თუ მას იატაკზედავანარცხებთ?  პას; ზემოთ ახტება 4. რა დაემართება ფრენბურთის ბადეს როცა ბურთი მოხვდება?პას:
    ჩაიღუნება
ცდა 1. ავიღოთრეზინის ზონარი და გავჭიმოთ,რა დაემართება რეზინის
სიგრძეს? პას: დაგრძელდება
ცდა 2. ავიღოთ სახაზავი და მოვღუნოთ.რა დაემართება სახაზავის
სიგრძეს? პას: სახაზავის სიგრძე არ შეიცვლება,ფორმა კი შეიცვლება.
II აქტივობა - დისკუსია (მთელი კლასი, 6წთ)
  სადისკუსიო კითხვა:   რა იცვლება სხეულთა ურთიერთქმედებისას? მოსწავლეები პასუხობენზამბარა იჭიმება, ღერო იღუნება, ამიტომ ზომასა და ფორმასაც იცვლის. მოსწავლეთა ვარაუდი იქნება სხვადასხვა, მაგრამ მათში სწორი ვარაუდიც იქნება. ზამბარა იკუმშება ტვირთის მოხსნის შემდეგ, ამიტომ დრეკადობის ძალა დეფორმაციის გამომწვევი ძალის საპირისპიროდაა მიმართული. დრეკადობის ძალის განმარტების მიცემა და ძალის მიმართულების დადგენა ყველა მაგალითში
III აქტივობათვალსაჩინოებაზე მუშაობა (მთელი კლასი, 5წთ)
სლაიდი #4;5;6 მონაცვლეობით აჩვენებს მასწავლებელი და ეკითხება: დააკვირდით დეფორმაციის მაგალითებს, რა განსხვავებებს ხედავთ? დეფორმაციის გამომწვევი ძალის შეწყვეტის შემდეგ რა მოხდება? მოსწავლეების გამოთქმულ სავარაუდო პასუხებში იქნება სწორი პასუხიც.
IV აქტივობაპრეზენტაცია (ჯგუფები 4წთ)
სლაიდი # 7 მასწავლებებლი ჯგუფებს აძლევს დავალებას,ჩამოწერონ რა ახალი ტერმინები გაიგეს და ისწავლეს დღეს. სვამს კითხვას: სლაიდი # 8,9,10 დააკვირდით, წაიკითხეთ და გაიაზრეთ რა სახის დეფორმაციები არსებობს ყოფაცხოვრებასა და ტექნიკაში. ღუნვის,გრეხვისდა ჭრის დეფორმაციის მოდელირების განხილვა.ძალის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ზოგი აღიდგენს ფორმას და ზოგი არა. მასწავლებელი აძლევს დრეკადი და პლასტიკური სხეულების განმარტებას. მაგალითებში დაასახელეთ დრეკადი და პლასტიკურ სხეულები. შემდეგ შესაბამისობის მოძებნაავითვისოთ ახალი ტერმინები.
V აქტივობადისკუსია (მთელი კლასი, 8წთ)
სლაიდი #11. ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: რა სახის დეფორმაციებს განიცდიან ცოცხალი ორგანიზმები? მოსწავლეებმა გამოთქვან თავიანთი ვარაუდებიდეფორმაცია ცოცხალ ორგანიზმებში და მისი მნიშვნელობა. თუ არ იქნება სრულყოფილი პასუხი, მოიძიონ მასალა მომავალი გაკვეთილისათვის.
VI აქტივობაინფორმაციის მოსმენა რობერტ ჰუკის ბიოგრაფიულ  ცნობებზე  (2 წთ)
VII აქტივობაექსპერიმენტი (ჯგუფებში, 15წთ)
სლაიდი # 14  – რა განსხვავებაა სურათზე მოცემულ ზამბარებს შორის? მოსწავლეთა პასუხები: ზამბარები განსხვავდებიან სიგრძით, სისქით, ხვიათა რიცხვით, ნივთიერების გვარობით. მოსწავლეების წინაშე ისმება პრობლემა: რაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული დეფორმირებულ სხეულში აღძრული დრეკადობის ძალა. მცირე დისკუსიის შემდეგ მოსწავლეთა პასუხებში გაიჟღერებს: დრეკადობის ძალა დამოკიდებულია ალბათ საწყის სიგრძეზე, განივკვეთის ფართობზე, ნივთიერების გვარობაზე, ზამბარის წაგრძელებაზე, დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულება. მოსწავლეები ირჩევენ ექსპერიმენტისათვის საჭირო ხელსაწყოებს: შტატივი, ზამბარა, სახაზავი, 200 გრამიანი და 100 გრამიანი ტვირთები, რვეული, ფანქარი, მილიმეტრულა. მოსწავლეებს დამზადებული ჰქონდათ თვითნაკეთი დინამომეტრები. ჯგუფში ხდება შრომის გადანაწილება: ) ექსპერიმენტის ჩატარება ) ცხრილის ჩაწერა ) გრაფიკის აგება მილიმეტრულაზე ) გრაფიკის აგება კომპიუტერში ) პრეზენტაცია. მოსწავლეები ატარებენ ცდებს, რიგრიგობით კიდებენ ტვირთებს ზამბარაზე, ზომავენ წაგრძელებას, მონაცემები შეაქვთ ცხრილში და აგებენ დრეკადობის ძალის წაგრძელებაზე დამოკიდებულების გრაფიკებს. თვითეული ჯგუფის წარმომადგენელი იგივე მონაცემებით აგებს გრაფიკს კომპიუტერში. აქ გაკვეთილში ერთვება ინფორმატიკის მასწავლებელი.
  მასწავლებლის შეკითხვა: 1) რა კანონზომიერების შემჩნევა შეიძლება ცხრილურ მონაცემებში? 2) როგორ დამოკიდებულებას გამოხატავს გრაფიკები?. მოსწავლეთა ვარაუდი ასეთია F1/X1 = F2/X2 = ... მასწავლებლის კითხვა: რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?             დასკვნა: ორი შეფარდების ტოლობა პროპორციაა, სიდიდეები კი - პირდაპირპროპორციული. მასწავლებელი აძლევს სიხისტისა და ჰუკის კანონის განსაზღვრებას.
VIII საშინაო დავალება (ინდივიდუალური, 2წთ).
სლაიდი #17.


შეფასება

მოსწავლეების შეფასება ხდება იმ მიზნიდან გამომდინარე, რაც დასახულ იქნა გაკვეთილის დასაწყისში.
მუშაობა ჯგუფებში
ჯგუფური მუშაობის დროს ოთხი ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფში მოსწავლეებმა თვითონ გაანაწილეს შესასრულებელი სამუშაო. ჯგუფის ყველა წევრი ერთნაირად ფასდება. შეფასება ხდება კვლევითი და ექსპერიმენტული სამუშაოს შეფასების სქემის მიხედვით.
ფასდება შემდეგი აქტივობები:
  • კვლევის მიზნის განსაზღვრა.
  • მონაცემების აღრიცხვა, კვლევის შედეგების ვარაუდი.
  • ცხრილების შექმნა და გრაფიკების აგება.
  • მონაცემთა ანალიზი და დასკვნა.
დისკუსიაში მონაწილეობისა და მსჯელობის უნარი
შეფასების ხერხი:
დაკვირვება. ფასდება დისკუსიის ყველაზე აქტიური მოსწავლეები და მოსწავლეები, რომლებმაც არგუმენტირებული პასუხები გასცეს კითხვებს, რომლებიც დასაბუთებას მოითხოვდა, პრეზენტატორები, რომლებმაც კარგად წარმოადგინეს  პოზიცია.
თვალსაჩინოებაზე მუშაობა
ფასდება შემდეგი უნარი: დასმულ კითხვებზე პასუხი, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა ფაქტებზე დაყრდნობით.
ინფორმატიკა : დაკვირვება, ანალიზი: ცხრილის ფორმატირება, მონაცემების შეტანა -3 ქულა;
ფორმულების გამოყენება - 2 ქულა;
grafiki აგება - 5 ქულა;




საკლასო მენეჯმენტი  საგანმანათლებლო რესურსები


ტექნიკა და ინსტრუმენტები - კომპიუტერები,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,პრინტერი და პროექტორი.
კომპიუტერები სასურველია იყოს იმდენი რამდენი ჯგუფიც იქმნება.
ინფორმაციის წყაროები:
  1. VIII კლასის სახელმძღვანელოეთერ ბასიაშვილი
  2. მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნიე.ბასიაშვილი
  3. VIII კლასი სახელმძღვანელო – გ. გედენიძე, ე.ლაზარაშვილ
  4. როვნული სასწავლო გეგმა 2007
  5. http://www.1september.ru/
  6. http://www.google.com%20/ picture search
  7. open office – PowerPoint, Excel.






             https://drive.google.com/?tab=mo&authuser=0#my-drive





ინტეგრირებული გაკვეთილის ანგარიში


საგნების დასახელება --- ფიზიკა,ბიოლოგია, ისტ
კლასი -- 9 კლასი
გაკვეთილის ჩატარების დრო -----------------------------------------
მონაწილე მასწავლებლები-----ფიზიკა-გიული ყოჩიაშვილი, ბიოლოგია-ნინო დევრისაშვილი,ისტ - ნანა კვანჭილაშვილი
გაკვეთილის მიზანი ---
  • გაეცნობიან დეფორმაციის სახეებს , შეისწავლიან დრეკადობის ძალის მოქმედებას და ფორმულების გამოყენებას
რა თემების იტეგრირება მოხდა? --- დრეკადობის ძალის მოქმედება ადამიანსა და ცოცხალ ორგანიზმებზე 
რა რესურსები იქნა გამოყენებული და/ან შექმნილი ---ტექნიკა და ინსტრუმენტები - კომპიუტერები,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,პრინტერი და პროექტორი.
კომპიუტერები სასურველია იყოს იმდენი რამდენი ჯგუფიც იქმნება.
ინფორმაციის წყაროები:
  1. VIII კლასის სახელმძღვანელო – ეთერ ბასიაშვილი
  2. მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი – ე.ბასიაშვილი
  3. VIII კლასი სახელმძღვანელო – გ. გედენიძე, ე.ლაზარაშვილ
  4. როვნული სასწავლო გეგმა 2007
  5. http://www.1september.ru/
  6. http://www.google.com%20/ picture search
  7. open office – PowerPoint, Excel.
რამეთოდებიიქნაგამოყენებული----გონებრივი იერიში,დისკუსია,ექსპერიმენტი,თვალსაჩინოებაზე მუშაობა 
მიღწეულიშედეგები-----მოსწავლე მსჯელობს ადვილად დაკვირვებადი ძალების და მათი მოქმედების 
შედეგების შესახებ



თვითშეფასება ---- გაკვეთილის მსვლელობით კმაყოფილი დავრჩი,მოსწავლეები ჩართულნი იყვნენ საგაკვეთილო პროცესში, ინტერესით მონაწილეობდნენ დისკუსიასა და თვალსაჩინოებაზე მუშაობის პროცესში,პრეზენტაციები კარგად იქნა წარმოდგენილი  და საგანთშორისი კავშირები გამოკვეთილად ჩანდა
დამსწრე კოლეგის შეფასების ანალიზი -------------------------------
საბოლოო დასკვნა ---- გაკვეთილის დასახული მიზანი შედეგით მიღწეული იქნა
დანართები:
1.გაკვეთილის მიმდინარეობის ვიდეომასალა
2.გაკვეთილის გეგმა და შეფასების რუბრიკა
3.გაკვეთილზე დამსწრე კოლეგის შეფასების სქემა


ხელმოწერა: -----







Комментариев нет:

Отправить комментарий