STEM

მათემატიკის გაკვეთილი 2


                                                                          გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:            გიული ყოჩიაშვილი             
საგანი:        მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი:     5 ბ     კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:    12
გაკვეთილის თემა:        სამკუთხედის    სახეები
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლეებმა განივითარონ სამკუთხედების კლასიფიკაციის უნარ-ჩვევები. მოახდინონ სამკუთხედის კლასიფიკაცია მისი კუთხეებისა (ბლაგვკუთხა, მართკუთხა, მახვილკუთხა) და გვერდების სიგრძეების მიხედვით (ტოლგვერდა,ტოლფერდა,სხვადასხვაგვერდა). გამოიყენოს მიღებული ცოდნა სხვა დისციპლინებში ( ხელოვნება, ისტ  და სხვა),ასევე ყოფა - ცხოვრებაში პრაქტიკულ საქმიანობისთვის.
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი,მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1












მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება(სიის ამოკითხვა, გაცდენების დაფიქსირება) და სასწავლო გარემოს შექმნა;

 მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; თემის აქტუალობის ხაზგასმა,თუ რატომაა საჭირო სამკუთხედის სახეების შესწავლა და რისთვის  გამოგვადგება ყოფა-ცხოვრებაში.

მოსწავლეების  შეფასების სქემა (კრიტერიუმები) თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო ოთახში.

ვერბალური















მთელი კლასი













პლაკატი გაკვეთილის მიზნებით









ფორმატის ქაღალდი
შეფასების რუბრიკა
2 წთ












2
საშინაო დავალების განხილვა, მონიტორინგი (ვიზუალურად შევამოწმებ 
მოსწავლეთა  მიერ საშინაო დავალების
ესრულების მოცულობაშეკითხვებით 
გავარკვევ მოსწავლეთამრავლესობას 
რომელი სავარჯიშოს შესრულება გაუჭირდა
 და მათი განხილვის პროცესში შევამოწმებ
მოსწავლეთა მიერ წინა გაკვეთილზე
ათვისებული მასალის ცოდნას.

კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

სახელმძღვანელო, რვეული, კალამი

3 წთ
3
მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა, ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას, ყურადღების ონცენტრირება, განვაწყობ მათ სამკუთხედის სახეებზე სასაუბროდ.
კითხვები:
1.  ცხოვრებაში შეგხვედრიათ სამკუთხედის ფორმის ნივთები?
2.  პლაკატზე წარმოდგენილი ფიგურებიდან ( სამკუთხედი, რომბი, მართკუთხედი,  ხუთკუთხედი, კვადრატი, ექვსკუთხედი, ტრაპეცია) რომელია სამკუთხედი?
3. დაითვალეთ რამდენი სამკუთხედია სურათზე გამოსახულ ალამზე, კონვერტზე?

გონებრივი იერიში







მთელი კლასი
პლაკატი დანომრილი მრავალკუთხედის ფიგურებით , სურათები ალმით და კონვერტით
5 წთ
4
წინარე ცოდნის გააქტიურება, განმტკიცება.

მოსწავლეებს დავურიგებ დაბეჭდილ ფურცლებს „ ქვიზის“ მოკლე ტესტებით.
1.       რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს?
ა) 2          ბ) 3         გ)  5
2.      რამდენი კუთხე აქვს სამკუთხედს?
ა) 2          ბ) 3         გ)  5
3.                  როგორი კუთხეები იცით?

4.      როგორია კუთხეების გრადუსული ზომა?

5.      რისი ტოლია სამკუთხედის კუთხეების ჯამი?

ა) 90 °      ბ) 360 °   გ) 180 °

 გავაცნობ  კლასს „ქვიზის“ კითხვებზე სწორ პასუხებს, ხოლო მოსწავლეები თავად შეაფასებენ, რა დაწერეს სწორად და  რა - არასწორად.

მასწავლებლის  უკუკავშირი, კომენტარი

        ქვიზი
ინდივიდუალური
დაბეჭდილი ფურცლები, საწერ კალამი

5 წთ
5
ცოდნის კონსტრუირება
       მოსწავლეებს გავაცნობ  სამკუთხედის სახეებს, ავუხსნი როგორ ხდება მათი კლასიფიკაცია კუთხეების და გვერდების მიხედვით. Power Point ის სლაიდებით ვუჩვენებ რომელია მახვილკუთხა, მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედი, ასევე ტოლგვერდა, ტოლფერდა და სხვადასხვაგვერდა სამკუთხედები. მივცემ შესაბამის განსაზღვრებებს. ავღნიშნავ, რომ ტოლგვერდა სამკუთხედი ტოლფერდაცაა.
 
მინი ლექცია
მთელი კლასი
კომპიუტერი,პროექტორი, Power Point ის სლაიდები
5 წთ
6
ცოდნის რეალიზება
მოსწავლეებს მივცემ დავალებას წყვილებში , ბუკის კომპიუტერებში პროგრამა Paint - ში დახაზონ სხვადასხვა სახის სამკუთხედები(მახვილკუთხა, მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედი, ასევე ტოლგვერდა, ტოლფერდა და სხვადასხვაგვერდა სამკუთხედები. გააფერადონ სასურველი ფერით, რის შემდეგ მოვისმენთ რამოდენიმე წყვილის პრეზენტაციას შესრულებული დავალების ირგვლივ.

თანამშრომლობითი სწავლების
წყვილები
ბუკის კომპიუტერი
5 წთ
7
ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს მივცემ შემდეგი სახის დავალებას ჯგუფური სამუშაოსთვის
1.                  ამოიცნონ როგორი სახისაა ბარათზე მოცემული  სამკუთხედი. როგორია ის გვერდების სიგრძეებისა და კუთხეების მიხედვით . სავარაუდო პასუხებიდან შეარჩიონ სწორი და მონიშნონ.
2.   გაარკვიონ, შესაძლებელია თუ არა რომ,  სამკუთხედს ჰქონდეს ორი მართი ან  ორი ბლაგვი კუთხე?
3.   წინასწარ მიცემული ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი სამკუთხედები ჩააკრან ფორმატზე დახაზული ცხრილის შესაბამის ცარიელ უჯრებში  , მათი კლასიფიკაციის მიზნით (რომელია მახვილკუთხა, მართკუთხა და ბლაგვკუთხა სამკუთხედი , ასევე ტოლგვერდა, ტოლფერდა და სხვადასხვაგვერდა სამკუთხედები).
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს.

ჯგუფური მუშაობის
ჯგუფები
ბარათები, ფლიფჩარტის ფორმატი, კალამი, ფანქრები,ქაღალდი, მაკრატელი, ფლომასტერები, წებო, სკოჩი
12 წთ
8
შეფასება,რეფლექსია.
მოსწავლეებს ვთხოვ,რომ შეასონ გასასვლელი ბილეთები მიცემული კითხვარით.
1.    ერთი მნიშვნელოვანი რამ,რაც გაკვეთილიდან დამამახსოვრდა....
2.   რა ვისწავლე და რისი გაგება გამიჭირდა გაკვეთილზე?
ასევე უპასუხონ თვითშეფასების კითხვარს
მოვახდენ  მთელი გაკვეთილის შეჯამებას, რეფლექსიას. მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს  განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასება მოვახდე გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების,  დამოუკიდებელი სამუშა შესრულების,თვითშეფასების მიხედვით. განმსაზღვრელი შეფასებისას გამოვიყენებ  შეფასების კრიტერიუმებს.

საუბარი
მთელი კლასი
გასასვლელი ბილეთი, თვითშეფასების კითხვარი, შეფასების რუბრიკა
5 წთ
9
საშინაო დავალება. მთელ   კლასს 
მივცემ  მითითებებს  საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ.
გვ. 86 ტესტები # 1;5;6   და შექმენან ყვავილების, ცხოველების აპლიკაციები სხვადასხვა სახის  სამკუთხედების გამოყენებით

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე მათემატიკა 5 კლასი 2 ნაწილი
ნახატი პლაკატი აპლიკაციით
3 წთ




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:           
მათ. V.8.         მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
·                     ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას მისი კუთხეების  (ბლაგვკუთხა, მართკუთხა, მახვილკუთხა)  და  გვერდების (ტოლგვერდა, ტოლფერდასხვადასხვაგვერდამიხედვით.


შეფასება (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და თვითშეფასების კითხვარი თან ერთვის გაკვეთილის გეგმას)

დანართი                                            
 შეფასების სქემა ( რუბრიკა)
       ინდიკატორები


კრიტერიუმები
   

     1 - 2


               3 - 4

   
   5 - 6


  7 - 8


    9 - 10
სამკუთხედების კლასიფიკაცია გვერდების სიგრძეების და კუთხეების მიხედვით
მოსწავლე   ვერ ახდენს  სამკუთხედების კლასიფიკაციას
მოსწავლეს უჭირს სამკუთხედების გარჩევა და განსხვავება გვერდებისა და კუთხეების მიხედვით და უშვებს  შეცდომებს
მოსწავლე არჩევს და განასხვავებს  სამკუთხედებს გვერდების და კუთხეების მიხედვით, მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
მოსწავლე არჩევს და განასხვავებს სამკუთხედებს გვერდებისა და კუთხეების  მიხედვით
მოსწავლე კარგად და უშეცდომოდ ახდენს სამკუთხედების კლასიფიკაციას გვერდებისა და კუთხეების  მიხედვით,
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ყურადღება გაფანტული, არ უსმენს მოსაუბრეს.
იშვიათადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, არ უსმენს მოსაუბრეს
საგაკვეთილო პროცესში  ჩართული,  ყურადღება კონცენტრირებული,  უსმენს მოსაუბრეს
გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებული, უსმენს მოსაუბრეს
გაკვეთილზე ძალიან აქტიურია, მობილიზებული, ყურადღება ყოველთვის კონცენტრირებული, გულდასმით უსმენს მოსაუბრეს
თანამშრომლობა წყვილებს  შორის
წყვილები არ აქტურობენ, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.
წყვილები იშვიათად აქტიურობენ და იშვიათად თანამშრომლობენ
ურთიერთ თანამშრომლობენ, მაგრამ ყვილებში არის ნაწილობრივი აქტიურობა
წყვილები  აქტიურობენ და თანამშრომლობა ძირითადში პოზიტიურია
 წევრები აქტიურები არიან  და შესრულებული  სამუშაო - ნაყოფიერია, მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა.
ჯგუფური მუშაობა
არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, არ გამოთქვ
ამს საკუთარ აზრებს
პასიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,ნაკლებად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
აქტიურად მონაწილეობს  ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები,ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და აკეთებს კარგ პრეზენტაციებს

                                                      



მოსწავლის  თვითშეფასების კითხვარი

N
კრიტერიუმები
კი  
არა
ნაწილობრივ
1.
თავისუფლად გამოვთქვამდი ჩემს აზრს.
2.
ჯგუფთან ერთად მუშაობა დამეხმარა დავალების შესრულებაში .
3.
გამოყენებული აქტივობები და რესურსები დამეხმარა გაკეთილის გაგება-ანალიზის გააზრებაში.
4.
ვასრულებდი მასწავლებლის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს
                                                                                           

      ხელმოწერა:          

      თარიღი:   



     
                                           



                                               რეფლექსია ჩატარებულ გაკვეთილზე

2018 წლის 4 მაისს მე-5 კლასში მათემატიკაში ჩავატარე  სტანდარტული გაკვეთილი თემაზე:  “სამკუთხედის სახეები“. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოემუშავებინათ სამკუთხედების კლასიფიკაციის უნარ-ჩვევები. მოეხდინათ სამკუთხედის კლასიფიკაცია მისი კუთხეებისა (ბლაგვკუთხა, მართკუთხა,  მახვილკუთხა) და გვერდების სიგრძეების მიხედვით (ტოლგვერდა, ტოლფერდა, სხვადასხვაგვერდა). გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა სხვა დისციპლინებში (ხელოვნება,ისტ და სხვა), ასევე ყოფა - ცხოვრებაში პრაქტიკულსაქმიანობისთვის.
გაკვეთილის ეფექტურად წარმართვისთვის დავგეგმე და  გამოვიყენე ისეთი სახის აქტივობები, რომლებმაც უზრუნველყო მოსწავლეთა მაღალ ჩართულობა  და დასახული მიზნების მიღწევა. სწავლების მეთოდები კი აქტივობებთან და კლასის ორგანიზების ფორმებთან შესაბამისი შევარჩიე. გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და ინდივიდუალური შესაძლებლობებიასევე მათი ინტერესები.
მოსწავლეთა გამოწვევა - მოლოდინის განსაზღვრის მიზნით მოვიშველიე ცხოვრებისეული მაგალითები, (სად შეხვედრიან სამკუთხედის ფორმის ნივთებს, პლაკატზე მოცემულ მრავალკუთხედებს შორის რომელია სამკუთხედი, დაითვალეთ სამკუთხედების რაოდენობა ალამზე, კონვერტზე),  რამაც დააინტერესა და სამკუთხედის სახეებზე სასაუბროდ განაწყო მოსწავლეები.
 ახალი მასალის ახსნის წინ გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა უკვე შესწავლილი მასალის გახსენებით,რისთვისაც გამოვიყენექვიზიმოკლე ტესტებით,რომლებზე პასუხების გაცემა მოსწავლეებს არ გაჭირვებიათ.
შევქმენი და გამოვიყენე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი აქტივობებთან და გაკვეთილის მიზანთან მიმართებაში. ახალი მასალის ახსნისას ძალიან დამეხმარა Power Point- ში გაკეთებული სლაიდები, რადგან მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახეს სამკუთხედის სახეები ( მახვილკუთხა, მართკუთხა, ბლაგვკუთხა და ტოლგვერდა, ტოლფერდა, სხვადასხვაგვერდა სამკუთხედები) , რომელთა შესახებ ვისაუბრე ცოდნის კონსტრუირების ფაზის დროს და მივეცი შესაბამისი განსაზღვრებები. ჩემი აზრით, მოსწავლეებმა ასე უფრო უკეთ  გაიგეს და აითვისეს ახსნილი მასალა.

