სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: გიული ყოჩიაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: 6 ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა: ღერძული სიმეტრია და სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ პრობლემის გადაჭრის გზით შეძლოს სიმეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება, ბრტყელი ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ, ფიგურათა სიმეტრიის ღერძების პოვნა და სიმეტრიული გარდაქმნების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული - მოსწავლეებს განუვითარდეთ პრობლემების გადაჭრის უნარი, რათა მათ შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული ყოფითი პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი,მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები
მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; თემის აქტუალობის ხაზგასმა,თუ რატომაა საჭირო ღერძული სიმეტრიის შესწავლა და რისთვის გამოგვადგება ყოფა-ცხოვრებაში.
საშინაო დავალების შემოწმება და განმავითარებელი კომენტარების მიცემა.
შეფასების რუბრიკის,სქემის ჩვენება, რომელიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო ოთახში. (დანართი გეგმას თან ერთვის)
|
ზეპირსიტყვიერი
|
მთელი კლასი
|
პლაკატი გაკვეთილის მიზნებით, შეფასების რუბრიკა
|
5 წთ
|
2
|
მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა
1. რომელი ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები იცით?
2. როგორ ფიგურებს ვუწოდებთ ტოლ ფიგურებს?
3. როგორ გავყოთ A4 ქაღალდის ფურცელი ორ ტოლ ნაწილად? ოთხ ტოლ ნაწილად?
4. თამაში გემების ჩაძირობანა საღებავის ნაღმებით
|
კითხვა - პასუხი
|
მთელი კლასი
|
ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილი ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, ფორმატი, გუაშის საღებავები, ფუნჯები
|
5 წთ
|
3
|
სამოტივაციო ამოცანა, პრობლემის ფორმულირება.
მოსწავლეთა ორ ჯგუფს ვაძლევ დავალებას, აიღონ შპალერის რულონები, ქაღალდები და კედელზე ერთმანეთის გვერდით გააკრან, ისე როგორც ისინია მოჭრილი. შემდეგ ვთხოვ, შეხედონ და კარგად დააკვირდნენ, შეადარონ არა ფერით და ზომით, არამედ გეომეტრიული ფორმებით. დამოუკიდებლად თავად იპოვონ პრობლემა და მოძებნონ მისი გადაჭრის გზები. ვაძლევ გეზის მიმცემ შეკითხვებს :
1. რა აკავშირებთ ერთმანეთთან კედელზე გაკრულ შპალერის ქაღალდებს?
2. არის თუ არა განსხვავება ამ ორ ვარიანტს შორის? რა განსხვავებას ამჩნევთ?
3. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დაშვებული შეცდომა რომელიმე ვარიანტის შექმნისას?
4. თქვენი აზრით, სწორად როგორ უნდა გავაკრათ ქაღალდები და განვალაგოთ ორნამენტები, რომ შპალერი ვიზუალურად უფრო მშვენიერი იყოს?
მოსწავლეთა პასუხების მოსმენა და მასწავლებლის უკუკავშირი, კომენტარი
|
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
კონსტრუქციული
|
მთელი კლასი
|
შპალერის რულონები, ქაღალდები,სკოჩი,წებო
|
5 წთ
|
4
|
ცოდნის კონსტრუირება
პროექტორის გამოყენებით სლაიდების ჩვენება თუ სად და რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სიმეტრიული გარდაქმნები. როგორ ავაგოთ მოცემული ფიგურის სიმეტრიული ფიგურები პროგრამა Paint - ის დახმარებით.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, Power Point ის სლაიდები
|
5 წთ
|
5
|
ცოდნის რეალიზება
მოსწავლეებს მივცემ დავალებას წყვილებში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბუკის კომპიუტერებში პროგრამა Paint - ის დახმარებით იპოვონ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძები და ააგონ მათ მიერ არჩეული ფიგურის სიმეტრიული ფიგურა სიმეტრიის ღერძის მიმართ. რამდენიმე წყვილი შეაფასებს ერთმანეთის ნამუშევარს.
|
თანამშრომლობითი სწავლების
|
წყვილები
|
ბუკის კომპიუტერები
|
5 წთ
|
6
|
ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს მივცემ ჯგუფურ სამუშაოს
1. მოსწავლეებმა შეავსონ ექვსფურცელა გვირილა, თუ რა სფეროში გამოიყენება სიმეტრია გარდა მათემატიკისა, (ხელოვნება,მუსიკა, არქიტექტურა, ბუნება, ლიტერატურა,ქსოვა,ქარგვა და სხვა)
2. წინასწარ დარიგებული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოარჩიონ ერთნაირი და ტოლი ფიგურები , რომლებსაც განალაგებენ და დააწებებენ ფორმატზე მოცემული წრფის ანუ ღერძის მიმართ ერთმანეთის სიმეტრიულად.
ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს
|
ჯგუფური მუშაობის
|
ჯგუფები
|
ბარათები, ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავები, ფლიპჩარტი, წებო
|
10 წთ
|
7
|
შეფასება,რეფლექსია.
მოსწავლეებს ვთხოვ,რომ შეაფასონ საკუთარი თავი წინასწარ მიცემული კითხვარით.
მოვახდენ მთელი გაკვეთილის შეჯამებას. მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების,თვითშეფასების მიხედვით. ქულებით შეფასებისას გამოვიყენებ შეფასების კრიტერიუმებს.
|
ზეპირსიტყვიერი
|
მთელი კლასი
|
თვითშეფასების კითხვარი, შეფასების რუბრიკა
|
7 წთ
|
8
|
საშინაო დავალება.
მივცემ მითითებებს საშინაო დავალების შესრულების შესახებ. დაამზადონ საახალწლო სუვენირები ღერძული სიმეტრიის გამოყენებით.
|
ზეპირსიტყვიერი
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
ირინა რუხაძე მათემატიკა 6 კლასი
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე;
· პოულობს ფიგურათა სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს და ასაბუთებს პასუხს (მაგალითად, გადაკეცვით, სარკის გამოყენებით).
დანართი
შეფასების სქემა ( რუბრიკა)
ინდიკატორები
კრიტერიუმები
|
1 - 2
|
3 - 4
|
5 - 6
|
7 - 8
|
9 - 10
|
სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენება
|
მოსწავლე ვერ ახდენს სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენებას
|
მოსწავლეს უჭირს სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენება
|
მოსწავლე იყენებს სიმეტრიულ გარდაქმნებს, მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
|
მოსწავლე ახდენს
სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენებას მცირე უზუსტობით
|
მოსწავლე კარგად და უშეცდომოდ ახდენს სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენებას
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
პასიურია, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ყურადღება გაფანტული, არ უსმენს მოსაუბრეს.
|
იშვიათადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უჭირს ყურადღების კონცენტრირება, არ უსმენს მოსაუბრეს
|
საგაკვეთილო პროცესში ნაწილობრივადაა ჩართული, ყოველთვის არაა ყურადღების კონცენტრაცია, იშვიათად უსმენს მოსაუბრეს
|
გაკვეთილზე უმეტესად აქტიურია, მობილიზებული, ყოველთვის არაა კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს
|
გაკვეთილზე ძალიან აქტიურია, მობილიზებული, ყურადღება ყოველთვის კონცენტრირებული, გულდასმით უსმენს მოსაუბრეს
|
თანამშრომლობა წყვილებს შორის
|
წყვილები არ აქტურობენ, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო.
|
წყვილები იშვიათად აქტიურობენ და იშვიათად თანამშრომლობენ
|
ურთიერთ თანამშრომლობენ, მაგრამ წყვილებში არ არის თანაბარი აქტიურობა
|
წყვილები აქტიურობენ და თანამშრომლობა ძირითადში პოზიტიურია
|
წევრები აქტიურები არიან და შესრულებული სამუშაო - ნაყოფიერია, მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა.
|
ჯგუფური მუშაობა
|
არ ერთვებ აჯგუფურ მუშაობაში,არ გამოთქვ
ამს საკუთარ აზრებს |
პასიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,ნაკლებად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ზოგჯერ არასწორად.
|
აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს
|
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს და აკეთებს კარგ პრეზენტაციებს
|
მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენების შესახებ ვიცოდი,რომ ...
| |
ამ გაკვეთილზე ვისწავლე ...
| |
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ...
| |
მინდა, დამატებით გავიგო ...
|
ხელმოწერა: გ. ყოჩიაშვილი
თარიღი: 14. 12. 2018 წელი
რეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი
კლასი: 6
ბ კლასი
თემა: ღერძული სიმეტრია და
სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენება
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე
ორიენტირებული
N
|
კითხვები
|
მასწავლებლის
პასუხები
|
1.
|
რამ
განაპირობა
შერჩეული
ტიპის
გაკვეთილის
ჩატარება?
|
სკოლამ
საგნობრივ
ცოდნასთან
და
უნარ-ჩვევებთან
ერთად
აუცილებელია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს
პრობლემების
გადაჭრის
უნარი, რათა მათ შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად გამოყენება.
რეალურ ცხოვრებაში მოზარდები საკმაოდ ხშირად ხვდებიან პრობლემურ სიატუაციას, შესაბამისად საჭიროდ მივიჩნიე, რომ მოსწავლეებს მივაწოდო ისეთი სიტუაციური ამოცანები, რომლებიც დაეხმარებათ პრობლემის აღმოჩენაში, გამომწვევი მიზეზების დადგენაში და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებაში. ამიტომ გადავწყვიტე 6 ბ კლასში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მათემატიკაში თემაზე: „ღერძული სიმეტრია და სიმეტრიული გარდაქმნების გამოყენება“.
|
2.
|
რა სარგებელი
მიიღეს
გაკვეთილზე
დამსწრე
კოლეგებმა?
მოსწავლეებმა?
|
გაკვეთილზე
დამსწრე კოლეგებისთვის ახალი
იყო
ამ
კუთხით
გაკვეთილის
წარმართვა,
რადგან
პრობლემაზე
ორიენტირებული
გაკვეთილი
დაწყებით
საფეხურზე საკმაოდ რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია როგორც
სტრუქტურულად,
ისე
თემატურად.
კოლეგებისთვის
გაკვეთილის გეგმა,შერჩეული
აქტივობები
და რესურსები მრავალფეროვნებით,
გაკვეთილის წარმართვით, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით და პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის
სახით ჩატარებით მეტად ეფექტური
და გამოყენებადია.
კოლეგებმა ნახეს სამოდელო გაკვეთილის წარმართვის პროცესი, როგორ ვახდენდი ერთი
აქტივობიდან მეორეზე გადასვლას, გაკვეთილზე
თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას (მინი ლექციის დროს პროგრამა power point - ის სლაიდების
ჩვენებას, თუ რა დარგებში და სფეროებში ვხვდებით სიმეტრიას, ასევე წყვილების მუშაობა პროგრამა paint - ში , როგორ აგებდნენ მოსწავლეები სიმეტრიულ ფიგურებს
და
პოულობდნენ მათი სიმეტრიის ღერძებს). კოლეგები აკვირდებოდნენ ჯგუფური
მუშაობის პროცესსაც , როგორ ვახდენდი განმავითარებელ უკუკავშირს თვითეულ
აქტივობაზე.
ვფიქრობ, კოლეგები გაიზიარებენ ჩემ პედაგოგიურ გამოცდილებას და მოახდენენ მოსწავლეთა ცოდნის ტრანსფერს, მათემატიკაში ნასწავლ თემას ღერძული
სიმეტრიის შესახებ
გამოიყენებენ ლიტერატურის, ხელოვნების, ბიოლოგიის, ბუნების თუ
სხვა გაკვეთილებზე .
მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა პრობლემაზე
ორიენტირებული
გაკვეთილის
ჩატარება,
რადგან
მათ
მიეცათ
საშუალება
მოეფიქრებინათ
პრობლემის
გადასაჭრელად
საჭირო ალტერნატიული გზები, ემსჯელათ და
გამოეტანათ სათანადო დასკვნა. მიღებული ცოდნა
კი გამოეყენებინათ პრაქტიკული ხასიათის დავალებების შესასრულებლად. მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოდგა საგანმანათლებლო თამაში,
საღებავის ნაღმებით გემების ჩაძირვა,რომლის
დროსაც ისინი ავარჯიშებდნენ
როგორც ხელებს, ასევე გონებას.
კონცენტრირებულები და ყურადღებიანები იყვნენ, რაც
დაეხმარა კარგად
გაეგოთ ახალი
მასალა.
მოსწავლეებს ასევე მოეწონათ წყვილებში მუშაობა, პაინტში
სიმეტრიული ფიგურების აგება. ისტ - ის
გამოყენება გაკვეთილზე დამოუკიდებელი სამუშაოს თვალსაჩინოდ
კეთების
და
წარმოდგენის
საშუალებას იძლევა. ამგვარმა
აქტივობებმა
მოსწავლეები
მოტივირებული გახადა,გაახალისა,
გაააქტიურა
მათი ჩართულობა სწავლის პროცესში, გააღვივა ინტერესი ცხოვრებისეული პრობლემების სწორად
გადაწყვეტის მიმართულებით, განუვითარა მათ ჯგუფური მუშაობის,
თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა, კომუნიკაციის და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი უნარ-ჩვევები.
|
3.
|
იქნა თუ
არა
მიღწეული
დასახული
მიზნები?
|
დასახული
მიზანი სრულად
იქნა
მიღწეული.
გაკვეთილის მიზანი იყო :
მოსწავლემ პრობლემის გადაჭრის გზით შეძლოს სიმეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება, ბრტყელი ფიგურის
სიმეტრიული ფიგურის
აგება მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ, ფიგურათა სიმეტრიის ღერძების პოვნა
და სიმეტრიული გარდაქმნების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: VI.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აგებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ უჯრიან ფურცელზე;
პოულობს ფიგურათა
სიმეტრიული კონფიგურაციის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს და ასაბუთებს პასუხს (მაგალითად, გადაკეცვით,
სარკის
გამოყენებით).
გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა შეძლეს სიმეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება, პრობლემის იდენტიფიცირება კედელზე გაკრული შპალერის ქაღალდებზე, გამომწვევი მიზეზების დასახელება და
შეცდომის გამოსწორების გზების პოვნა. ასევე
ბრტყელი ფიგურის
სიმეტრიის ღერძების პოვნა და სიმეტრიული ფიგურების აგება
|
4.
|
რა შეიცვალა
თქვენი
და
თქვენი
კოლეგების
პედაგოგიურ
პრაქტიკაში
ამ გაკვეთილის
ჩატარებით?
|
გაკვეთილზე ჩემ მიერ სწორად დაგეგმილი ესგ - ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად
შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს , როგორ შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები, როგორ
ვამუშაოთ მოსწავლეები წყვილებში და
ჯგუფურად განათლების სამინისტროს ნაჩუქარი ბუკის კომპიუტერებით, გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა სახალისო კითხვებით და საგანმანათლებლო თამაშით, როგორ მივაწოდოთ ახალი მასალა power point - ის სლაიდშოუს დახმარებით და განვუმტკიცოთ ცოდნა პრაქტიკული ხასიათის საინტერესო დავალებების მიცემით (შპალერის გაკვრა, ქაღალდის ტოლ
ნაწილებად დაყოფა
- დაჭრა , სიმეტრიული ფიგურების აგება, სიმეტრიის ღერძების პოვნა და სხვა),
რასაც კოლეგები ვფიქრობ, საჭიროებისამებრ გამოიყენებენ გაკვეთილებზე.
სამოდელო გაკვეთილის ჩატარებით გავიგე, ეფექტურად როგორ უნდა
დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილი თავისი გეგმითა და
შესაბამისი კომპონენტებით. უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე, მივხვდი, როგორ ვაკონტროლო საგაკვეთილო დრო, რომ ყველა დაგეგმილი
აქტივობა მოვასწრო, რასაც
აუცილებლად გავითვალისწინებ პედაგოგიურ პრაქტიკაში. აუცილებლად
ვითანამშრომლებ იმ პედაგოგებთან, რომელთაც ჩემი დახმარება დასჭირდებათ სტანდარტული თუ
სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვის დროს .
კოლეგებისთვის ჩემ მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი ერთგვარ სტიმულად იქცა, რადგან
მათაც გაუჩნდათ მსგავსი ტიპის გაკვეთილების
ჩატარების სურვილი.
|
5
|
სასწავლო პროცესის
კონკრეტულად
რა
მხარეების
განვითარებას/
პრობლემების
დაძლევას
შეუწყობს
ხელს
და
როგორ
ჩატარებული
გაკვეთილი?
|
ჩემ
მიერ
ჩატარებული
გაკვეთილი
ხელს
შეუწყობს
მოსწავლეებში
პრობლემის
გადაჭრის
გზების
ძიების
უნარის, კვლევა-ძიებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას, თანამშრომლობითი, მოსწავლეთა
შორის
ტოლერანტული
უნარების
ჩამოყალიბებას, ასევე ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის
ამაღლებას.
გაკვეთილზე მიღებული ცოდნას და უნარებს
მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ სხვადასხვა საქმიანობის დროს (მაგ.
შპალერის გაკვრა, მშენებლობა, კაფელი, პარკეტის დაგება, ქსოვა, ქარგვა , ა.შ.) და დაეხმარება მათ წარმოქმნილი ყოფითი პრობლემების დაძლევაში.
|
6
|
რომელი აქტივობები
წარიმართა
გეგმის
შესაბამისად?
|
გეგმის
შესაბამისად
წარიმართა
გაკვეთილის
ყველა
ფაზაში
შემავალი
აქტივობა: გამოწვევის
ფაზა (წინარე ცოდნის
გახსენება, კითხვა-პასუხი ადრე
შესწავლილი საკითხებიდან), სამოტივაციო ამოცანა, პრობლემის ფორმულირება. (დავალება
მოსწავლეთა ორი ჯგუფისთვის
როგორ გავაკრათ შპალერი სწორად,რომ არ დაირღვას სიმეტრია და შეცდომის დაშვების შემთხვევაში კი როგორ გამოვასწოროთ ის)
ცოდნის კონსტრუირება (მინი ლექცია power point ის დახმარებით,რა არის ღერძული სიმეტრია,სად და რა სფეროებში გამოიყენება ის, რამდენი სიმეტრიის ღერძი შეიძლება ჰქონდეს ბრტყელ ფიგურას და როგორ ავაგოთ სიმერიული ფიგურები). ცოდნის რეალიზება ( წყვილებში მუშაობა paint - ის დახმარებით ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების სიმეტრიის ღერძების პოვნა და მათ მიერ არჩეული ფიგურის სიმეტრიული ფიგურის აგება სიმეტრიის ღერძის მიმართ). ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება (მუშაობა ჯგუფებში ექვსფურცელა გვირილას შექმნა, თუ რა სფეროებში გამოიყენება ღერძული სიმეტრია, (ხელოვნება,მუსიკა,
არქიტექტურა,
ბუნება
და
ა.შ.) სიმეტრიის თვისების გამოყენებით, წინასწარ დარიგებული გეომეტრიული ფიგურებიდან ერთნაირი და ტოლი ფიგურების ამორჩევა , რომლებსაც განალაგებენ ფორმატზე მოცემული წრფის ანუ დახაზული ღერძის მიმართ ერთმანეთის სიმეტრიულად) და რეფლექსია
(მთელი გაკვეთილის შეჯამება მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიცემით განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა განმსაზღვრელი
შეფასება გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობის, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების, თვითშეფასების მიხედვით. მოსწავლეთა ქულებით შეფასებისას შეფასების რუბრიკის, კრიტერიუმების გამოყენება).
|
7
|
რომელი
აქტივობები ვერ
განხორციელდა
და
რატომ?
|
დაგეგმილი
აქტივობებიდან ვერ განხორციელდა მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარისა და საშინაო დავალების მიცემა საგაკვეთილო დროის ამოწურვის გამო და შესვენებაზე მომიწია დავალების მიცემა.
|
8
|
რომელ კომპონენტში
იყო
გაკვეთილი
ყველაზე
წარმატებული
და
რატომ?
|
გაკვეთილი
ყველაზე
წარმატებული
იყო
იმ
ფაზაში,
სადაც
მოსწავლეებმა
წამოჭრეს
პრობლემის
გადაჭრის
საკუთარი
ალტერნატიული
გზები,
რადგან
მათ
შეძლეს
თავიანთი
ასაკობრივი
შესაძლებლობების
ფარგლებში
საკუთარი
აზრების
არგუმენტებით
გამყარება.
რაც,
უდავოდ,
ძალიან
შთამბეჭდავი
და
საინტერესო
იყო.
|
9
|
რა საჭიროებს
გაუმჯობესებას
და
როგორ?
|
ჩემი
აზრით, გაუმჯობესებას საჭიროებს დროის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება. ამ მიზნით გულდასმით ვაკონტროლებ თითოეული აქტივობის დაგეგმვისას დროის
განაწილებას.
ვფიქრობ,
გასაუმჯობესებელია მოსწავლეთა განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფაქტორიც, რაც უფრო
მეტად მკაფიო უნდა
გავხადო , ვიდრე
ამ გაკვეთილზე იყო დროის უკმარისობის გამო. კონკრეტული განმარტება უნდა მივცე
მოსწავლეებს მათი
სუსტი და
ძლიერი მხარეების შესახებ და რატომ
დაიმსახურეს მათ
ესა თუ
ის ქულა.
გაკვეთილმა აგრეთვე მასწავლა,რომ
კარგი იქნება
მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოასწრონ და მოახდინონ თვითშეფასების კითხვარის შევსება
და არა
შემდგომ.
ზემოთ
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლებ კოლეგებთან, გავიზიარებ მათ გამოცდილებას, გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ
ლიტერატურას და
ყოველი ჩატარებული
გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას, თვითშეფასებას, რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარ ჩვევების გამომუშავებაში.
|
10
|
რას გავითვალისწინებ
მომავალში
მსგავსი
ტიპის
გაკვეთილის
მომზადებისას?
|
გაკვეთილის მეორედ ჩატარების შემთხვევაში გათვალისწინებ დროის
მენეჯმენტის საკითხს. აქტივობების განსახორციელებელ დროს უფრო
ეფექტურად გადავანაწილებ და აუცილებლად გავითვალისწინებ იმას, რომ
პრეზემტაციებმა და მოსწავლეთა მსჯელობებმა შეიძლება დაგეგმილზე
მეტი
დრო წაიღოს.
მომავალში მეტ ყურადღებას დავუთმობ მოსწავლეთა შეფასებისას სათანადო უკუკავშირის მიცემას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий