STEM

კონფერენციები,კათედრაზე მუშაობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
მასწავლებელთა ადგილობრივი კონფერენცია:
„პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება“

კონფერენციის მიზანი: ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა თანამშრომლობის შედეგად მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ–პრაქტიკული კვლევის უნარ–ჩვევების განვითარება და ამ მიზნით პედაგოგთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.
მოსალოდნენლი შედეგები: მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და განიხილონ წარმატებული პრაქტიკა.
კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაცია მასწავლებელბს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი  - ხორნაბუჯის საჯარო სკოლა

კონფერენციის დღის წესრიგი

  •   გახსნა - რუსუდან გონაშვილი (10 წთ)
  •  მასწავლებელთა პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახლი სქემის გაცნობა - რუსუდან გონაშვილი (10 წთ)
  • პროექტგაკვეთილი - „კაცია-ადამიანი?!“ - ქართული ენა და ლიტერატურა, რუსუდან გონაშვილი (10 წთ)
  •  ინკლუზიური განათლება - ირინა ფიროსმანაშვილი(სპეციალური მასწავლებელი), მეორე საჯარო სკოლა (10 წთ)
  • ბუნებისმეტყველება, კვლევაზე დაფუძნებული სწავლება – ნელი აფციაური, ფიზიკა
  •   შესვენება - 30 წთ.
  •   პროექტგაკვეთილი – გარემოზე ზრუნვა „ტირის დედამიწა“– დაწყებითი საფეხური, მერი კობრეშვილი (10 წთ)
  •  ინტეგრირებული გაკვეთილი (მათემატიკა, ქართული, ისტ–ი) – „რას გვიმალავს მონაცემები? “– გიული ყოჩიაშვილი, ლალი მენთეშაშვილი, ნანა კვანჭილაშვილი (10 წთ)
  •   პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლება – „Терроризм – угроза человечеству“  -უცხო ენა(რუსული)- ვიოლა დავთიანი (10 წთ)
  • პროექტგაკვეთილი - "2008 წლის ომი და საქართველო"- ისტორია, ნანა ყაჭაშვილი ( 10 წთ)
  • კონფერენციის შეჯამება, დახურვა - ნელი აფციაური
















კონფერენციაზე წარმოდგენილი თემა:
(მათემატიკა,ქართული ენა,ისტ)
'რას გვიმალავენ მონაცემები'


გაკვეთილის  თემა
   რას გვიმალავენ მონაცემები?
სწავლების საფეხური/ინტეგრირებული საგნები
დაწყებითი  მე-6 კლასი (რუსული სექტორი)
მათემატიკა -გიული ყოჩიაშვილი,
ქართული ენა - ლალი  მენთეშაშვილი
ისტ - ნანა კვანჭილაშვილი
მოსწავლეთა პროფილი
13
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოახდენენ  მონაცემთა შეგროვებას შესწავლილი მასალის მიხედვით  და შეძლებენ მათ დამუშავება სვეტოვანი დიაგრამების სახით კომპიუტერის დახმარებით.
გამოუმუშავდებათ აზროვნებისა და კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
                                  მათემატიკა:
1.მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.   
 ·   ახდენს მზა ანკეტით/კითხვარით მითითებულ რესპონდენტთა       გამოკითხვას და აგროვებს მონაცემებს;
 2. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა. 
·    აგებს წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს (როდესაც მონაცემები იძლევა სკალის ადვილად შერჩევის საშუალებას).
3.მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
 ·  ადარებს მონაცემთა რამდენიმე ერთობლიობას მათი წინასწარ მოცემული სტატისტიკური მახასიათებლების საშუალებით;   
                             ქართული ენა : 
 ·  მოსწავლე იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს 
   ·  მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული  ტექსტის  მიმართ   
 ·  მოსწავლე  მონაწილეობს  საუბრებში  და იყენებს კითხვის  მიზნის შესაბამის სტრატეგიებს   
                                ი ს ტ  :

1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.

·    მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.

 2.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
      
        ·   ახდენს მოძიებული ციფრული მასალისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციას და აფასებს ამ მასალას იმის მიხედვით, თუ რამდენად სასარგებლო,სანდო, ადეკვატური და ზუსტია იგი;     
     ·    შეუძლია    დიაგრამების და მათი სახეობების აგება   
      

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიძიონ მონაცემები და მათი წარმოდგენა დიაგრამებით
თანმიმდევრობა
აქტივობა 1. განწყობილების შექმნა   5 წთ
მოგესალმებით ყველას.დღეს მე პოეზიის განწყობილებაზე ვარ.ეს იმას ნიშნავს,რომ მშვენიერ და მხიარულ ხასიათზე გახლავართ.თქვენი განწყობა როგორია დღევანდელ გაკვეთილზე?ვისმენ მოსწავლეთა პასუხებს:კარგი,სასიამოვნო,ღიმილიანი,სიცოცხლით აღსავსე,საქმიანი
თუ გინდა რომ საქმიანი კაცის გერქვას სახელი,
თუ გინდა, რომ ცხოვრების გზას გაჰყვე,
თუ გინდა,რომ სასარგებლო  საქმეები აკეთო,
თუ გინდა,რომ ცხოვრების ტივს გაჰყვე,
გვერდზე უნდა გადადო ათასი თემატიკა,
კარგად უნდა ისწავლო - .
ახლა კი გაგაცნობთ ჩვენი გაკვეთილის გეგმას(კედელზე გამოკრული იქნება წინასწარ დაბეჭდილი გაკვეთილის გეგმა)
დღეს ჩვენი გაკვეთილი უჩვეულო იქნება,რადგან ის ინტეგრირებულია...აერთიანებს მათემატიკას,ქართულ ენასა და კომპიუტერს.ვაკომპლექტებთ ჯგუფებს(ფურცელზე დაწერილი ციფრების მიხედვით)და მოსწავლეები ირჩევენ ჯგუფის ლიდერებს
აქტივობა 2. გონებრივი იერიში    5 წთ
) მობილური ტელეფონის მოდელზე,რომელსაც კლავიშებზე ინგლისურ და ქართულ ასოებთან ერთად ციფრები აქვს გამოსახული,ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ,რა სიტყვაა დაშიფრული და სრაფად აიწიონ საპასუხოდ ხელი  
 4 1 5 6 3                 
) შარადები
1. ციყუნებმა ზამთრისათვის მოაგროვეს თხილი,
მესამედი წვრილი არის,დანარჩენი მსხვილი,
ერთად მათი რიცხვი გახლავთ ორას ოცდაორი,
მაშ ცალ-ცალკე რამდენია,პასუხი თქვი სწორი.(წვრილი74,მსხვილი 148)
2.თითქოს ტყეს ფეხი აუდგამს,
მოდის ქორბუდას ჯოგი,
მოდი ირმების დათვლაში
შენც მომეხმარე გოგი,
ცალკეულ რიცხვებს მოგაწვდი,
კარგად დამიგდე ყური,
თორმეტი ხარ-ირემია,
ორი იდენი ფური,
თანაც ფურ-ირმებს კუნტრუშით
ნუკრი მოყვება თითო,
რამდენი სული ყოფილა,იანგარიშე თვითონ.(12+24+24=60)
3. ამოცანას მოგახსენებთ,აბა გამოიცანით,
ნორჩ ხელოსანს ჰქონდა ზუსტად 30 ფიცარი,
ცხრით კარადა დაამზადეს,ორჯერ მეტით მერხები,
დანარჩენით ძველ მაგიდებს შეუცვალეს ფეხები,
მაშ რამდენი ცალი იყო მერხებისთვის საჭირო?(30-18-9=3)
4. თანაკლასელ გოგოებს მარინეს და ლონდას
21 წაბლი და 20 თხილი ჰქონდათ.
მესამედი წაბლის და ნახევარი თხილის
უწილადა მეგობრებს: თალიკოს და ლილის,
ხოლო მერე თანაბრად რომ გაიყვეს თვითონ,
მათ რამდენი თხილი და წაბლი შეხვდა თითოს?21*1/3=7
20:1/2=10     თხილი 7      წაბლი 5
აქტივობა 3.   კითხვა - პასუხი     3 წთ
გადავდივართ გაკვეთილის ძირითად ნაწილზე
კითხვა :შეიძლება თუ არა რომ დიაგრამები სხვადასხვანაირი იყოს?
პასუხი : შეიძლება
კითხვა : როგორი დიაგრამები გისწავლიათ და იცით?
პასუხი : ვენის დიაგრამა,სვეტოვანი,ხაზოვანი ანუ წრფივი,წერტილოვანი და წრიული დიაგრამები
პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ  თითოეული დიაგრამის ნახატს PowerPoint პროგრამის დახმარებით
)კითხვა : სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად,რომელიც ჩატარდა 60 მოქალაქესთან,კითხვაზე რომელი ნაწარმოების წაკითხვა გიყვართ,რადენმა უპასუხა დეტექტივი?
პასუხი : 50
) კითხვა : რამდენს უყვარს რომანების კითხვა?
პასუხი : 60
) კითხვა: რამდენით ნაკლებ ადამიანს უყვარს ზღაპრების კითხვა,ვიდრე სათავგადასავლო ნაწარმოებების?
პასუხი : 20 -ით ნაკლებს
) კითხვა : რამდენჯერ მეტ ადამიანს უყვარს რომანების კითხვა,ვიდრე ლექსების?
პასუხი :2-ჯერ
აქტივობა 4. საშინაო დავალების შემოწმება    7  წთ
უნდა შეგეგროვებინათ ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების წლოვანების შესახებ,შეგედგინათ მონაცემთა ცხრილი და აგეგოთ წრფივი დიაგრამა. ჯგუფებს ვთხოვ გააკეთონ პრეზენტაცია ერთიწევრის ნამუშევრის.
ახლა კი ესტაფეტას გადავცემ ქართულის მასწავლებელს ,რომელიც შემოგთავაზებთ რამოდენიმე სახალისო დავალებას.
აქტივობა 5. მონაცემების დამუშავება და დიაგრამების აგება      10 წთ
ჯგუფებს დაგირიგდებათ ლექსები,რომლებშიც თქვენ უნდა დაითვალოთ ხმოვანი ასოები ,,,, და კომპიუტერის მეშვეობით ააგოთ შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა და წარმოადგინოთ პრეზენტაცია.ამისთვის გეძლევათ დრო 10 წთ.ეს სამუშაო  შეიძლება ჩატარდეს მუსიკის ფონზე.
1 ჯგუფი
პატარძეული              გ.ლეონიძე

პატარძეული,ჩემი სოფელი,
ბავშვობის კერა პატარძეული
ჩემი აკვანი წნორის ტოტისა
იქა ყოფილა გადარწეული.


იქ მზრდიდა ხალხი,
იქ მზრდიდა დედა,
და ხალხის ფიქრი ათასწლეული
მახსოვს ეზოში დიდი ფშატის ხე
სიბერისაგან გადაქცეული.

2 ჯგუფი

ვინა სთქვა              ს.ჩიქოვანი

ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები- შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით  გაიგონეთ ყვირილი ირმის.

3 ჯგუფი

გაზაფხული                  ი.ჭავჭავაძე

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალი ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა ტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულა მთები,
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!

4  ჯგუფი

გაზაფხული                    ა.წერეთელი

დღეს მერცხალი შემოფრინდა
ჭიკჭიკითა გადმომძახა,
გაზაფხული,გაზაფხული,
გულს იმედი დამესახა.


მივდექ სარკმელს,გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა.
ჯგუფის ერთმა ან ორმა წევრმა,თუ ისინი სუსტი მოსწავლეები არიან,შეიძლება აიღონ ინტერვიუები წინასწარ გამზადებული ფურცლებით დამსწრე საზოგადოებიდან,რომელ ფერს წითელს,ყვითელს,მწვანეს,ლურჯსა თუ შავს ანიჭებენ უპირატესობას,დაითვალონ მონაცემები და A4 ფორმატის ფურცლებზე ააგონ სვეტოვანი დიაგრამები,გააფერადონ ფერადი ფანქრებით და გააკეთონ პრეზენტაცია.  
  აქტივობა 7. სიტყვების შედგენა 5 წთ.
აიღეთ ასო-ბგერა „ჯ“ , „ფ“ , „ ლ“ , „ ო“ შეადგინეთ სიტყვები,რომლებიციწყება ამ ასოზე და გამოსახეთ სვეტოვან დიაგრამაზე,რამდენი მარცვლისგან შედგება ეს სიტყვები.
 აქტივობა 8.  საშინაო დავალების მიცემა      5   წთ    
  ქართული ენის სახელმძღვანელოდან ვაჟა ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“-დან ავიღოთ ტექსტი ერთი ან ორი აბზაცი და დავითვალოთ არსებითი სახელები,ზედსართავი სახელები,რიცხვითი სახელები.ავაგოთ ხაზოვანი დიაგრამები
აქტივობა 9.   შეფასება    5 წთ.
  მასწავლებლები გავაკებ კომენტარს ჩატარებულ გაკვეთილთან დაკავშირებით და შევაფასებ მოსწავლეებს ქულებით შეფასების კრიტერიუმების მეშვეობით,რომელსაც წინასწარ გავაცნობ მოსწავლეებს.შეფასების სქემა გამოკრული იქნება თვალსაჩინო ადგილზე,მაგ.დაფაზე




        

         
          შეფასება




შეფასებას ვახდენთ შემდეგი  კრიტერიუმების  მეშვეობით
კრიტერიუმები
         1 - 4
      5 - 6
        7 - 8
     9 -10
საშინაო დავალები შესრულების ხარისხი
არა აქვს დავალება შესრულებული
ნაწილობრივ შეასრულა დავალება
დავალება შეასრულა,მაგრამ ხარვეზებით
სრულყოფილად შეასრულა დავალება
გაკვეთილზე აქტიურობა
მონაწილეობას არ იღებს გაკვეთილის მსვლელობაში
მონაწილეობს გაკვეთილის
მსვლელობაში
გამოთქვამს თავის აზრს,უჭირს არგუმენტირება
გამოთქვამს მოსაზრებებს,მსჯელობს არგუმენტებით
ცოდნა და უნარები
პრაქტიკულად ვერ იყენებს თეორიულ ცოდნას
აითვისა ახსნილი მასალა,მაგრამ იშვიათად ახერხებს პრაქტიკულ გამოყენებას
მასალა აითვისა,მაგრამ ზოგჯერ ვერ იყენებს პრაქტიკაში
აითვისა ახსნილი მასალა და კარგად ახერხებს პრაქტიკაში გამოყენებას
ჯგუფური მუშაობა
ვერ მუშაობს ჯგუფთან,უყურადღებოა
ცდილობს ჯგუფში ჩართვას,მაგრამ ვერ ახერხებს აზრის ჩამოყალიბებას
ერთვება ჯგუფის მუშაობაში,გამოთქვამს საკუთარ აზრს,მაგრამ უჭირს ჩამოყალიბება და აზრის გადმოცემა
კარგადაა ჩართული ჯგუფის მუშაობაში,თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას.
პრეზენტაცია
ვერ აკეთებს პრეზენტაციას
ცდილობს პრეზენტაციის გაკეთებას,მაგრამ დახმარების გარეშე ვერ ახერხებს
საინტერესოდ აკეთებს პრეზენტაციას,მაგრამ აქვს ხარვეზები
ნათლად და გასაგებად აკეთებსპრეზენტაციას.კითხვებზე პასუხობს სწორად და ამომწურავად.

საკლასოენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
 კომპიუტერები,პროექტორი,ციფრული ფოტოაპარატი,ვიდეო კამერა,პრინტერი,ფლეშმეხსიერება,ფურცლები,ფლომასტერები,ფერადი ფანქრები,სახაზავი

გაკვეთილის გეგმის შეფასების სქემა

1
არადამაკმაყოფილებელი
2
დამაკმაყოფილებელი
3
კარგი
საგაკვეთილო მიზანი და
შედეგი
მიზანი არის ზოგადი და არარეალისტური, არ არის გაზომვადი რთული შესაფასებელია; არ შეესაბამება ესგ-ს მისაღწევ შედეგს
მიზანი გამომდინარეობს ესგ-ს მისაღწევი შედეგებიდანმაგრამ დროში ძნელად მისაღწევი და/ან აკლია კონკრეტულობა.
მიზანი არის ფორმულირებული კონკრეტულად და რეალისტურად. იგი არის გაზომვადი და შეფასებადი და სრულად აღწერს ესგ-ს განსაზღვრულ შედეგს.
აქტივობების თანმიმდევრობა
 და სავარაუდო დრო
აქტივობები არ უწყობს ხელს დასახული მიზნის
აქტივობები ნაწილობრივ უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
აქტივობები სრულიად უწყობს ხელს დასახული მიზნის მიღწევას;
მეთოდები,
კლასის ორგანიზების ფორმები
სასწავლო მიზნები შეუსაბამოა აქტივობებთან, ხოლო კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან
სასწავლო მეთოდები შესაბამისობაშია აქტივობებთან, მაგრამ სწორად არ არის შერჩეული კლასის ორგანიზების ფორმები. ან ზოგიერთი მეთოდი აქტივობის არაადეკვატურია, თუმცა სწორად არის შერჩეული ორგანიზების ფორმები.
სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაშია აქტივობებთან, ხოლო, კლასის ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან.
რესურსები
რესურსები არ არის მითითებული
მითითებული რესურსები მწირია
მითითებულია ყველა აუცილებელი რესურსი, რომლებიც მასწავლებელმა გამოიყენა გაკვეთილის დაგეგმვისას და გამოიყენებს გაკვეთილის ჩატარებისას.
ინტეგრირება*
საგანთაშორისი ინტეგრირება ხელოვნურია და თვითმიზნური
საგანთაშორისი ინტეგრირება ჩანს, თუმცა არ არის გათვალისწინებული ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.
საგანთაშორისი ინტეგრირება ლოგიკურია, გათვალისწინებულია ინტეგრირებული საგნების ესგ-თი განსაზღვრული შედეგები.
შეფასება
არ აქვს განსაზღვრული მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდები. გეგმას არ ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულია მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი/მეთოდები, მაგრამ არ ახლავს შეფასების რუბრიკა/რუბრიკები. ან შეფასების მოცემული მეთოდებიდან ზოგიერთი არაადეკვატურია, ახლავს შეფასების რუბრიკები.
განსაზღვრულია მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდები, ახლავს კარგად მისაგადებული შეფასების რუბრიკები.


v  ინტეგრირების კომპონენტი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასებისას


საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა

1
არადამაკმაყოფილებელი
2
დამაკმაყოფილებელი
3
კარგი
მიზანი
ჩატარებულმა გაკვეთილმა ვერ უზრუნველყო განსაზღვრული მიზნის მიღწევა
ჩატარებულ გაკვეთილზე ნაწილობრივ იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები
ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული მიზანი/მიზნები
აქტივობები, სწავლების მეთოდები და რესურსი
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და რესურსებმა ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და რესურსებმა მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა
გამოყენებულია ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული აქტივობები და მეთოდები, რომლების უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობასა და სასწავლო შედეგის მიღწევას, რესურსების გამოყენებით ზრდის გაკვეთილის ეფექტიანობას.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ახერხებს წინასწარ დაგეგმილი აქტივობებისა და/ან მეთოდების მოდიფიცირებას
შეფასება
მასწავლებლის შეფასება არაეფექტიანია, შემოიფარგლება მხოლოდ არაფრისმთქმელი უკუკავშირით, კომენტარით. გამოყენებული შეფასების მეთოდები ვერ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი
გამოყენებული შფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი, მასწავლებლის უკუკავშირი ადეკვატურია ან მეთოდები აფასებს მიღწეულ შედეგს, მაგრამ მასწავლებლის უკუკავშირით/კომენტარი არაფრისმთქმელია.
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ არა შედეგი
საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი ვერ მართავს კლასს, სწორად ვერ ანაწილებს აქტივობებისათვის გამოყოფილ დროს.
მასწავლებელს ზოგიერთ შემთხვევაში უჭირს დროის მართვა და/ან მის მიერ გამოყენებული კლასის მართვის სტრატეგიები ნაკლებად ეფექტიანია
მასწავლებელი კლასში მიზნობრივად ანაწილებს დროს და ქმნის ისეთ სასწავლო სიტუაციებს, რომლებიც უზრუნველყოფს თვითრეგულირებად დისციპლინას.





მასწავლებლის თვითშეფასება
კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგებიკონკრეტული და რეალისტური იყო
+
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
+
3
სწორად გადავანაწილე დრო გაკვეთილის მსვლელობისას
+
4
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
+
5
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
+
6
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს
+
7
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
+
8
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
+
9
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
+
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
+
11
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
+
12
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად
+

                         
  მოსწავლეთა თვითშეფასება
თვითშეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი
                              სახელი/გვარი   ------------------------
კრიტერიუმები
კი
არა
ვუპასუხე   კითხებს
ავღწერე დიაგრამა

 ვიმუშავე მეგობართან ერთად წყვილში და ავაგე სვეტოვანი დიაგრამა
გავაკეთე პრეზენტაცია



                              




Комментариев нет:

Отправить комментарий