ცოდნის რეალიზაციისა და განმტკიცების ფაზაზე წყვილებში მუშაობა საინტერესო გამოდგა, რადგან დავალება დაეხაზათ სასურველი ფერის  სხვადასხვა სამკუთხედი  ბუკის კომპიუტერში პროგრამა Paint - ში, მოსწავლეებმა სიამოვნებით და ხალისით  შეასრულესჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს იგრძნობოდა კეთილგანწყობილი  გარემო, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მეგობრული და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას და დავალების წარმატებით შესრულებასმოსწავლეებმა ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა, საკუთარიაზრის გადმოცემა, დასაბუთება, მიეჩვივნენ ფუნქციების დანაწილებას, დროის რაციონალურ გამოყენებას,პრეზენტაციის მომზადებასა და წარმოდგენას.
გაკვეთილის განმავლობაში გამოვიყენე განმავითარებელი (სათანადო კომენტარების სახითდა განმსაზღვრელი  შეფასება წინასწარ შედგენილი  რუბრიკის  კრიტერიუმების გათვალისწინებით. რეფლექსიის ფაზაზე  მოსწავლეებს შევავსებინე გასასვლელი ბილეთის  და თვითშეფასების კითხვარი, რომლითაც განვსაზღვრე მოსწავლეთა საჭიროებანი , რაც დამეხმარება შემდგომი გაკვეთილების უკეთესად დაგეგმვაში.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი მოსწავლეებისთვის მიმეცა დამოუკიდებლად აზროვნებისა და აქტიურად მოქმედების საშუალება, მე კი ფასილიტატორის როლში გამოვსულიყავი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დავხმარებოდი მათ.
ვთვლი, რომ ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეებისათვის იყო საინტერესო, ინტერაქტიული. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, კითხვა-პასუხში, წყვილებსა და ჯგუფურ სამუშაოში, ხალისით ასრულებდნენ დავალებებ, იცავდნენ კლასში ქცევის წესებს.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და კორექციის შეტანა არ დამჭირდა, თუმცა შემდგომი გაკვეთილისათვის გავითვალისწინებ შემდეგ საკითხს:
1.      გასასვლელი ბილეთის გამოყენებისას უფრო მკაფიო ინსტრუქცია განმარებ მივცემ მოსწავლეებს, მის შესავსებად დამატებითი კითხვები რომ არ გაჩნდეს.

შევსებული თვითშეფასების კითხვარებისა და გაკვეთილის მსვლელობის დროს მიღებული შედეგის ( საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, პრეზენტაციის, რეფლექსიის და ,.) გათვალისწინებით ვთვლი, რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულია. მარტივი და სახალისო დავალებების მოშველიებით მოსწავლეები მიეჩვივნენ სამკუთხედების კლასიფიკაციას და  წარმოდგენა შეექმნათ რეალურ ცხოვრებაში მათი პრაქტიკული  გამოყენების შესახებ.

გიული ყოჩიაშვილი

07.05.2018 წელი

























Комментариев нет:

Отправить комментарий