სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა
სოფელი წითელწყარო (ხორნაბუჯი) ადრე ძირითადად რუსების დასახლება იყო.სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ალბანელები, ბერძნები, ციგნები, იეზიტები, უკრაინელები,ბელორუსები. სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა.
სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.
ჩ ე მ ი სადამრიგებლო კ ლ ა ს ი
2009/2010 სასწავლო წელს მივიღე ჩემი პატარები და ისინი ჩემთვის საკუთარი შვილებივით არიან.უკვე 6 წელია ერთად ვართ და ერთმანეთის ავ - კარგი გათავისებული გვაქვს. მეგობრული დამოკიდებულება და ერთმანეთის პატივისცემა გვასაზრდოვებს,ბევრი ღონისძიება,ექსკურსია თუ ლაშქრობა გვაახლოვებს ერთმანეთს. დღეს ისინი უკვე მეთერთმეთე კლასელები არიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий