გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: გიული ყოჩიაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: 5 ბ კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა: საკოორდინატო ბადე
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე დაეუფლოს საკოორდინატო ბადეზე ობიექტის მდებარეობის განსაზღვრას კოორდინატებით; დაეუფლოს ბადეზე გადაადგილების აღწერას კოორდინატებით;გამოიყენოს მიღებული ცოდნა სხვა დისციპლინებში( ისტ,გეოგრაფია,ხელოვნება და სხვა). საკოორდინატო ბადის გამოყენების, ორიენტირების, კომუნიკაციის,აზროვნების,ურთიერთ თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარება.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი,მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მისალმება,საორგანიზაციო საკითხების მოგვარება(სიის ამოკითხვა, გაცდენების დაფიქსირება) და სასწავლო გარემოს შექმნა;
მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა; თემის აქტუალობის ხაზგასმა,თუ რატომაა საჭირო საკოორდინატო ბადის შესწავლა და მისი გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში.
საშინაო დავალების განხილვა, მონიტორინგი(ვიზუალურად შევამოწმებ
მოსწავლეთა მიერ საშინაო დავალების
შესრულების მოცულობას. შეკითხვებით
გავარკვევ მოსწავლეთა უმრავლესობას
რომელი სავარჯიშოს შესრულება გაუჭირდა
და მათი განხილვის პროცესში შევამოწმებ
მოსწავლეთა მიერ წინა გაკვეთილზე
ათვისებული მასალის ცოდნას.
შეფასების რუბრიკის გაცნობა. მოსწავლეებს გავაცნობ შეფასების სქემას,რომელიც თვალსაჩინოდ იქნება გამოკრული საკლასო ოთახში.
|
ვერბალური ახსნა
კითხვა-პასუხი
|
მთელი კლასი
|
პლაკატი გაკვეთილის მიზნებით, შეფასების რუბრიკა
|
5 წთ
|
2
|
მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა, ვახდენ მოსწავლეთა მოტივაციას,პოზიტიური განწყობის შექმნას, ყურადღების კონცენტრირებას,განვაწყობ მათ საკოორდინატო სისტემაზე სასაუბროდ.
შეკითხვა1: გიყვართ ცირკში,კინო-თეატრში წასვლა? ბილეთის შეძენის შემდგომ როგორ პოულობთ დარბაზში თქვენს დასაჯდომ ადგილს?
შეკითხვა2: სახელმძღვანელო გვ,76 # 5 როგორ განვსაზღვროთ კლასის დასახელებული 2-3 მოსწავლის ადგილმდებარეობა მერხებთან,
რიგი და სკამი(დაფაზე გაკრულ ნახატს მივაწეროთ მათი სახელები)
მოსწავლეები მიდიან დაფასთან და აწერენ ნახაზზე მოცემულ ადგილებს აწერენ თავის სახელებს.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენა და მასწავლებლის უკუკავშირი,კომენტარი
|
გონებრივი იერიში
კითხვა- პასუხი
|
მთელი კლასი
|
ნახატები,პლაკატები,
მარკერი
|
5 წთ
|
3
|
წინარე ცოდნის გააქტიურება, განმტკიცება.
ყურადღებას გავამახვილებ რიცხვით სხივზე,კოორდინატის მცნებაზე.რა წესით გამოისახება რიცხვები მასზე,რა არის კოორდინატი.როგორ ხდება გადასვლა ერთი კოორდინატიდან მეორეში? მიმატებით საით გადაინაცვლებს რიცხვი?(მარჯვნივ)
საით გადაინაცვლებს გამოკლებით?
( მარცხნივ). მოსწავლეებს ვთავაზობ დაფაზე რიცხვით სხივზე გამოსახონ რაიმე რიცხვი , მერე მის მარჯვნივ და მარცხნივ რაიმე რიცხვები და გამოთვალონ რამდენი ერთეულითაა დაშორებული თითოეული მათგანი საწყისი წერტილიდან და როგორ მიიღებენ ამ რიცხვებს.
|
დისკუსია
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი, პლაკატები
|
5 წთ
|
4
|
ცოდნის კონსტრუირება
მოსწავლეებს გავაცნობ საკოორდინატო ბადეს, აღვწერთ მას,განვსაზღვრავთ სად რომელი ობიექტი მდებარეობს,რომელ კვადრატში.როგორ მივიდეთ იქედან სხვა ობიექტთან,როგორი გადაადგილებით. რა ერთეულებითაა დაშორებული და მერე მისი კოორდინატები იპოვონ. ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ კოორდინატის განსაზღვრის დროს საკოორდინატო ბადეზე საქმე გვაქვს რიცხვთა წყვილთან,განსხვავებით რიცხვითი სხივისაგან,სადაც კოორდინატი მხოლოდ ერთი რიცხვია.
|
მინი ლექცია
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი,პროექტორი, Power Point ის სლაიდები
|
5 წთ
|
5
|
ცოდნის რეალიზება
მოსწავლეებს მივცემ დავალებას წყვილებში , ვურიგებ გამზადებულ ბარათებს საკოორდინატო ბადეებით,სადაც მათ უნდა იპოვონ მოცემული ფიგურებისა და ობიექტების კოორდინატები,დავალების შესრულების შემდეგ გაცვლიან ბარათებს და ერთმანეთს შეუმოწმებენ ნამუშევარს,რის შემდეგ მოვისმენთ რამოდენიმე წყვილის პრეზენტაციას შესრულებული დავალების ირგვლივ
|
თანამშრომლობითი სწავლების
|
წყვილები
|
ბარათები, კალამი, ფანქრები,ფლომასტერები
|
5 წთ
|
6
|
ცოდნის განმტკიცება, გამთლიანება
მოსწავლეებს მივცემ ჯგუფურ სამუშაოს
1.ბარათებზე მოცემულ საკოორდინატო ბადეზე მოახდინონ ორიენტაცია მარჯვნივ,მარცხნივ,ზემოთ,ქვემოთ და გაიგონ რამდენი ერთეული გაიარა ადამიანმა სასურველ ობიექტამდე მისასვლელად.
2.გაიგონ რა ციფრი არის დაშიფრული ბარათზე მოცემული კოორდინატებით და გააფერადონ შესაბამისი უჯრები
|
ჯგუფური მუშაობის
|
ჯგუფები
|
ბარათები, კალამი, ფანქრები,ფლომასტერები
|
10 წთ
|
7
|
შეფასება,რეფლექსია.
მოსწავლეებს ვთხოვ,რომ შეაფასონ საკუთარი თავი წინასწარ მიცემული კითხვარით.
მოვახდენ მთელი გაკვეთილის შეჯამებას,რეფლექსიას.მოსწავლეებს მივცემ უკუკავშირს განმავითარებელი კომენტარებით. მოსწავლეთა შეფასებას მოვახდენ გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხით, გაკვეთილზე აქტიურობა, შეძენილი უნარ-ჩვევების, აზროვნების, დამოუკიდებელისამუშაოს შესრულების,თვითშეფასების მიხედვით. ქულებით შეფასებისას გამოვიყენებ შეფასების კრიტერიუმებს.
|
საუბარი
|
მთელი კლასი
|
თვითშეფასების კითხვარი, შეფასების რუბრიკა
|
7 წთ
|
8
|
საშინაო დავალება. მთელ კლასს
მივცემ მითითებებს საშინაო დავალების შესრულების შესახებ.
გვ.76 # 6 დახატეთ და საკოორდინატო ბადეზე მონიშნეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მახლობლად მდებარე დასახლებული პუნქტები და მიუთითეთ მათი კოორდინატები.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე მათემატიკა 5 კლასი 1 ნაწილი
ნახატი პლაკატი
|
3 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მათ.V.10. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ბადით დაფარულ არეზე.
· კოორდინატების (სიმბოლოთა წყვილის) გამოყენებით აღწერს მდებარეობას და იყენებს ამ ხერხს რეალურ ვითარებაში (მაგალითად, კინოთეატრი, გემების ჩაძირობანა, ჭადრაკის დაფა, რუკაზე ობიექტის მოძებნა);
· გადაადგილდება უჯრიან ფურცელზე ინსტრუქციების მიხედვით და აღწერს, როგორ მიაღწევს მოცემული უჯრიდან სხვა უჯრამდე (მაგალითად, ორი უჯრა მარცხნივ, შემდეგ ერთი უჯრა ზევით);
შეფასება (მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და თვითშეფასების კითხვარი თან ერთვის გაკვეთილის გეგმას.)
დანართი შეფასების სქემა ( რუბრიკა)
კრიტერიუმი | 1–3 | 4–5 | 6–7 | 8–10 |
მოსწავლე განსაზრვრავს ობიექტის მდებარეობას კოორდინატებით | მოსწავლე ვერ განსაზრვრავს ობიექტის მდებარეობას კოორდინატებით | მოსწავლე განსაზრვრავს ობიექტის მდებარეობას კოორდინატებით მაგრამ უმეტესად არასწორად | მოსწავლე განსაზრვრავს ობიექტის მდებარეობას კოორდინატებით თუმცა ხარვეზებით. | მოსწავლე განსაზრვრავს ობიექტის მდებარეობას კოორდინატებით უშეცდომოდ |
მოსწავლე განასაზღვრავს კოორდინატებით, ობიექტის მდებარეობას და იყენებს მას რეალურ ვითარებაში | მოსწავლე ვერ განასაზღვრავს კოორდინატებით ობიექტის მდებარეობას და ვერ იყენებს მას რეალურ ვითარებაში | მოსწავლე განასაზღვრავს კოორდინატებით, ობიექტის მდებარეობას და იყენებს მას რეალურ ვითარებაში მაგრამ უმეტესად არასწორად | მოსწავლე განასაზღვრავს კოორდინატებით, ობიექტის მდებარეობას და იყენებს მას რეალურ ვითარებაში თუმცა ხარვეზებით. | მოსწავლე განასაზღვრავს კოორდინატებით, ობიექტის მდებარეობას და იყენებს მას რეალურ ვითარებაში უშეცდომოდ |
მოსწავლე ორიენტირებს ბადით დაფარილ არეზე. გადაადგილდება ფურცელზე ინსტრუქციის მიხედვით | მოსწავლე ვერ ორიენტირებს ბადით დაფარილ არეზე. ვერ გადაადგილდება ფურცელზე ინსტრუქციის მიხედვით | მოსწავლე ორიენტირებს ბადით დაფარილ არეზე. გადაადგილდება ფურცელზე ინსტრუქციის მიხედვით მაგრამ უმეტესად არასწორად | მოსწავლე ორიენტირებს ბადით დაფარილ არეზე. გადაადგილდება ფურცელზე ინსტრუქციის მიხედვით თუმცა ხარვეზებით. | მოსწავლე ორიენტირებს ბადით დაფარილ არეზე. გადაადგილდება ფურცელზე ინსტრუქციის მიხედვით უშეცდომოდ |
მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
N
|
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
ნაწილობრივ
|
1.
|
თავისუფლად გამოვთქვამდი ჩემს აზრს.
| |||
2.
|
ჯგუფთან ერთად მუშაობა დამეხმარა დავალების შესრულებაში .
| |||
3.
|
გამოყენებული აქტივობები და რესურსები დამეხმარა გაკეთილის გაგება-ანალიზის გააზრებაში.
| |||
4.
|
ვასრულებდი მასწავლებლის მიერ მოცემულ ინსტრუქციებს
| |||
5
|
ვუსმენდი და ვითვალისწინებდი თანაკლასელების აზრს.
|
ხელმოწერა:
თარიღი: 3.11.2017 წელი
რეფლექსია
ჩატარებულ გაკვეთილზე
ჩემი გაკვეთილის
მიზანი იყო მოსწავლე დაეუფლოს საკოორდინატო ბადეზე ობიექტის მდებარეობის განსაზღვრას კოორდინატებით; დაეუფლოს ბადეზე გადაადგილების აღწერას კოორდინატებით;
გამოიყენოს მიღებული ცოდნა სხვა დისციპლინებში (ისტ,გეოგრაფია,ხელოვნება
და სხვა). საკოორდინატო ბადის გამოყენების,ორიენტირების,კომუნიკაციის,აზროვნების,ურთიერთთანამშრომლობის
უნარ-ჩვევების განვითარება.
ამ ასაკის მოსწავლეთათვის კოორდინატებზე მუშაობა ადვილი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოვიყენე ისეთი სახის აქტივობები, რომლებიც ადვილად გასაგები, შერჩეული დავალებები კი მათთვის დასაძლევი აღმოჩნდა. ცხოვრებისეული მაგალითების მოშველიებით,კერძოდ კინოთეატრის
დარბაზსა და საკლასო ოთახში მოსწავლეთა განლაგების მონახვაზე შეკითხვებმა დააინტერესა
და გაახალისა მოსწავლეები.
ყველა აქტივობა დავგეგმე გაკვეთილის მიზნის შესაბამისად. გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები და ინდივიდუალური
შესაძლებლობები,
ასევე მათი ინტერესები. ახალი მასალის ახსნის
წინ გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა უკვე შესწავლილი მასალის გახსენებით,რიცხვითი
სხივის კოორდინატების პოვნისა და მასზე მარჯვნივ მარცხნივ წერტილთა გადაადგილების დავალებებით.
სასწავლო რესურსები
შევქმენი და გამოვიყენე აქტივობებთან და გაკვეთილის მიზანთან მიმართებაში. Power Point- ში გაკეთებული
სლაიდები ძალიან დამეხმარა ახალი მასალის ახსნის დროს,რადგან მოსწავლეებმა ვიზუალურად ნახეს
საკოორდინატო ბადე და მასზე გალაგებული ობიექტები,რომელთა გადააგილებაზეც ვისაუბრე
ცოდნის კონსტრუირების ფაზის დროს. ჩემი აზრით, მოსწავლეებმა ასე უფრო უკეთ გაიგეს და აითვისეს ახსნილი
მასალა.
ცოდნის რეალიზაციისა
და განმტკიცების ფაზაზე წყვილებში
მუშაობისას და ჯგუფური სამუშაოს შესრულების დროს იგრძნობოდა კეთილგანწყობილი
გარემო,რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა მეგობრული და თანამშრომლობითი უნარების
განვითარებას და დავალების წარმატებით შესრულებას.
გაკვეთილის განმავლობაში
გამოვიყენე განმავითარებელი(სათანადო კომენტარების სახით) და განმსაზღვრელი შეფასება წინასწარ შედგენილი რუბრიკის კრიტერიუმების გათვალისწინებით. რეფლექსიის
ფაზაზე მოსწავლეებს შევავსებინე
თვითშეფასების კითხვარი, რომლითაც განვსაზღვრე მოსწავლეთა საჭიროებანი.
გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი მოსწავლეებისთვის მიმეცა დამოუკიდებლად აზროვნებისა და აქტიურად მოქმედების საშუალება, მე კი ფასილიტატორის როლში გამოვსულიყავი და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დავხმარებოდი მათ.
ვთვლი,რომ ჩატარებული
გაკვეთილი მოსწავლეებისათვის იყო საინტერესო, ინტერაქტიული. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში,კითხვა-პასუხში, დისკუსიაში,ჯგუფურ სამუშაოში,
ხალისით ასრულებდნენ დავალებებს, იცავდნენ კლასში ქცევის წესებს.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით და კორექციის შეტანა არ დამჭირდა, თუმცა შემდგომი გაკვეთილისათვის გავითვალისწინებ შემდეგ საკითხებს:
1.
რადგან კლასში ბევრი მოსწავლე არაქართულენოვანი
ოჯახიდანაა და თან
5 კლასელები შეუჩვეველები არიან წყვილებსა
და ჯგუფებში სამუშაოს,
ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა მსჯელობა,აზრის
გადმოცემა და პრეზენტაციის თავისუფლად გაკეთება. ამაზე აუცილებლად გავამახვილებ ყურადღებას
და ვიმუშავებ მოსწავლეებთან მათემატიკის შემდგომ
გაკვეთილებზე.
2.
განმავითარებელი
შეფასების უკუკავშირის დროს მოსწავლეებს დეტალურად განვუმარტავ
და არა ზოგადი ფრაზებით,თუ რატომ დაიმსახურეს ესა თუ ის ქულა.
შევსებული კითხვარებისა და გაკვეთილის მსვლელობის დროს მიღებული შედეგის ( საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, პრეზენტაციის,რეფლექსიის და ა,შ.) გათვალისწინებით ვთვლი, რომ გაკვეთილის მიზანი მიღწეულია, ადვილი და სახალისო ხერხების მოშველიებით
მოსწავლეები მიეჩვივნენ ობიექტის კოორდინატების
განსაზღვრას და საკოორდინატო
ბადის რეალურ ვითარებაში
გამოყენებას.
ამაზე მეტყველებს მოსწავლეთა კმაყოფილება და ასეთი ტიპის გაკვეთილის კიდევ ჩატარების სურვილი,ასევე შემდგომ გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ მოტანილი საინტერესოდ შესრულებული საშინაო დავალება.
ხელმოწერა :
20.11.2017 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий