სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
გიული ყოჩიაშვილი
|
|
თანამდებობა
|
მათემატიკის მასწავლებელი, VI ბ კლასის დამრიგებელი
|
|
რაიონი
|
დედოფლისწყარო
|
|
სკოლა
|
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
|
|
ქალაქი
|
–
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
„ ბედნიერი ბავშვობა“
|
||
თემის შინაარსი
პირველი ეტაპი:
· საკლასო დისკუსიის მოწყობა თემაზე : „
ბედნიერი ბავშვობა“
· „ბავშვის
უფლებათა კონვენციის“ შემოკლებულ ვარიანტის გაცნობა და საუბარი ბავშვის უფლება – მოვალეობებზე.
· ანიმაციური ფილმების ნახვა ბავშვთა უფლებების კონვენცია (შემოკლებული ვერსია) –
https://www.youtube.com/watch?v=gOXEBfVJvvY
; სიკეთე გადამდებია –https://www.youtube.com/watch?v=BeJe42X_Lxs
ჩვენი
სკოლის დირექციასთან, დაწყებითი კლასების სოციალურად დაუცველ და სსსმ მოსწავლეთა
მშობლებთან და კლასის დამრიგებლებთან დაკავშირება პროექტში მოსწავლეების
მონაწილეობაზე თანხმობის მისაღებად და შეთანხმება ჩვენს სკოლაში ბავშვთა დაცვის
დღის ერთად აღნიშვნის შესახებ. ღონისძიების დაგეგმვა.
მეორე
ეტაპი:
მუსიკის
მასწავლებლის დახმარებით ინტერნეტში მუსიკალური ფონოგრამების, კარაოკეს სიმღერებისა და ცეკვებისთვის
მუსიკების მოძიება.სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად გადაწყვეტილების მიღება ნახატების შესრულების
შესახებ.
საჭირო რესურსის (ფორმატის ქაღალდები, ფლომასტერები და მარკერები) მომარაგება
სცენარის
შედგენა, პროექტში მონაწილე მოსწავლეთა როლების განაწილება, მათთვის ლექსების, სიმღერების, ცეკვების შერჩევა.
ხელოვნების გაკვეთილებზე დეკორატიული ნამუშევრებისა და ნახატების შესრულება „ბედნიერი ბავშვობის“ თემაზე;
სოციალურად
დაუცველი მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო მიზნით საჭირო სასწავლო ნივთების მოგროვება სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების და ჩემი პირადი შემოწირულობით ;
მესამე ეტაპი:
კლასის დამრიგებლის, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის და ცეკვის მასწავლებლების დახმარებით რეპეტიციების მოწყობა.
საქველმოქმედო სოციალური პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიების ჩატარება
მოსწავლეებისთვის სოციალური
პროექტის თვითშეფასების კითხვარის შემუშავება
დისკუსიის მოწყობა და შეფასება, თუ რა მოეწონათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გაითვალისწინებენ პროექტების დაგეგმვისას და რას გააუმჯობესებენ მომავალი ღონისძიების ჩატარებისას.
პროექტის რეფლექსიის დაწერა.
|
||
პროექტის
აქტუალურობა
|
||
მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს და ყველა მათგანი თანასწორია. აუცილებელია, რომ გაეცნონ ბავშვის უფლებათა კონვენციას და იცოდნენ თავისი უფლებები. მიზანშეწონილია, რომ მათ გამოუმუშავდეთ ტოლერანტობის და თანადგომის გრძნობა სოციალურად დაუცველი თანატოლების, სსსმ მოსწავლეების მიმართ და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი.
სასურველია, მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე – 1 ივნისი საზეიმოდ აღნიშნონ ერთად, გახალისდნენ და ეს დღე ყველა ბავშვისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცეს.
ჩემი იდეა სოციალური პროექტის ჩატარების შესახებ,ერთად აგვეღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, გავუზიარე მოსწავლეებს, რასაც ისინი სიხარულით შეხვდნენ. ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ, ეს დღე გაგვეტარებინა ჩვენი სკოლის სოციალურად დაუცველ და სსსმ მოსწავლეებთან ერთად, მოგვეწყო
ღონისძიება და შესაძლებლობის ფარგლებში გაგვეწია ქველმოქმედება – ბავშვებისთვის შეგვეგროვებინა ტანსაცმელი, საბავშვო წიგნები, სათამაშოები, სასწავლო ნივთები, ტკბილეული
და მათთვის საჩუქრად გადაგვეცა.
|
||
საგანი
|
||
სადამრიგებლო მუშაობა, მუსიკა, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება
|
||
დონე/კლასი
|
||
დაწყებითი,
6 კლასი
|
||
21 საუკუნის უნარები
დაგეგმვის,
ორგანიზების, თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი მუშაობის, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების,სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის, ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირების, შემოქმედებითი უნარ-ჩვევები
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
3
კვირა 14.
05. 2019 წ. – 4. 06. 2019 წ.
|
||
პროექტში მონაწილეები:
მეექვსე კლასის 12 მოსწავლე,
კლასის დამრიგებელი, სახვითი და გამოყენებითი ხელივნების, მუსიკის
მასწავლებლები, სკოლის 30 სოციალურად
დაუცველი და 3
სსსმ მოსწავლე.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
”ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები”
თ) იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე:
დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. მოზარდს უნდა შეეძლოს ადამიანის არსებითი უფლებების შესახებ მიღებული თეორიული ცოდნის განხორციელება და ამ პრინციპებით ცხოვრება.
სადამრიგებლო
პროგრამა-
ბავშვებისთვის
თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობა, ბავშვის უფლებების დაცვა;
სადამრიგებლო
პროგრამა-
სხვა
პიროვნებისადმი ემპათიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ტოლერანტობა;
|
||
პროექტის მიზნები/ შედეგები
|
||
გრძელ ვადიანი მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ ინდივიდებთან და ჯგუფებთან კომუნიკაცია,
თანამშრომლობა, იყვნენ ტოლერანტები, შემწყნარებლები, იცოდნენ როგორ გამოიყენონ საკუთარი
და არ შეზღუდონ სხვისი უფლებები
მოკლევადიანი მიზნები:
§ მოსწავლეები გაეცნონ ბავშვის უფლებათა კონვენციას - (შემოკლებულ
ვარიანტს);
§ გაიუმჯობესონ თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა,
სიმღერა);
§ მოსწავლეებმა შექმნან დეკორატიული ნამუშევრები და ნახატები შეთავაზებულ თემებზე: „ბედნიერი ბავშვობა“,
„ჩემი ოჯახი,“ „მე და ჩემი მეგობრები,“ „ჩვენ გვსურს მშვიდობა“
§ გაწიონ ქველმოქმედება საციალურად დაუცველ თანატოლებისა და სსსმ მოსწავლეთათვის
|
||
პროექტის ვადები
|
·
საკლასო დისკუსიის მოწყობა
თემაზე : „ ბედნიერი ბავშვობა“
( 14.05.2019)
· „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ შემოკლებულ ვარიანტის გაცნობა და საუბარი ბავშვის უფლება – მოვალეობებზე. ( 14.05.2019)
· ანიმაციური ფილმების ნახვა ( 14.05.2019)
·
ჩვენი
სკოლის დაწყებითი კლასების სოციალურად დაუცველ და სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან და
კლასის დამრიგებლებთან დაკავშირება პროექტში მოსწავლეების მონაწილეობაზე თანხმობის
მისაღებად და შეთანხმება ჩვენს სკოლაში ბავშვთა დაცვის დღის ერთად აღნიშვნის შესახებ.
(15.05.2019წ.)
·
ღონისძიების დაგეგმვა, გეგმის შემუშავება (16,
17,18 .05.2019 წ.)
· ინტერნეტში მუსიკალური ფონოგრამების, კარაოკეს სიმღერებისა და ცეკვებისთვის
მუსიკების მოძიება.(16.05–22.05
2019 წ.)
·
სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების მასწავლებელთან
ერთად გადაწყვეტილების მიღება ნახატების
შესრულების და გამოფენის მოწყობის შესახებ. ( 20.05.2019
წ.)
·
საჭირო რესურსის (ფორმატის ქაღალდები, ფანქრების, ფლომასტერების და
მარკერების მომარაგება ( 20.05.2019 წ. – 21.05.2019 წ.)
·
სცენარის შედგენა, პროექტში მონაწილე მოსწავლეთა როლების განაწილება, მათთვის ლექსების, სიმღერების, ცეკვების შერჩევა.
20.05–22.05.2019 წ.
·
ხელოვნების გაკვეთილებზე ნახატების შესრულება „ბედნიერი
ბავშვობის“ თემაზე;
(21.05.2019 წ. – მაისის ბოლომდე)
·
სოციალურად
დაუცველი მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო მიზნით საჭირო
ნივთების მოგროვება ( 14.05.2019 წ. – 31.05.2019 წ.)
· საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება სოციალურად
დაუცველი და სსსმ მოსწავლეებისთვის (03.06.2019
წ. )
|
|
·
საკლასო დისკუსიის მოწყობა
და პროექტის
შეფასება (
4.06.2019 წ.)
|
||
პროექტის
განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები
|
·
ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა,
ელენერგიის გათიშვა და ა.შ.)
·
მოსწავლეთა უარი გამოკითხვის ჩატარების დროს
·
წამყვანი მოსწავლის არ გამოცხადება ღონისძიების ჩატარების დროს
|
|
პროექტის ბიუჯეტი
|
დარბაზი ღონისძიებისთვის, კომპიუტერი, პროექტორი,მუსიკალური
ცენტრი ( სკოლის წილი)
საკანცელარიო, დასახატი
და დარბაზის გასაფორმებელი მასალა. ( ჩემი საკუთარი ქველმოქმედება)
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||
პროექტი
იწყება დისკუსიით, რომლის მიზანია
მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის
წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების
ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის
მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოიყენება. პროექტის დასაწყისში
წარვადგენ პროექტზე მუშაობის თვითშეფასებისა და პროექტზე
მუშაობის შეფასების რუბრიკას,რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე იცოდნენ მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის
განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლი. ასევე შეძლონ შეაფასონ თავიანთი
წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში, დადებითი და უარყოფითი მხარეების
გამოვლენა, რაც დამეხმარება როგორც მე, ასევე
მოსწავლეებსაც მომავალი პროექტქბის დაგეგმვა/განხორციელებაში.
ჯგუფური
და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ დაკვირვების ფურცელს მაშინ, როცა
მოსწავლეები პროექტის შესრულებაში იქნებიან ჩართულნი. მუშაობის პროცესში დავეხმარები
მოსწავლეებს, რათა საჭიროების
შემთხვევაში მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო
ისინი. ზეპირსიტყვიერი კომენტარით წავახალისებ მოსწავლეების გარჯილობას. პროექტის
დასრულების შემდეგ გამოვიყენებ პროექტის
შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რომელსაც ექნება
განმავითარებელი ხასიათი. ყურადღებას მივაქცევ მშობლების
გამოხმაურებას და უკუკავშირს.
(შეფასების რუბრიკები გეგმას თან ერთვის)
|
|||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
|||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||
· ინტერნეტში მუშაობის და ინტერნეტ რესურსების
მოძიების, შემოქმედებითი უნარები.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
·
მივცემ
დამატებით დროს სამუშაოს შესასრულებლად
·
სსსმ
მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს პროექტის ღონისძიებაში სურვილისამებრ და დაგვეხმაროს ბუკლეტების დარიგებაში
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის
სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
მივცემ საშუალებას, თავისი ნებასურვილით
შეასრულოს ლექსი, ან სიმღერა მშობლიურ
ენაზე.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
დავნიშნავ
ორგანიზატორად, წამყვანად.
დავავალებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ü ფოტოკამერა
ü კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ü ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
ü საბეჭდი მანქანა/პრინტერი
ü პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
სხვა
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
სხვა
|
ინვენტარი/მასალები
|
მუსიკალური ცენტრი, ქაღალდის ფურცლები, ფორმატის ქაღალდები ერთობლივი ხატვისთვის, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ჭიკარტები, სკოჩი, ფერადი ქაღალდები, ბუშტები
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
ადამიანური რესურსი:
მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა
ჯგუფებიდან, მასწავლებლები, დირექცია, მშობლები და ა.შ.
|
თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებისთვის
1.
რა მოგცათ სოციალურმა პროექტმა?
ა) გავეცანი ბავშვთა უფლებებს, დავრწმუნდი, რომ დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, დიდი სიკეთეა;
ბ) ბავშვთა საერთაშორისო დღე ხალისიანად გავატარე;
გ) საინტერესო არაფერი;
2.
მუშაობის დროს შენი ჯგუფის წევრებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
ა) კარგი
ბ) არანაირი
გ) ცუდი
3.
პროექტის განხორციელებაში შენი საქმიანობით კმაყოფილი ხარ?
ა) კმაყოფილი ვარ;
ბ) მეტს ველოდი;
გ) უკმაყოფილო ვარ.
პროექტის შეფასების რუბრიკა
რას
დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
|||
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია პროექტის მიზანი და
ამოცანები
|
|||
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს
|
|||
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
|
|||
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული
|
შემაჯამებელ ღონისძიებაზე
დაკვირვების ცხრილი
რას
დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
|||
მოსწავლეთა თანამშრომლობა
|
|||
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
|
|||
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
|
|||
მშობელთა გამოხმაურება
|
პროექტის ჯგუფის წევრისა
და ჯგუფის
მუშაობის დაკვირვების ცხრილი
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
|||
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
იშვიათად
|
არასდროს
|
|
ჯგუფის წევრი აქტიურადაა ჩართული პროექტზე მუშაობაში.
|
||||
ჯგუფის წევრი პასუხისმგებლობით ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობას
|
||||
ჯგუფი იცავს პროექტზე
მუშაობის წესებს
|
||||
ჯგუფი დაკისრებულ დავალებას ასრულებს ვადებში
|
||||
ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო არის ხარისხიანი
|
||||
ჯგუფის წევრებს შორის არის თანამშრომლობითი და კონსტრუქციული ურთიერთობა
|
გიული ყოჩიაშვილი
30.05.2019 წელი
სოციალური პროექტის
რეფლექსია
სსიპ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო
სკოლის VI
ბ კლასის დამრიგებლისა და მათემატიკის მასწავლებლის გიული
ყოჩიაშვილის ხელმძღვანელობით
სამი
კვირის მანძილზე 14.05. 2019 წ. - 4.06.2019 წ. პერიოდში
მეექვსე
კლასში განხორციელდა სოციალური
პროექტი: „ ბედნიერი ბავშვობა“.
მონაწილეებად
შევარჩიე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მუსიკის,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლები. პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა სამი კვირის
განმავლობაში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
პროექტში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდნენ კარგად შეესრულებინათ
დაკისრებული დავალებებები. მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, პროექტის დაგეგმვასა და
განხორციელებაში. მოამზადეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები ბავშვთა დაცვის
დღესასწაულის მოსაწყობად, დაპატიჟეს თანატოლები და მასწავლებლები. მათ დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს სტუმარი
ბავშვების მიმართ.
განსაკუთრებული კმაყოფილება მოსწავლეებში იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სოციალურად
დაუცველი
ბავშვები
და სსსმ მოსწავლეები
გაახალისეს, გაამხიარულეს,
გაწიეს ქველმოქმედება, დაურიგეს საჩუქრები, ტკბილეული და თავი ბედნიერად აგრძნობინეს. მშობელთა გამოხმაურება ღონისძიებაზე იყო მეტად პოზიტიური. მათ კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებული სამუშაოს მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი ტიპის სოციალური პროექტები
სკოლაში უფრო
ხშირად
განხორციელდეს,
რაშიც თვითონაც სიამოვნებით მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას.
მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
|
სოციალური პროექტის დასახული მიზნების მიღწევა მოხერხდა.
გრძელ ვადიანი მიზნები:
·
მოსწავლეებმა შეძლონ ინდივიდებთან
და
ჯგუფებთან
კომუნიკაცია,
თანამშრომლობა,
იყვნენ
ტოლერანტები,
შემწყნარებლები,
იცოდნენ
როგორ
გამოიყენონ
საკუთარი
და
არ
შეზღუდონ
სხვისი
უფლებები.
მოკლევადიანი მიზნები:
·
მოსწავლეები გაეცნონ ბავშვის
უფლებათა კონვენციას - (შემოკლებულ ვარიანტს);
·
გაიუმჯობესონ თავიანთი სახელოვნებო უნარები (დეკლამირება, ცეკვა,
სიმღერა);
·
მოსწავლეებმა შექმნან დეკორატიული ნამუშევრები და
ნახატები შეთავაზებულ თემებზე:
„ბედნიერი ბავშვობა“, „ჩემი ოჯახი,“ „მე
და ჩემი
მეგობრები,“ „ჩვენ
გვსურს მშვიდობა“
·
გაწიონ ქველმოქმედება საციალურად დაუცველ
თანატოლებისა და სსსმ მოსწავლეთათვის
მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფებთან და ინდივიდებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, იყვნენ ტოლერანტები და მეგობრულები დაწყებითი კლასების სოციალურად დაუცველი და სსსმ მოსწავლეების მიმართ. პატივისცემა და თბილი დამოკიდებულება იგრძნობოდა მოსწავლეთა ურთიერთობაში. შეისწავლეს ბავშვის უფლებების კონვენციის
ძირითადი მუხლები, გაიუმჯობესეს სახელოვნებო და შემოქმედებითი უნარები და გაწიეს
ქველმოქმედება სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის.
|
რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად და რატომ ?
|
პირველი ეტაპზე მოეწყო საკლასო დისკუსია თემაზე : „ ბედნიერი ბავშვობა“ მოსწავლეები გაეცნენ
· „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ შემოკლებულ ვარიანტს ისაუბრეს ბავშვის უფლება – მოვალეობებზე. მოვახდინეთ
· ანიმაციური ფილმების ყურება ბავშვთა უფლებების კონვენცია (შემოკლებული ვერსია) –
სიკეთე გადამდებია –
·
დავუკავშირდით სკოლის დირექციას, დაწყებითი
კლასების დამრიგებლებსა და მშობლებს ღონისძიებაში მოსწავლეების მონაწილეობისათვის თანხმობის მისაღებად.
მეორე ეტაპზე მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოვახდინეთ ინტერნეტში მუსიკალური ფონოგრამების, კარაოკეს სიმღერებისა და ცეკვებისთვის მუსიკების მოძიება.
სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შევთანხმდით დეკორატიული ნამუშევრებისა და ნახატების შესრულებაზე და საჭირო რესურსის (ფორმატის ქაღალდები, ფლომასტერები და მარკერები) მომარაგებაზე.
შევადგინეთ სცენარი და გავანაწილეთ პროექტში მონაწილე მოსწავლეთა როლები, შევარჩიეთ მათთვის ლექსები, სიმღერები, ცეკვები.
საქველმოქმედო მიზნით სოციალურად
დაუცველი მოსწავლეებისთვის დავიწყეთ საჭირო ნივთების მოგროვება
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების და
ჩემი პირადი შემოწირულობით ;
მესამე ეტაპზე დავიწყეთ რეპეტიციები კლასის დამრიგებლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის მასწავლებლების დახმარებით.
ჩავატარეთ საქველმოქმედო სოციალური პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება.
მეორე დღეს მოვაწყეთ დისკუსია და შევაფასეთ
სოციალური პროექტი , თუ რა მოეწონათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში, რას გაითვალისწინებენ პროექტების დაგეგმვისას და რას გააუმჯობესებენ მომავალი ღონისძიების ჩატარებისას.
|
რომელ კომპონენტში იყო პროექტი
ყველაზე წარმატებული და რატომ?
|
პროექტი წარმატებული იყო
საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების დროს, როცა ბავშვთა დაცვის სართაშორისო
დღესასწაული სოციალურად დაუცველ და სსსმ მოსწავლეებთან ერთად ავღნიშნეთ და ყველა
მონაწილე იყო ჩართული მხიარულ
აქტივობებში, ცეკვებში, სიმღერებში, კონკურსებში. ჩემმა მოსწავლეებმა შეძლეს ქველმოქმედების
გაწევა, სიყვარულის გამოხატვა, სიკეთის კეთება და ლამაზი დღესასწაულის წარმატებით
ჩატარება.
|
რა სარგებელი მიიღეს პროექტის
მონაწილეებმა?
|
პროექტში
მონაწილე მოსწავლეები გაეცნენ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მუხლებს, თავიანთი უფლებებსა და ვალდებულებებს, თუ როგორ მოიქცნენ საზოგადოებაში, სკოლაში, სახლში.იყვნენ კანონმორჩილები და დაიცვან თავისი და სხვა მოსწავლეების უფლებები, იცოდნენ ემპათია და თანაგრძნობა გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ. ისწავლეს ადამიანებთან ურთიერთობა,რომ არ უნდა დაამცირონ ბავშვები და იყვნენ ტოლერანტები. პატივისცემით მოეპყრან სოციალურად დაუცველ და სსსმ მოსწავლეებს, რადგან ისინიც თანატოლებისაგან სწავლობენ მოქცევის წესებსა და ურთიერთობას.
პროექტის ფარგლებში მოხდა მოსწავლეებისთვის საზოგადოებისთვის აუცილებელი სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევების გამომუშავება, სიკეთის გაკეთებისა და ქველმოქმედების სწავლა. ვფიქრობ, ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების
ფორმირებას.
|
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და
როგორ?
|
გაუმჯობესებას საჭიროებს დროის
მენეჯმენტი,რომ აქტივობების
განსახორციელებელი ვადები ზუსტად დაიცვან მოსწავლეებმა და არ მოხდეს შესრულების
ვადების გადაწევა, რათა პროექტის ყველა დაგეგმილი აქტივობის ჩატარება მოესწროს.
ამისთვის მომიწევს მეტი კონტროლის განხორციელება დროის რაციონალურად
გამოყენებაზე.
|
მოხდა თუ არა პროექტის
განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
|
პროექტის განხორციელების
პროცესში აქტივობების დამატება და მოდიფიცირება არ მომხდარა
|
რას გავითვალისწინებ მომავალში
მსგავს პროექტზე მუშაობისას?
|
მსგავს პროექტზე მუშაობისას
მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ დროის მენეჯმენტის საკითხს
|
პროექტზე ინფორმაცია და ამსახველი ფოტო–ვიდეო
მასალა განთავსებულია სოციალურ ქსელში სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის გვერდზე : https://www.facebook.com/tamunaqetelauri?__tn__=%2CdC-R-R&eid=ARB7A3CUcwwQ6VByc6S1vhiZB-r5ms_mFnY9nqxt-y4JQB_1bEJB9xKHMdjkSUg-USN8YICFccHlmCvq&fref=nf
გიული ყოჩიაშვილი
4. 06. 2019 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий