STEM

სამოდელო 2


                                                                      სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი:        გიული ყოჩიაშვილი              
საგანი:        მათემატიკა
მასწავლებლის სახელი გვარი:        ქეთი ტაველურაშვილი         
საგანი :       პირველი უცხოური ენა ( ინგლისური )
სწავლების საფეხური/კლასი:     6      კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:    12   
გაკვეთილის თემა:        მოგზაურობა დროის ერთეულებთან ერთად
 გაკვ ეთილის მიზანი:    მოსწავლემ შეძლოს გამოიყენოს ცოდნა დროის სარტყელების შესახებ, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობების დასამყარებლად, შეკრება - გამოკლების მეშვეობით დროის მონაკვეთების  საპოვნელად და მათემატიკაში შესწავლილი თემის დროის ერთეულების   რეალურ ცხოვრებაში  ინგლისურ  ენაზე გამოყენება,  რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის, საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების
             გაღრმავებას და ერთი სფეროდან მეორეში გადატანასტრანსფერს.                         
  გაკვეთილის ტიპი:       ინტეგრირებული მათემატიკა და პირველი უცხოური ენა ( ინგლისური )                                    
    
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი,მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხები 

მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; თემის აქტუალობის ხაზგასმა, თუ რატომაა საჭირო დროის ერთეულების ცოდნა,  რისთვის გამოგვადგება ყოფა-ცხოვრებაში და როგორ  გამოვიყენოთ  სხვადასხვა  ქვეყნებში მოგზაურობისას საერთაშორისო ინგლისურ ენაზე საუბრის დროს.

საშინაო დავალების შემოწმება და განმავითარებელი კომენტარების მიცემა.

შეფასების რუბრიკის, სქემის ჩვენება, რომელიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო ოთახში. (დანართი გეგმას თან ერთვის)
ზეპირსიტყვიერი













მთელი კლასი
პლაკატი გაკვეთილის მიზნებით, შეფასების რუბრიკა
5 წთ
2
აქტივობა 2. მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა
მათემატიკის მასწავლებელი:
1.      დროის საზომი რომელი  ერთეულებია თქვენთვის ცნობილი?
2.      რითი ვზომავთ დროს?
ინგლისური ენის მასწავლებელი:
3.                 პლაკატზე გამოსახულ  საათებზე ინგლისურ ენაზე განვსაზღვროთ რომელი საათია ?  What time is it? what is the time?

მათემატიკის მასწავლებელი:
4.      შევავსოთ დროის კიბის ცარიელი უჯრები შესაბამისი ციფრებით

ინგლისური ენის მასწავლებელი:
5.      გიყვართ მოგზაურობა? Do you love traveling?
მათემატიკის მასწავლებელი:
რომელი ქვეყნის მონახულებას ისურვებდით? მოდით, გავემართოთ აეროპორტისკენ ბილეების შესაძენად.

კითხვა - პასუხი


















გონებრივი რუკა







მთელი კლასი

პლაკატები საათის და დროის კიბის გამოსახულებით მარკერები, წებო, სკოჩი
5 წთ
3
აქტივობა 3.  სიმულაცია

მოსწავლეებს  მივცემთ დავალებას   წარმოადგინონ სიმულაცია რომელიმე ქვეყნის აეროპორტში თვითმფრინავის ბილეთის შეძენის დროს ინგლისურად წარმართონ დიალოგი, რომელ საათზე იწყება რეისი, რამდენი ხანი სჭირდება ფრენას და რომელ საათზე ვიქნებით დანიშნულების ადგილზე?
  როლური თამაში
წყვილები
აუდიო ფაილი, მუყაოს კონსტრუქცია, ქაღალდი, კომპიუტერი

5 წთ
4
აქტივობა  4.  ცოდნის კონსტრუირება
მათემატიკის მასწავლებელი:
 პროექტორის გამოყენებით სლაიდების ჩვენება როგორ ზომავდნენ ძველად დროს, როგორი ტიპის საათები არსებობს, რა არის დროის სარტყელი, რატომაა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული დრო  და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დროის ერთეულები 
მინი ლექცია
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი, Power Point ის სლაიდები
5 წთ
5
აქტივობა 5.  ცოდნის რეალიზება
გაეცით პასუხი შემდეგ დავალებებზე
1.მონაცემები გამოსახე წუთებით: 5 სთ; 2    სთ
2. დროის სარტყელების რუკის გამოყენებით განსაზღვრეთ, რა დრო იქნება ნიუ იორკში, თუ საქართველოში  დღის 11 საათია?
What time will be in New York when in Georgia it is 11 o’ clock?
3. ვერტმფრენის ფრენა მაიამიში 3 : 35 საათზე დაიწყო და  39 წუთი გრძელდებოდა. რას გვიჩვენებდა საათი ფრენის დასრულების შემდეგ?
o  3 : 14
o  4 : 39
o  4 : 14
თანამშრომლობითი სწავლება
წყვილები
ბარათები
5 წთ
6
აქტივობა 6.  ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს მივცემთ ჯგუფურ სამუშაოს
ინგლისური ენის მასწავლებელი:
 დავალება 1. შეავსეთ დროის ბორბალის ცარიელი ადგილები ინგლისურად შესაბამისი სწორი პასუხით Children, let’s remember the names of the months and seasons now.



მათემატიკის მასწავლებელი:
დავალება 2.  შეასრულეთ ბარათებზე მოცემული დავალება, დროის სარტყელების რუკის გამოყენებით გამოთვალეთ დრო.
I  ჯგუფი.  აჩი ქართველიშვილმა აიღო ბილეთი სოფიიდან ბოსტონამდე ტრანზიტულ რეისზე ბოსტონის გავლით. დააკვირდი ბილეთს და უპასუხე კითხვებს: 1. რომელ საათზე იქნება თვითმფრინავი რომში, თუ ფრენა სოფიადან 07:30 სთ -ზე იწყება და ფრენის ხანგრძლივობა 2 საათია?
2. რომელ საათზე იქნება აჩი ბოსტონში, თუ რომიდან თვითმფრინავი 10:00 სთ-ზე გამოფრინდება და ფრენა 9 სთ და 15 წთ გრძელდება?
II ჯგუფი.   დათო თბილისიდან სტამბულის გავლით სოფიაში მიფრინავს, სადაც სწავლობს ერთ ერთ უნივერსიტეტში. თბილისიდან დათო გაფრინდა 6:30 სთ–ზე, სტამბულში ჩაფრინდა ადგილობრივი დროით 6:45 სთ–ზე.
სტამბულიდან სოფიაში გაფრინდა 11: 20 სთ –ზე და სოფიაში ჩაფრინდა 12: 40 სთ – ზე.
გაითვალისწინეთ დროის სხვაობა თბილისსა და სტამბულს, სტამბულსა და სოფიას შორის და თითოეულ შემთხვევაში გამოთვალე ფრენის ხანგრძლივობა.
დავალება 3.
ცხრილში მოცემულია თვითმფრინავის ფრენის განრიგი.თვითმფრინავები მიფრინავენ 50 წთ-ის დაგვიანებით.შეადგინე ფრენის ახალი განრიგი.
ცხრილში მოცემულია თვითმფრინავის ფრენის განრიგი.თვითმფრინავები ჩამოფრინდნენ 10 წთ-ით ადრე. შეადგინე ჩამოფრენის ახალი განრიგი.
ჯგუფები გააკეთებენ პრეზენტაციებს
ჯგუფური მუშაობის
ჯგუფები
ბარათები, ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავები, ფლიპჩარტი, წებო
10 წთ
7
აქტივობა 7.  შეფასება, რეფლექსია.
მოსწავლეებს ვთხოვ, რომ შეაფასონ საკუთარი თავი წინასწარ მიცემული კითხვარით.
მოვახდენ  მთელი გაკვეთილის შეჯამებას. მასწავლებლები მოსწავლეებს მივცემთ უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასება მოვახდენთ გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, როლურ თამაშში მონაწილეობის,  ჯგუფური სამუშა შესრულების, თვითშეფასების მიხედვით. ქულებით შეფასებისას გამოვიყენებთ  შეფასების კრიტერიუმებს.

ზეპირსიტყვიერი
მთელი კლასი
თვითშეფასების კითხვარი, შეფასების რუბრიკა
7 წთ
8
აქტივობა 8.    საშინაო დავალება.
მივცემ  მითითებებს  საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ. მოიძიონ ინფორმაცია კალენდრების შესახებ და მოამზადონ პრეზენტაციები.
ზეპირსიტყვიერი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
ირინა რუხაძე მათემატიკა 6 კლასი
3 წთ


 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება    და გამოყენება.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø   იყენებს ცოდნას დროის სარტყელების შესახებ, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებსა და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის (მაგალითად,პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი სჭირდება).

Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.მოსწავლე:
Ø  სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის (მაგ.,სტუმრად ქალაქში/სოფელში, საყვარელი საქმიანობა/გართობა, საყვარელი გადაცემები და სხვა)გარშემო;
Ø  მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში
 Iუცხ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.
Ø  მოსწავლე:  ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;

დანართი                                          შეფასების სქემა ( რუბრიკა)                   
  ინდიკატორები

კრიტერიუმები
   

     1 - 2


               3 - 4

   
   5 - 6


  7 - 8


    9 - 10
დროის ერთეულების გამოყენება
მოსწავლე   ვერ ახდენს  დროის ერთეულების გამოყენებას ქართულ და ინგლისურ ენაზე
მოსწავლეს უჭირს დროის ერთეულების გამოყენება ქართულ და ინგლისურ ენაზე
მოსწავლე იყენებს ქართულ და ინგლისურ ენაზე დროის ერთეულებს, მაგრამ ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
მოსწავლე  ახდენს
დროის ერთეულების გამოყენებას ქართულ და ინგლისურ ენაზე მცირე უზუსტობით
მოსწავლე კარგად და უშეცდომოდ ახდენს დროის ერთეულების გამოყენებას ქართულ და ინგლისურ ენაზე
თანამშრომლობა წყვილებს  შორის
წყვილები არ აქტურობენ, მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო დროის ერთეულებთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს
წყვილები იშვიათად აქტიურობენ და იშვიათად თანამშრომლობენ დროის ერთეულებთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს
ურთიერთ თანამშრომლობენ, მაგრამ ყვილებში არ არის თანაბარი აქტიურობა დროის ერთეულებთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს
წყვილები  აქტიურობენ და თანამშრომლობა ძირითადში პოზიტიურია დროის ერთეულებთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დროს
 წევრები აქტიურები არიან  და შესრულებული  სამუშაო - ნაყოფიერია, მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი
ურთიერთობა დროის ერთეულებთან დაკავშირებულ დავალებების შესრულების დროს
ჯგუფური მუშაობა
არ ერთვებაჯგუფურ მუშაობაში,არ გამოთქვ
ამს საკუთარ აზრებს დროის გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნის დროს
პასიურად ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,ნაკლებად გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს დროის გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნის დროს
ერთვება ჯგუფურ მუშაობაში,გამოთქვამს
საკუთარ მოსაზრებებსმაგრამ ზოგჯერ არასწორად.დროის გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნის დროს
აქტიურად მონაწილეობს  ჯგუფურ მუშაობაში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს დროის გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნის დროს
აქვს ჯგუფში მუშაობის დროს ლიდერის თვისებები, ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს დროის გამოთვლაზე ამოცანების ამოხსნის დროს და აკეთებს კარგ პრეზენტაციებს

როლურ თამაშში დიალოგში მონაწილეობა
ვერ მონაწილეობს როლურ თამაშში, ინგლისურად დიალოგში ვერ ამჟღავნებს საკომუნიკაციო და ენობრივ უნარებს
ცდილობს როლურ თამაშში  მონაწილეობას, მაგრამ უჭირს მეწყვილესთან დიალოგი ინგლისურად  და სიტყვების გამოთქმა
მონაწილეობს როლურ თამაშში,  მაგრამ ინგლისურად დიალოგში უშვებს შეცდომებს და ბოლომდე ვერ ამჟღავნებს საკომუნიკაციო და ენობრივ უნარებს
მონაწილეობს როლურ თამაშში, დიალოგში ინგლისურად საუბრისას უშვებს მინიმალურ შეცდომებს, ამჟღავნებს საკომუნიკაციო და ენობრივ უნარებს
წარმატებით მონაწილეობს როლურ თამაშში, დიალოგში ინგლისურად საუბრისას არ უშვებს შეცდომებს, კარგად ამჟღავნებს საკომუნიკაციო და ენობრივ უნარებს






ოსწავლის  თვითშეფასების კითხვარი
დროის ერთეულების  შესახებ ვიცოდი,რომ ...
ამ გაკვეთილზე ვისწავლე ...
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ...
მინდა,  დამატებით გავიგო ...
                                                                                
                                ხელმოწერა:                                     გ. ყოჩიაშვილი

                              თარიღი:                                        14. 03. 2019 წელი
             

                               






                                                ეფლექსია ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილზე  
 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის
მათემატიკის მასწავლებელი     გიული ყოჩიაშვილი 
პირველი უცხოური ენა ( ინგლისური ) მასწავლებელი     ქეთი ტაველურაშვილი
 კლასი:     6       კლასი
თემა:  მოგზაურობა დროის ერთეულებთან ერთად
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული მათემატიკა და პირველი უცხოური ენა ( ინგლისური )                                        
N
   კითხვები
                მასწავლებლის პასუხები
1.
რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?
                 ინტეგრირებული გაკვეთილის  მოგზაურობა დროის ერთეულებთან ერთად მათემატიკასა და პირველ უცხოურ ენა
( ინგლისურში )   ჩატარება  განაპირობა  იმან, რომ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ მათემატიკაში შესწავლილი მასალის სხვა სასკოლო საგანთან დაკავშირება და რეალურ ცხოვრებაში საჭიროებისამებრ გამოყენება. კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა  ქალაქებში  მოგზაურობისას აეროპორტებსა თუ რკინიგზის სადგურებში  ინგლისურ ენაზე საუბარი და დროის ერთეულების სასაათო სარტყელების გათვალისწინებით  იმ ქვეყნებში  გამოყენება, სადაც   განსხვავებული დრო და საათია.
               ვთვლი, რომ ასეთი ტიპის ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში,  ცოდნის გამთლიანება, გაღრმავებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანა - ტრანფერში, რაც  უზრუნველყო ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების წარმატებით მიღწევა
2.
რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა? მოსწავლეებმა?
             ჩემი აზრით, გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებისთვის  მათემატიკისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული გაკვეთილის თემატურად და სტრუქტურულად დაგეგმვა, განხორციელება და წარმარმართვა დაწყებით საფეხურზე სიახლეს წარმოადგენს და  გაკვეთილის გეგმა, შერჩეული აქტივობები და მრავალფეროვანი რესურსები,  თანამედროვე  ტექნოლოგიების  სასწავლო მიზნით  გაკვეთილზე გამოყენება  და  სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის  ჩატარება მეტად ეფექტური და პრაქტიკულად გამოყენებადია.
                კოლეგებისთვის ინტერესის მომცველი აღმოჩნდა სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილის წარმართვის პროცესი, როგორ ვახდენდი ერთი აქტივობიდან  მეორეზე გადასვლას,  გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების  ეფექტურად გამოყენებას (მინი ლექციის დროს  პროგრამა power point - ის სლაიდების ჩვენებას, თუ როგორ ზომავდნენ ძველად დროს, როგორი ტიპის საათები არსებობს, რა არის დროის სარტყელი, რატომაა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული დრო  და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დროის ერთეულები),  ასევე წყვილების მუშაობა, ანამშრომლობითი სწავლების მეთოდით და  power point ში  ჩემი  შექმნილი სასწავლო რესურსის გამოყენებით, რომელმაც ტესტირების პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახადა.  კოლეგები  საგულდაგულოდ აკვირდებოდნენ როლური თამაშის პროცესს, ცხოვრებისეული სიტუაციების გათამაშება, რომლის დროსაც ხდებოდა მათემატიკაში ნასწავლი დროის ერთეულების და ინგლისური ენის ლექსიკის გამოყენება საკომუნიკაციო სიტუაციაში.
              ჯგუფური მუშაობის  დროსაც  ჩანდა საგანთა ინტეგრირება დროის ბორბალის თვეებისა და სეზონების ინგლისურად შევსებისას,  მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებ და აქტივობებზე  საჭირო განმავითარებელი  უკუკავშირი.
            ვფიქრობ, კოლეგები  გაიზიარებენ ჩემ პედაგოგიურ გამოცდილებას და მოახდენენ მოსწავლეთა  ცოდნის ტრანსფერს, მათემატიკაში ნასწავლ თემას დროის ერთეულების შესახებ გამოიყენებენ  უცხო ენის, დაწყებითი კლასების, ბუნებისმცოდნეობის, გეოგრაფიისა თუ სხვა  გაკვეთილებზე ტესტური დავალებების შესრულებისას,  ამოცანების ამოხსნის დროს თუ  სხვადასხვა აქტივობებში.
        სამოდელო ინტეგრირებული  გაკვეთილის ჩატარება მოსწავლეებისთვის   სასარგებლო აღმოჩნდა  იმ თვალსაზრისით, რომ  მათ შეძლეს საკითხის მრავალმხრივი გაგება-გააზრება,
 ცოდნის გაღრმავება  მათემატიკაში შესწავლილ თემაზე დროის ერთეულები,   ტრანსფერის მოხდენა და გამოყენება  ინგლისურ ენაზე  ცხოვრებისეულ  სიტუაციებში. სხვადასხვა აქტივობების დროს მოსწავლეების გონებრივმა,  ფიზიკურმა თუ ემოციურმა აქტიურობამ   გაახალისა, გაააქტიურა მათი ჩართულობა  სწავლის პროცესში, გაუმყარა  მეხსიერება, გაუმახვილა ყურადღება  და გაუზარდა ერუდიცია, აუმაღლა მოტივაცია, ადვილ სწავლის პროცეს და მასალის ათვისება, განუვითარა  ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობის,  კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის და რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგი  უნარ-ჩვევებ. 
3.
იქნა თუ
არა მიღწეული
 დასახული მიზნები?
დასახული  მიზან ულად იქნა მიღწეული.
გაკვეთილის მიზანი იყო :  მოსწავლემ შეძლოს გამოიყენოს ცოდნა დროის სარტყელების შესახებ, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობების დასამყარებლად, შეკრება - გამოკლების მეშვეობით დროის მონაკვეთების  საპოვნელად და მათემატიკაში შესწავლილი თემის დროის ერთეულების   რეალურ ცხოვრებაში  ინგლისურ  ენაზე გამოყენება,  რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის, საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გაღრმავებას და ერთი სფეროდან მეორეში გადატანასტრანსფერს.                         
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:   მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება    და გამოყენება.
      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 იყენებს ცოდნას დროის სარტყელების შესახებ, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებსა და შეკრება-გამოკლების მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის (მაგალითად,პოულობს თბილისიდან დილის 6:00-ზე გაფრენილი თვითმფრინავის ბოსტონში ჩაფრენის დროს, თუ თბილისსა და ბოსტონს შორის განსხვავება 9-საათია, მგზავრობას კი 13 საათი სჭირდება).
Iუცხ.დაწყ.(II).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა,  რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
მოსწავლე:
სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემის (მაგ.,სტუმრად ქალაქში/სოფელში, საყვარელი საქმიანობა/გართობა, საყვარელი გადაცემები და სხვა)გარშემო; მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციაში
 Iუცხ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინებით ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევების გამოყენება.
მოსწავლე:  ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;

გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, მოსწავლეებმა შეძლეს დროის ერთეულების დემონსტრირება, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობის დამყარება, დროის სარტყელების გათვალისწინებით დროის მონაკვეთების განსაზღვრა, ინგლისურ ენაზე მათი გამოყენება,  ენობრივი უნარ ჩვევების და შეძენილი ცოდნის გაღრმავება.
4.
რა შეიცვალა
 თქვენი და
თქვენი კოლეგების
 პედაგოგიურ პრაქტიკაში
 ამ გაკვეთილის
 ჩატარებით?
        გაკვეთილზე ჩემ მიერ  სწორად დაგეგმილი ესგ - ესთან შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი მრავალფეროვანი          რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები,    კოლეგებს  უჩვენებს, როგორ შეიძლება შევქმნათ  სასწავლო რესურსები, მოსწავლეები როგორ ვამუშაოთ წყვილებში და ჯგუფურად, როგორ    გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა სახალისო კითხვებით და როლური თამაშით, როგორ მივაწოდოთ ახალი მასალა power point - ის სლაიდშოუს დახმარებით და განვუმტკიცოთ  ცოდნა  პრაქტიკული ხასიათის  საინტერესო დავალებების მიცემით (სხვადასხვა სასაათო სარტყელში მყოფი ქალაქების დროის შუალედების განსაზღვრა, ერთეულების გადაყვანა დიდი სიდიდიდან პატარაში ან პირიქით),  რასაც კოლეგები ვფიქრობ,  საჭიროებისამებრ გამოიყენებენ  გაკვეთილებზე.
             სამოდელო გაკვეთილის ჩატარებით გავიგე, ეფექტურად როგორ უნდა დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული  ინტეგრირებული  გაკვეთილი თავისი გეგმითა და შესაბამისი კომპონენტებით.  მივხვდი, როგორ ვაკონტროლო საგაკვეთილო დრო, რომ ყველა დაგეგმილი აქტივობა მოვასწრო, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ   პედაგოგიურ  პრაქტიკაში.  უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა შევიძინე, რაც დამეხმარება მომავალი გაკვეთილების უკეთესად ჩატარებაში და კარიერულ წინსვლაში.
5
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეების განვითარებას/ პრობლემების დაძლევას შეუწყობს ხელს და როგორ
ჩატარებული გაკვეთილი?
            ჩემ მიერ ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მუშაობის უნარებ განვითარებას, თანამშრომლობითი, მოსწავლეთა შორის  ტოლერანტული  უნარების  ჩამოყალიბებას, ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარების გაძლიერებას, ასევე   ხელს შეუწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის ამაღლებას.
           გაკვეთილზე მიღებული ცოდნას და უნარებს მოსწავლეები  რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ  სხვადასხვა სფეროში (მაგ. ტურისტული მოგზაურობის დროს, ისტორიის სწავლისას დროის ქრონოლოგიების ზუსტი დამახსოვრებისთვის, საბუნებისმეტყველო საგნებში სეზონური ცვლილებების, დროის ერთეულების თანაფარდობების დასამყარებლად, გეოგრაფიაში სასაათო სარტყელების შესწავლისას და სხვა)
6
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
         გეგმის შესაბამისად წარიმართა გაკვეთილის ყველა ფაზაში შემავალი აქტივობა გამოწვევის ფაზა (წინარე ცოდნის გახსენება, კითხვა-პასუხი ადრე შესწავლილი საკითხებიდან),  სიმულაცია  (როლური თამაშით წარმოადგინონ რომელიმე ქვეყნის აეროპორტში თვითმფრინავის ბილეთის შეძენის დროს ინგლისურად  დიალოგის წარმართვა, რომელ საათზე იწყება რეისი, რამდენი ხანი სჭირდება ფრენას და რომელ საათზე ვიქნებით დანიშნულების ადგილზე ).
ცოდნის კონსტრუირება (მინი ლექცია power point ის დახმარებით,სლაიდების ჩვენება  როგორ ზომავდნენ ძველად დროს, როგორი ტიპის საათები არსებობს,რა არის დროის სარტყელი,რატომაა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული დრო  და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ დროის ერთეულები)  ცოდნის  რეალიზება  ( წყვილებში მუშაობა   დავალების შესრულება), ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება (მუშაობა ჯგუფებში დროის ბორბალის ცარიელი ადგილების  სწორი პასუხით შევსება, ბარათებზე მოცემული დავალების ახალი ფრენის განრიგის განსაზღვრა და დროის შუალედების გამოთვლა) , რეფლექსია  (მთელი გაკვეთილის შეჯამება მოსწავლეებისთვის  უკუკავშირის მიცემით განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება  გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობის, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, როლურ თამაშში მონაწილეობის,  დამოუკიდებელი სამუშა შესრულების, თვითშეფასების მიხედვით. მოსწავლეთა ქულებით შეფასებისას   შეფასების რუბრიკის, კრიტერიუმების გამოყენება). 
7
რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
            დაგეგმილი აქტივობებიდან ვერ განხორციელდა  აქტივობა  საშინაო დავალების შესრულების მითითებები (ინფორმაციის მოძიება კალენდრების და მსოფლიო დროის შესახებ პრეზენტაციების მომზადება).   საგაკვეთილო დროის ამოწურვის გამო და  შესვენებაზე მომიწია დავალების მიცემა.
8
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?
        გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო  ცოდნის განმტკიცება, გამთლიანების  ფაზაში, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფური სამუშაოს დავალებები  შეასრულეს, ინგლისურ ენაზე შეავსეს დროის ბორბალის ცარიელი უჯრები თვეებისა და სეზონების სახელწოდებებით,  ამოხსნეს დროის ხანგრძლივობის გამოსათვლელი ამოცანები სასაათო სარტყელების მიხედვით სხვადასხვა ქალაქების დროების გათვალისწინებით.
        მოსწავლეები მეგობრულად ეხმარებოდნენ ერთმანეთს,  ერთობლივად მსჯელობდნენ,  გამოჰქონდათ  დასკვნები  და  აკეთებდნენ  პრეზენტაციას. ჯგუფურად მუშაობამ  ხელი შეუწყო მოსწავლეებში  მიღებული ცოდნის  განმტკიცებას, ერთმანეთის მოსმენის და სხვისი აზრის პატივისცემის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარების განვითარებას.
9
რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
               ჩემი აზრით, გაუმჯობესებას საჭიროებს დროის რაციონალურად და ეფექტურად გამოყენება.  ამ მიზნით გულდასმით ვაკონტროლებ თითოეული აქტივობის დაგეგმვისას   დროის განაწილებას.
            სამოდელო  გაკვეთილის დაგეგმვისას   აქტივობების რაოდენობის სიმრავლეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რათა დროის მენეჯმენტი არ დაირღვას და ყველა დაგეგმილი აქტივობა მოესწროს  საგაკვეთილო დროში.
          ვფიქრობ, გასაუმჯობესებელია მოსწავლეთა მხრიდან მათემატიკური ტერმონოლოგიის გამოყენების პროცესიც, რათა დაწყებითი საფეხურიდანვე მიეჩვიონ მოსწავლეები ზუსტ და სწორ  მათემატიკურ მეტყველებას პრეზენტაციების წარმოდგენის დროს.
           ზემოთ აღნიშნულ  საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშრომლებ კოლეგებთან, გავიზიარებ მათ გამოცდილებას, გავეცნობი უფრო მეტ მეთოდურ ლიტერატურას და ყოველი  ჩატარებული    გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ რეფლექსიას,  თვითშეფასებას, რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში და შესაბამისი უნარ ჩვევების გამომუშავებაში.
10
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?
გაკვეთილის მეორედ ჩატარების შემთხვევაში აქტივობების რაოდენობაზე  გავამახვილებ ყურადღებას და    გათვალისწინებ დროის  მენეჯმენტის  საკითხს.


თარიღი:           21. 03. 2019 წელი

ხელმოწერა:                                 გ.  ყოჩიაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий