STEM

ღონისძიებები

დისკუსიები

https://giulimasw.blogspot.com/p/blog-page_70.html


ლაშქრობა - ექსკურსიები

https://giulimasw.blogspot.com/p/blog-page_29.html

https://sadamrigebloklasi2017.blogspot.com/p/blog-page_57.html



დისკუსია თემაზე:    "არა ნარკოტიკს!" 
მიზანი:      მოსწავლეები გაეცნობიან ნარკომანიის,როგორც საშინელი სენის უარყოფით მხარეებს და ერთად დასახავენ გზებს,როგორ შეიძლება შევცვალოთ დამოკიდებულება ნარკომანიის აღმოსაფხვრელად.

2014 წლის 15 აპრილს სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის 9 ბ კლასში მოვაწყეთ დისკუსია.მოსწავლეებს ერთი კვირით ადრე   გავაცანი დისკუსიის თემა და ვთხოვე მოეძიათ ინფორმაცია ნარკომანიის,ნარკოტიკული საშუალებებისა და ნარკომანიის მავნე შედეგების შესახებ.მოსწავლეებმა დავალებას კარგად გაართვეს თავი და მოამზადეს რეფერატები,დახატეს პლაკატები და საპრეზენტაციო პროგრამის მეშვეობით გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია შესაბამისი ილუსტრაციებით.დისკუსიის დღეს მერხები განვალაგეთ რკალზე,ისე რომ ყველა მოსწავლე უყურებდა და უსმენდა ერთმანეთს.ნიკა ბიკაშვილმა ისაუბრა ნარლომანიის სინდრომებზე:
ნარკომანია (ბერძნ. νάρκη /narkē/ — „ძილი“, „გაშტერებადა μᾰνία /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.სექციების სია  [დამალვა]
1 შეცვლილი რეაქციის სინდრომი
2 ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი
3 ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი
4 აბსტინენტური სინდრომი
შეცვლილი რეაქციის სინდრომი

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების ჩამოყალიბების პირველი ეტაპის სინდრომია და გულისხმობს ნარკოტიკის მოხმარების ფორმის ცვლას; ზედმეტი დოზის მიღებისას, დამცავი რეაქციების გაქრობას; ტოლერანტულობის და გაბრუების ფორმის ცვლას.
მოხმარების ფორმის ცვლანარკოტიკის ეპიზოდური მიღებიდან რეგულარულზე გადასვლა. ნარკოტიკის სისტემატური მიღება ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში კონკრეტულ დისფუნქციებს იწვევს, ნარკომანს კი უნარჩუნდება ფსიქიკური და ფიზიკური კომფორტი. მაგალითად, თუ ჯანმრთელი ადამიანი იძულებულია ზედიზედ რამდენიმე დღე მიიღოს ალკოჰოლი, მას უჩნდება ინტოქსიკაციის სიმპტომები და როგორც წესი, ეს მას ალკოჰოლზე უარის თქმას აიძულებს; ალკოჰოლიკს კი მსგავსი რამ არ ემართება. დროთა განმავლობაში, ვითარდება ნარკოტიკისადმი მიჩვევა და მისი სისტემატური მიღება უკვე იძულებით ხდება, რადგან იგი უკვე განპირობებულია ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომების ფორმირებით, აბსტინენტური სინდრომით .
დამცავი რეაქციების გაქრობაორგანიზმის ფუნქციონირების ახალ დონეზე გადასვლის მაჩვენებელი, როცა ნარკოტიკის ადრინდელი დოზები უკვე აღარაა ტოქსიკური და შესაბამისად, აღარ საჭიროებს დაცვას. მოცემული სიმპტომის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითიაგადამეტებული გაბრუების დროს, ალკოჰოლიკებში გულისრევის რეფლექსის გაქრობა. ნარკომანიის სხვა ფორმებისთვის დამცავ მექანიზმებად ანუ სიგნალებად (რომლებიც არასასიკეთო მდგომარეობის შესახებ იტყობინებიან) შეიძლება მივიჩნიოთ კანის ქავილი, ჭარბოფლიანობა, სლოკინი, ნერწყვის ჭარბი გამოყოფა, თვალების წვა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, გულისრევა. ეს სიმპტომები, რომელიც დაავადების ფორმირების ადრეულ ეტაპზე შეინიშნება, მოგვიანებით უკვე აღარ ჩნდება, ღრმა სასიკვდილო ინტოქსიკაციის დროსაც კი.
ტოლერანტულობის ცვლანარკომანიის მთავარი სინდრომი. ნარკომანიის უკლებლივ ყველა ფორმისთვის დასაწყისში დამახასიათებელია ტოლერანტულობის ზრდა, მისი მაღალ დონეზე სტაბილიზება და შემდეგ მისი კლება. სწორედ ამ სიმპტომითაა განპირობებული ნარკომანიის განვითარების სტადია. ნარკოტიკის სისტემატური მიღების დაწყებიდანვე, მისდამი ტოლერანტულობა შეუჩერებლად იზრდება, რომელიც საწყის, ფიზიოლოგიურ ტოლერანტულობას დაავადების პიკზე 5-10-ჯერ (ბარბიტურატებისთვის), 8-12 ჯერ (ტრანკვილიზატორებისთვის) და 100—200-ჯერ (ოპიატებისთვის) აღემატება. „ჩვეულებრივიადამიანებისთვის ასეთი დოზები შეიძლება სასიკვდილოსას ბევრჯერ აღემატებოდეს.
გაბრუების ფორმის ცვლასიმპტომი, რომელიც რეაქციის ცვლის სინდრომის სტრუქტურაში ყველაზე ბოლოს ჩნდება. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ნარკოტიკის სისტემატური მიღება, გაქრა დამცავი რეაქციები და მაღალი ტოლერანტულობა დამკვიდრდა. ნარკომანიის ყველა ფორმის დროს, ნარკოტიკის ფიზიოლოგიური მოქმედება, რომელსაც დაავადების ადრეულ ეტაპებზე ჰქონდა ადგილი, დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება: ტრანკვილიზატორების, საძილე წამლების, ოპიატების მიღებისას ქრება მათი სედატიური ეფექტი, ალკოჰოლი აღარ იწვევს დადებით შედეგს, სტიმულატორები არ იწვევენ ტაქიკარდიას და . . ნარკოტიკით გამოწვეული ეიფორიის ადრეული ინტენსიურობის მიღწევა საწყის ეტაპზე დოზის თანდათანობითი ზრდის ხარჯზეა შესაძლებელი, მაგრამ დაავადების გარკვეულ ეტაპზე მაქსიმალური დოზა არ იძლევა ადრინდელი შეგრძნებების მსგავს სიძლიერეს, ხოლო მისი გადამეტება ზედმეტი დოზის მიღებას იწვევს. ამ ეტაპზე ხდება ეიფორიის ხარისხის ცვლა, მისი ფაზები განიცდიან ცვლილებას. ნარკომანიის ნებისმიერი ფორმის დროს, მაქსიმალური ტოლერანტულობის ფორმირებისას, ნარკოტიკი (თავისი ფარმაკოლოგიური კუთვნილების და საწყისი ფიზიოლოგიური მოქმედების თავისებურებების მიუხედავად) ორგანიზმზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს, ხოლო ტოლერანტულობის კლებასთან ერთად, ნებისმიერი ნარკოტიკი მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზმის ნორმალიზაციას ახდენს (მატონიზებელი ეფექტი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეცვლილი რეაქციის სინდრომი ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგანმაპირობებელი სიმპტომებისგან შედგება, ნარკომანიის ფორმირებისას იგი პირველი ჩნდება და უწყვეტად განიცდის ტრანსფორმაციას განვითარებადი დაავადების ყველა სტადიაზე.
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ნარკომანიის სინდრომი, რომელიც დაავადების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ჩნდება და გულისხმობს ფსიქიკურ (ობსესიურ) ლტოლვასა და ინტოქსიკაციის დროს ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარს. მას წინ უძღვის შეცვლილი რეაქციის სინდრომი.
ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრებში, დათრგუნვილობაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ობსესიური ლტოლვა ემოციურ ფონს განაპირობებს, მაგრამ მას არ შეუძლია (ფიზიკური, კომპულსიური ლტოლვისგან განსხვავებით) მთელი ცნობიერების დაკავება, ქცევის კარნახი. დაავადების ამ სტადიაში, როცა ობსესიური ლტოლვა ყალიბდება, ამ მოტივების ბრძოლა გრძელდება. ობსესიური ლტოლვა მძაფრდება კონფლიქტური სიტუაციების, არასასიამოვნო განცდების (მიზეზობრივად ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებით), ამა თუ იმ ადგილის მონახულების, ადამიანებთან შეხვედრის, ლიტერატურის კითხვის, საუბრების (ნარკოტიკის მიღებასთან დაკავშირებული) დროს. ლტოლვა შეიძლება შემცირდეს ისეთი კონფლიქტური სიტუაციების დროს, რომელიც მიზეზობრივად დაკავშირებულია ნარკოტიკის მიღებასთან, როცა ჩნდება ძლიერი გატაცება, პოზიტიური ემოციებით გაჯერებული მდგომარეობა. ობსესიური ლტოლვა არასპეციფიკურია, ანუ ის შეიძლება სხვა ნარკოტიკით დაკმაყოფილდეს, რაც კომპულსიური ლტოლვისგან მეორე მთავარი განმასხვავებელია.

ობსესიური ლტოლვა, როგორც დაავადების ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი, ძნელად ვლინდება, რადგან უმეტეს შემთხვევაში, თავად ავადმყოფი იტყუებს თავს.

ამავე დროს, ობსესიური ლტოლვა დაავადების ყველაზე ხანგრძლივი და ძნელად დასაძლევი სიმპტომია. დაავადების განვითარებასთან ერთად, და ნარკომანიის უფრო აშკარა ნიშნების გამოჩენისას, ისეთის როგორებიცაა კომპულსიური ლტოლვა და აბსტინენტური სინდრომი, ობსესიური ლტოლვა მეორე პლანზე გადადის. ამის მიუხედავად, მწვავე სიმპტომატიკის მოხსნის შემდეგ რემისიის დროს და შედარებით უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაში, ობსესიური ლტოლვა არსებობას გამოხატულობის იგივე ხარისხით აგრძელებს არსებობას, როგორიც ის მკურნალობამდე იყო. უმეტესწილად, ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების მუდმივი შემთხვევების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.
ინტოქსიკაციის დროს, ფსიქიკური კომფორტის მიღწევის უნარი არ არის ეიფორიის სინონიმი, მასში არა იმდენად სიამოვნების განცდა იგულისხმება, რამდენადაც დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობიდან გაქცევა. თუ ჯანმრთელ ადამიანს მრავალ სიტუაციაში შეუძლია დაკმაყოფილება, მათ შორის ნარკოტიკული გაბრუების დროს, ნარკომანსმხოლოდ ნარკოტიკის მიღების დროს. ამავე დროს, თუ ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციები ნარკოტიკული გაბრუების დროს ირღვევა, ნარკომანის ფსიქიკური ფუნქციები, პირიქით, ნარკოტიკის მიღების შემდეგ უმჯობესდება, რადგან ინტოქსიკაციის უქონლობის პირობებში ისინი ისედაც უკვე ძალზედ დაბალია. ინტოქსიკაციის დროს, დამაკმაყოფილებელი ფსიქიკური ფუნქციონირების სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს ვლინდება, რამდენიმე ფსიქოდელიური საშუალების (ლსდ) მოხმარების შემთხვევების გარდა, როდესაც ფსიქიკა ყოველთვის მხოლოდ ირღვევა.
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი [რედაქტირება]

იგი გულისხმობს ფიზიკურ (კომპულსიურ) ლტოლვას, ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარს და აბსტინენტურ სინდრომს. ამ სინდრომის გამოჩენას წინ უწღვის ორი წინამავალი სინდრომი.
ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, როდესაც ის ვიტალური ლტოლვების ინტენსივობას აღწევს და სხვა ვიტალური ლტოლვებისშიმშილის, წყურვილის (დაავადების კომპულსიური ლტოლვის ეტაპის დადგომისას, სექსუალური ლტოლვა უკვე ფაქტობრივად გამქრალია) — შევიწროება შეუძლია. კომპულსიურ ლტოლვას ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და კონტროლს ახშობს. წარმოშობის მიხედვით, კომპულსიური ლტოლვა არის სამი სახის:
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციით არ არის გამოწვეული და არ არის აბსტინენტური სინდრომის პირველი ნიშანი; რადგან, პირველ რიგში, ის შეიძლება გაჩნდეს დაავადების იმ სტადიაზე, როდესაც აბსტინენტური სინდრომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის; ამას გარდა, კომპულსიური ლტოლვა ნარკომანიის იმ იშვიათი ფორმების დროსაც ჩნდება, რომელთაც აბსტინენტური სინდრომი საერთოდ არ ახასიათებთ (ლსდ- გამოყენება). დროული მკურნალობის არაღმოჩენის შემთხვევაში, ინტოქსიკაციის გარეშე გაჩენილი კომპულსიური ლტოლვა ხელახალ დაავადებას ან სხვა სახის ნარკოტიკის გამოყენებას იწვევს. კომპულსიური ლტოლვის თავისებურება არის ის, რომ განსხვავებული ნარკოტიკის მიღებას შეუძლია მოადუნოს ან შეამციროს ლტოლვა, მაგრამ სრული ფსიქიკური და ფიზიკური დაკმაყოფილების უზრუნველყოფა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, კომპულსიურ ლტოლვას ორი ძირითადი თავისებურება ახასიათებს (რაც მას ობსესიური ლტოლვისგან განასხვავებს): ) მაღალი ინტენსივობა, რომელიც ვიტალურ ლტოლვას უახლოვდება და შეუძლია მთელი ცნობიერება დაიპყროს; ) სპეციფიურობა, რაც გულისხმობს, რომ კომპულსიური ლტოლვა შეიძლება მხოლოდ იმ ნარკოტიკის საშუალებით დაკმაყოფილდეს, რომელმაც მისი წარმოშობა განაპირობა.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც აბსტინენტური სინდრომის სტრუქტურის ნაწილია.
კომპულსიური ლტოლვა, რომელიც ინტოქსიკაციის დროს წარმოიშვება, დამახასიათებელი არ არის ნარკომანიის ყველა სახისთვის. კომპულსიური ლტოლვის ეს სახეობა ისეთი ნარკოტიკებით თრობის დროს აღიძვრება, რომელთათვისაც დამახასიათებელია გაბრუების და ცნობიერების დაბნელების ესა თუ ის ხარისხი. პირველ რიგში, ეს ნარკომანიის ის ფორმებია, რომლებიც ვითარდებიან საძილე საშუალებების, სტიმულატორების, ჰაშიშის, ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობით მიღებისას. კომპულსიური ლტოლვის ეს სახე ნაკლები სიხშირით ვლინდება ფსიქოდელიური პრეპარატების, ტრანკვილიზატორების მიღების დროს და არასდროსოპიომანიის შემთხვევაში.
ინტოქსიკაციის დროს ფიზიკური კომფორტის მიღწევის უნარი გულისხმობს არანარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას, ფიზიკური ნეტარების შეგრძნების შეუძლებლობას (ბუნებრივია, ფსიქიკური ნეტარების უქონლობა ფიზიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბების მომენტისთვის ისედაც ვლინდება წინა ეტაპზე განხილული ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომის სახით). ფიზიკური კომფორტის მიღწევისთვის და ელემენტარული შრომისუნარიანობისთვის ნარკომანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ნარკოტიკის გარკვეული (ინდივიდუალური) დოზა, რომელიც ჯერ კიდევ არ იწვევს ეიფორიას, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური დაკმაყოფილებისთვის.
აბსტინენტური სინდრომი ნარკომანიის ყველა ფორმის დროს როდი ვითარდება (არ ვითარდება ლსდ- მიღების დროს). მისი ჩამოყალიბების დრო, კონკრეტული სიმპტომატიკა, სიმპტომების ამა თუ იმ ჯგუფის გამოხატულება ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის ინდივიდუალურია. პათოგენური აბსტინენტური სინდრომი არის ორგანიზმის მცდელობა, საკუთარი რესურსებით, ნარკოტიკების გარეშე, შექმნას ნარკოტიკული ინტოქსიკაციის პირობები, რომლებიც ორგანიზმის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი. აბსტინენტური სინდრომის პათოლოგიური სიმპტომატიკა ნარკოტიკების უქონლობისას, არასრული კომპენსაციის შედეგია.
აბსტინენტური სინდრომი [რედაქტირება]

ეს არის ფიზიკური და/ან ფსიქიკური დარღვევების სინდრომი, რომელიც ნარკომანიით დაავადებულებს უვითარდებათ, მას შემდეგ, რაც ისინი წყვეტენ ნარკოტიკის მიღებას ან ამცირებენ მის დოზას. აბსისტენტური სინდრომი ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომის შემადგენელი ნაწილია. ნარკოტიკის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენტური სინდრომის განვითარების დრო ინდივიდუალურია ნარკომანიის სხვადასხვა ფორმისთვის: ყველაზე სწრაფად ვლინდება აბსტინენცია ალკოჰოლიზმის დროსრამდენიმე საათის შემდეგ; უფრო ნელა ვლინდება ოპიომანიისა და ჰაშიშიზმის დროს — 20-24 საათი.ნინო ბაიაშვილმა და თამარ იკოევმა ისაუბრეს ნარკომანიის შედეგებზე:ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს: ალკოჰოლი და საძილე საშუალებებიანამნეზიური დარღვევები (აზროვნების, ინტელექტის დარღვევა) და მეხსიერების დარღვევა; ოპიუმი და სტიმულატორებინებასთან დაკავშირებული დარღვევები.

ზიანდება Ι — ენერგეტიკული ფუნქცია (აქტივობის, ენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, გატაცებების და მოთხოვნილებების გაქრობა, წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითება, პროგრესირებადი გამოფიტვა); ΙΙ — ტროფიკული ფუნქცია (სომატური ცვლილებები: გამოფიტვა, სიფერმკრთალე, კანის ჭკნობა, თვალებში სხივის გაქრობა, მტვრევადი და გახუნებული ფრჩხილები, თმა; წონაში დაკლება; ოპიომანები სწრაფად და უმტკივნეულოდ კარგავენ კბილებს; ვენების გაგანიერება, შემაერთებელი ქსოვილის განტოტვადაბუშტული ვენები, უჯრედული და ჰუმორალური იმუნიტეტის დარღვევა, რასაც თან ახლავს ჩირქოვანი გართულებები; კუჭნაწლავის დაავადებებიოპიომანები, ბარბიტურომანები; გულსისხლძარღვთა სისტემაშიინფარქტები, სუნთქვის ორგანოების გაღიზიანებაჰაშიშის მოხმარებისას, ღვიძლის მოშლაპოლინარკომანიის დროს). ΙΙΙ — ფსიქიკური გამოფიტვა ვლინდება გონების დაქვეითებით. ფსიქიკური გამოფიტვა სამ ეტაპად ვითარდება: 1) პიროვნების გაუხეშება (უარყოფითი თვისებების გამახვილება); 2) ფსიქოპათიზება; 3) დემენცია. ორგანული გონების დაქვეითება დამახასიათებელია იმ პირებისთვის, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ბარბიტურატებს, მფრინავ არომატულ ნივთიერებებს, ჰაშიშის ზოგიერთ სახეობას. დისფორია, როცა ნარკომანია განვითარდა აფექტური დარღვევის, მოუსვენრობის გზით. ასევე, მსგავს ავადმყოფებს ახასიათებთ ეგზოგენური ფსიქოზები, რომლებიც წარმოიშობა 1) გაბრუების პიკზე; 2) აბსტინენციის პიკზე (მიზეზიინტოქსიკაცია); 3) ნარკოტიკული ნივთიერებების შეცვლისას (მიზეზიინტოქსიკაცია) ვლინდება ცნობიერების დარღვევისით, რომელსაც დარღვევის პერიოდში თან ახლავს ამნეზია. ნარკომანული ფსიქოზების თავისებურება ემოციური დარღვევების აუცილებელ არსებობას, სავარაუდოდ ბოდვას, პარანოიის ან ჰალუცინაციის გამომწვევის არსებობას გულისხმობს. ასეთ დროსკანქვეშის, ნათხემის, ჰიპოთალამუსის პოლინეფრიტის ტიპის მიხედვით დაზიანება ხდება (რაც პროცესის დიფუზურობაზე მიუთითებს).
 ნარკომანიის სტატისტიკურ მოხმარებაზე ისაუბრეს ირაკლი ბურდულმა და ლილი მაზიაშვილმა.2004 წელს რუსეთში ჰეროინის რეკორდული რაოდენობა ამოიღეს — 3,8 . (ევროპაში რუსეთი მეექვსე ადგილზეა ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის და საფრანგეთის შემდეგ).

ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევეექსტაზი“. ჰეროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 .- აღწევს. პრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედის. ექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქედან გადის ავტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ევროპაშიექსტაზსძირითადად ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენ, კოკაინს კიესპანეთში, ჰოლანდიაში, დანიასა და გერმანიაში. რუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანია, მაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდესმაშასადამე, მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი. რუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია — 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებს, ძირითადად ჰეროინს.

ეს ძალზე სახიფათოა მოზარდის ჯანმრთელობისათვის და ზოგჯერ შესაძლოა სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მოზარდებში ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ამერიკელი მშობლებიც, რადგან თუ მთელმა საზოგადოებამ არ გამოიჩინა დაინტერესება ამ პრობლემის მიმართ, მარტო სამართალდამცავების ძალისხმევით მისი გადაჭრა შეუძლებელია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ისინიც ხშირად სცოდავენ, როცა საქმე ფულს და ნარკოტიკებს ეხება.მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა.

ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითრარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვა... 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის dgea
ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია; იგი ცხოვრების წესია, გზა, რომელსაც ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიჰყავს. სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეგუეთ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. ტელევიზიით თუ პრესით თითქმის ამომწურავ ინფორმაციას ვიღებთ ამ დამღუპველი სენის შესახებ, და მაინც, ნარკომანთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება.
 მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი აზრი და მოიყვანეს ცხოვრებისეული მაგალითები. 
ნიკა ბიკაშვილი:მოვიყვან ერთ მაგალითს. ერთმა ბიჭმა ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ ისევ განაგრძობდა ნარკოტიკის მიღებას მას არ შეეძლო მოთმენა, ერთ კვირას ვერ ძლებდა ნარკოტიკის გარეშე. მაგრამ ბოლოს ეს ბიჭი თავს მოერია იმკურნალა და გამოჯამრთელდა. ეხლა უკვე ცოლიც ყავს და შვილიც და ჩვეულებრივად ცხოვრობს, როგორც სხვა ადამიანები.მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს და ნარკოტიკებს ყოველდღიურად იკეთებენ. არის ერთი ჩემი ნაცნობი, რომელიც თავიდან წესიერი ბიჭი იყო მაგრამ მამამ მიატოვა, თავისმა ძმაკაცებმა კი ურჩიეს ნარკოტიკის გაკეთება, რათა კარგ ხასიათზე დამდგარიყო.ეს რჩევა მან სისრულეში მოიყვანა.ადამიანი საკუთარი თავის მტერია. მე მომხრე ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის
მანანა გიგაური:tუ შენ ნარკომანი ხარ, მაშინ შენ სიცოცხლეს აზრი არ აქვს!
ნუ იკლავ თავს!
ნარკომანი ყოველ 20წუთში ერთი ადამიანი იღუპება.
ნიკა სარდალაშვილი:
არსებობს ბევრი მითი ნარკომანიასთან დაკავშირებით:

მითი: ვინც წამალს იკეთებს ისკაი ტიპია

ფაქტი: თუ ეს ადამიანიკაი ტიპიოდესმე იყო, უკვე აღარ არის, რადგან ის ნარკოტიკებმა

მითი: ნარკოტიკი ადამიანს ათავისუფლებს.

ფაქტი: ნარკომანი მართლაც თავისუფალია ცხოვრების ყველა სიამოვნებისაგან.

მითი: ყოველთვის შეიძლება ნარკოტიკებზე უარის თქმა.
ყველამ ერთად ვნახეთ ფილმი: საბედისწერო ნაბიჯი
     და მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია

                                                    
                      


ბოლოს მოვახდინეთ დიკუსიის შეჯამება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ.ყველა დაეთანხმა ერთ აზრს,A
ara narkotiks , erTad SevcvaloT damokidebuleba!!!

მოსწავლეთა ხელით შესრულებული ნახატების გამოფენა
















 




    
  
      დისკუსია თემაზე: „ ვ გ მ ო ბ თ  ძ ა ლ ა დ ო ბ ა ს ! “




  მიზანი: საუბარი ძალადობაზე,მის სახეებზე,   გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციის გზებზე.
მოსწავლეებს წინასწარ ორი კვირით ადრე გავაცანი    დიკუსიის თემა და ერთად მივიღეთ    გადაწყვეტილება     დისკუსიის ჩატარებაზე.გადავანაწილეთ დავალებები   და შევუდექით საქმეს.მოვიძიეთ ინფორმაცია ამ თემაზე და მოვამზადეთ პრეზენტაციები,როგორც სიტყვიერი,ასევეPower point-ში სლაიდ შოუს სახით. დავხატეთ დიდი პლაკატები ჩვენი ხელის ანაბეჭდებით,ითაც
გამოვხატეთ პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. მოვიწვიეთ პოლიციის თანამშრომლები,მოძღვრები,სკოლის დირექცია და პედაგოგები,მათ შორის სამოქალაქო განათლების.
2014 წლის 15 დეკემბერს ჩავატარეთ დისკუსია თემაზე: “ვგმობთ ძალადობას“.მოსწავლეებმა ნიკა ბიკაშვილმა,თამარ იკოევმა,ნიკა სარდალაშვილმა,მარი ფიდუაშვილმა,ირაკლი ბურდულმაისაუბრეს თემის ირგვლივ.მათ აღნიშნეს,რომ საქართველოს ისტორიის ბოლო ორი ათწლეული ურთულესი საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღინიშნა. კონფლიქტებმა და სოციალურმა სიდუხჭირემ ხელი შეუწყო კრიმინალისა და ძალადობის მატებას.ოჯახში ძალადობის, მკვლელობების, ფიზიკური ანგარიშსწორების,ჰომოფობიის თუ აგრესიის სხვა გამოხატულებები უარყოფითად ისახება საზოგადოების ნორმალურ განვითარებაზე, მისი წევრების მშვიდობიან თანაცხოვრებასა და შესაბამისად, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ წესრიგზე.
მოძალადესა და მსხვერპლს შორის სიტუაციურად განპირობებული უთანასწორო მდგომარეობა. პერსონალური ძალადობის სახეებია ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა შეიძლება გამოიხატოს სხეულის დაზიანებაში, თავისუფლების აღკვეთაში, სხვისი სიცოცხლის ხელყოფასა და გარკვეული ნივთის განადგურებაში. ფსიქიკურ ძალადობას წარმოადგენს შეურაცხყოფა, მუქარა და დისკრიმინაცია. ამასთან,პერსონალური ძალადობა შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი.
პირდაპირია ძალადობა, რომელიც უშუალოდ მსხვერპლზე ახდენს ფიზიკურ ან/და ფსიქო–ემოციურ ზემოქმედებას. არაპირდაპირი ძალადობის მაგალითია ოჯახში ძალადობის მავნე ზემოქმედება ბავშვზე, როდესაც ძალადობის ობიექტი უშუალოდ ბავშვი არ არის, მაგრამ ძალადობა არაპირდაპირ აისახება მის ფსიქიკაზე. გარდა ამისა, არსებობს სტრუქტურული ძალადობა, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზეგავლენის მოხდენისა და ძალთა გადანაწილების უთანასწორო სისტემას.
ძალადობა არ ვლინდება მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენებაში.ძალადობის გამოხატვის ფორმებს წარმოადგენს: ერთმანეთის მიმართ უხეში თუ გამომწვევი ტონი და გამონათქვამები (ადამიანის ღირსების შემლახველი სალანძღავი სიტყვების და მუქარის თანხლებით); ვანდალური გამოვლინებები (საჯარო ნივთების დაზიანება, საკუთარი ან სხვათა საკუთრების მოხატვა,გრაფიტი ან შენობების დაბინძურება);გარკვეული სახის იარაღის ტარება (იქნება ეს დანა,დასარტყამი საშუალებები, გაზის პისტოლეტი და შესასხურებლები);ფიზიკური ძალის სხვადასხვა ფორმით გამოვლენა.
ოჯახში ძალადობას ქალთა და ბავშვთა მიმართ, ძალადობას სკოლაში,ძალადობრივ ქმედებებს ქუჩასა და უბანში გააჩნია თავისი გამომწვევი მიზეზები. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ამ მიზეზთა დადგენა და შემდეგ მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა, რათა პრობლემა ეფექტიანად იყოს დაძლეული.ძალადობის ბევრი მაგალითი ვიცით ,ჩვენს რაიონში დედოფლსწყაროში ქმრისგან ნაცემი
შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.ილიაუნში ყოფილი მეუღლისაგან
მოკლული ლექტორი,გურჯაანში ერთერთ სოფელში თანასკოლელების მიერ გაუპატიურებული მეშვიდე კლასელი გოგონა და სხვა.ასევე თრეფიქინგის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები,რომლებსაც აიძულებენ პროსტიტუციას,მკვლელობებს,ართმევენ პასპორტებს და საქართველოში დაბრუნების ოცნებასაც უკლავენ.ასეთი ადამიანები ხშირად ფსიქიკაშერყეულები
რჩებიან და თვითმკვლელობითაც ამთავრებენ სიცოცხლეს.

ქუჩასა და უბანში ძალადობა შესაძლოა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი წესრიგის შემდეგი სახის დარღვევებს: ხულიგნობას, ახალგაზრდების მიერ ცივი იარაღის უკანონო ტარებით ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს, მათ შორის, სხეულის დაზიანებებს, ცემას, თუ სხვა სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას.ამგვარ ძალადობას უკავშირდება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვიერი ქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანების წინააღმდეგ, მათ შორის სხვადასხვა დისკრიმინაციული ნიშნით,უპატივცემულო, მუქარის და/ან დევნის გამოხატვისაკენ.ქუჩასა და უბანში ძალადობის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა,თუმცა ხშირად უკავშირდება შემდეგ გარემოებებს: სიღარიბე,აუნათლებლობა,სოციალური და კულტურული გარემო, ჯანმრთელობის მდგომარეობა,სულიერი ტრავმები, ნარკოტიკები, ალკოჰოლიზმი და ოჯახში ძალადობა.ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ქუჩასა და უბანში ძალადობის ერთ–ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზია. ალკოჰოლი და ქუჩასა და უბანში ძალადობრივი ქმედება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ადამიანს უბიძგებს ისეთი დანაშაულების ჩადენისკენ, როგორებიცაა ოჯახში ძალადობა, სექსუალური და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მკვლელობა, სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობა და სხვა ანტისოციალური ქმედება.
ძალადობას სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს:
 უმუშევრობით გამოწვეული სტრესი, რაც იწვევს დაძაბულ ურთიერთობებს ოჯახის წევრებს შორის;
 ქალის ეკონომიკური დამოკიდებულება მამაკაცზე, რის გამოც,შესაძლოა, ქალი მაინც დარჩეს მოძალადე მამაკაცთან;
 ქალების მზარდი ეკონომიკური აქტივობა და მამაკაცის მიერ მეუღლისდამოუკიდებლობის საფრთხედ აღქმა; წარსულში (ბავშვობაში) განცდილი ძალადობა, რის გამოც შემდგომში თავადაც ხდებიან მოძალადეები;
 ტრადიციული წარმოდგენა ოჯახში მამაკაცის დომინანტური როლის შესახებ;
 ძალადობის გაგება პრობლემის გადაჭრის მიღებულ მეთოდად. მაგ.,მშობლები, შესაძლოა, ასეთ ქმედებებს აღიარებენ ბავშვის აღზრდის საუკეთესო საშუალებად;
 საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა პასიური როლი: ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში, ბიზნესში, სამართალდამცავ ორგანოებსა თუ სხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ხელმძღვანელ  თანამდებობებზე. აღნიშნული იწვევს მათ იდენტიფიცირებას მხოლოდ ოჯახის ნაწილად და არა დამოუკიდებელ ადამიანად.
გარდა სწავლებისა, არსებობს ოჯახში ძალადობის პრევეციისა და მართვის სხვა მრავალი საშუალება. მისი სწორად განსაზღვრა და გამოყენება უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ოჯახში ძალადობის პრობლემის გადაჭრის საქმეში.
 ოჯახში ძალადობის პრევენციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენს ბავშვის ფიზიკური დასჯის დაგმობა. საჭიროა მშობლებისათვის იმ გარემოების შეხსენება, რომ ბავშვის ფიზიკური
დასჯა ეწინააღმდეგება ნამდვილ აღმზრდელობით მიზნებს. ამ შეგნების ჩამოყალიბებაში სასკოლო ღონისძიებების გარდა მნიშვნელოვანია მედიის როლი შესაბამისი ვიდეორგოლების, გადაცემებისა თუ სიუჟეტების მეშვეობით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ვითმმართველობის ორგანოების როლი, რომლებიც ინსტიტუციურად ყველაზე ახლოს დგანან რიგითი მოქალაქეების ცხოვრებასა და პრობლემებთან;
ყოველმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი უფლებები და ცხოვრებაშიც უნდა გამოიყენოს.რამდენი ადამიანია ჩვენს ირგვლივ ძალადობის მსხვერპლი.რამდენ ბავშვს ვხედავთ ყოველდღე,რომლებსაც აბუჩად იგდებენ უფროსი კლასის ბიჭები,რამდენი საქმის გარჩევა და ცემა-ტყეპა გვინახავს არაფრის გამო.რამდენი გვსმენია ტელევიზიით,თუ მეგობრებისგან სექსუალური,ოჯახური ძალადობის შესახებ,როგორ სცემენ ქალებს,როგორ აუპატიურებენ,ძარცვავენ,ჭრიან და კლავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს.რატომ უნდა სცემდეს მშობელი თავის შვილებს,ამწარებდეს და ცხოვრებას
უნგრევდეს,ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდეს მათზე.
ამ ყველაფერს ხომ ხედავს საზოგადოება სკოლაში,სამეზობლოში,სოფელში,თემში,ქალაქსა და მთლიანად რესპუბლიკაში,რატომ დუმს ხალხი? ნუთუ ეს მათი პრობლემა არაა,ნუთუ თვითეული
ჩვენთაგანის მოვალეობა არაა დავიცვათ ადამიანთა უფლებები? ხმა ავიმაღლოთ ყველამ და ქუდზე კაცი გამოვიდეთ,რომ ერთობლივი ძალით შევებრძოლოთ ამ საშინელ სენს,დავგმოთ ძალადობა და დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლთ.
  მთელი   საზოგადოების და თვითეული ჩვენთაგანის ვალია,ხმა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ ,გამოვთქვათ პროტესტი ამა თუ იმ ფორმით.ყველამ უნდა ვთქვათ ხმამაღლა :“არა ალადობას!“
დავიცვათ ადამიანთა უფლებები და გვიყვარდეს თვითეული ადამიანი.


                                       












დისკუსიის ბოლოს ვნახეთ ფილმი :  ნათელი ბნელში,რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება გამოიწვია.



                                         

 9b klasis eqskursia Satili,muco 
7-8/06/2014weli
         მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ საქართველოს კუთხეებს,ისტორიულ ძეგლებს,ტრადიციებს,კულტურას და უფრო დაახლოვდნენ,დამეგობრდნენ
       
წარუშლელი შთაბეჭდილებებით და ემოციებით აღსავსე ულამაზესი ექსკურსია,რომელმაც აღტაცებული და განცვიფრებული დაგვტოვა ყველა.

შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები — გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

             













მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტშიმდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველიშეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.
მუცოში ძირითადად ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.




        











Комментариев нет:

Отправить комментарий