STEM

ტრენინგი ინკუზიური განათლება

    მოდული: სსსმ მოსწავლეთა ინტეგრაცია                                        ზოგადსაგანმანათლებლო კლასში     
4-5; 11-12 აგვისტო 2018 წელი        ტრენერი ბაკურ მუღულარია
20-საათიანი ტრენინგ-კურსი მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინტეგრაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მეთოდური ცოდნის გადაცემას პედაგოგებისა და  სპეციალისტებისთვის. 
ტრენინგის მონაწილეები გავეცანით ისეთ საკითხებს, როგორიცაა სსსმ მოსწავლის პედაგოგიური შეფასება; სწავლების ეფექტური სტრატეგიები; საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა და მასალის ადაპტაცია; ინდივიდუალური სასწავლო გეგმა; ინკლუზიური განათლების ფილოსოფია; კლასის მართვა; რთული ქცევის მენეჯმენტი; განვითარება და განვითარების დარღვევები. აღნიშნულ თემების განხილვის პარალელურად ტრენინგის მონაწილეები გავეცანით პრაქტიკულ მაგალითებსაც. 
ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში და დასრულებისას, გავიარეთ  ტესტირება და პრაქტიკული დავალების საფუძველზე მოხდა მონაწილეთა შეფასება.
გავეცანით ლიტერატურას :
 https://drive.google.com/file/d/1i78ybPET0tCpnl4cG9BOz3gyclgxJB8F/view?usp=sharing    და 


ტრენინგის აღწერილობა:

ბლოკი 1: ინკლუზიური განათლების ფილოსოფია და პოლიტიკა; ბლოკი მოკლედ აღწერს ინკლუზიური განათლების ძირითად პრონციპებს და ნორმატიულ დოკუმენტებს, რომელიც ინკლუზიური განათლებას არეგულირება
ბლოკი 2: განვითარების დარღვევები და მისი გავლენა სწავლაზე; ინდივიდუალური სასწავლო გეგმა  – აღწერს განვითარების გავრცელებული დარღვევები, რომელიც შეიძლება ქონდეს მოსწავლეს, და სწავლების სტრატეგიები სხვადასხვა დარღვევის დროს. ასევე აღწერილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის პრონციპები.
ბლოკი 3: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო კლასში  – აღწერს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიების და რამოდენიმე გაკვეთილის მაგალითზე როგორ არის შესაძლებელი სპეცილაური საგანმანათლებლო საჭიროების მქონემ ოსწავლის ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო კლასში.
ბლოკი 4: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო კლასში  – ბლოკი მთლიანად არის პრაქტიკული, კერძოდ მასწავლებლების სურვილის შესაბამისად ტრენინგის მონაწილეები მუშაობენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე ან გეგმავენ გაკვეთილს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის; მოსწავლის შემთხვევა შეიძება იყოს რეალური.

                                     ტრენინგის შემდგომი დავალება
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის
მასწავლებლის გიული ყოჩიაშვილის 
ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
გაკვეთილის თემა:  ათწილადების შედარება და დალაგება


კლასი -    VI


მოსწავლეთა რაოდენობა -  12
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა - 1 აუტისტური სპექტრის მქონე

გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
1.      მოსწავლეებმა უფრო ღრმად შეისწავლონ ათწილადებიგაიწაფონ მათ ჩაწერაშიშედარებასა და დალაგებაში. გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.

მათ.VI.1. გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით.  კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერსუთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით; იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას ;

2.      მიზანი/ მიზნები სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით
მოსწავლემ შეძლოს ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების შედარება და დალაგება, გამოიყენოს მიღებული ცოდნა მარტივი პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად.


1)      წინაპირობა - მოწავლეებმა იციან რიცხვების შედარება,დალაგება ზრდადობის და კლებადობის მიხედვით, მათი გამოსახვა რიცხვით სხივზე, იციან რა არის ათწილადი რიცხვი

2)      წინაპირობა  - მოსწავლე ცნობს ერთნიშნა რიცხვებს, იცის მათი ჩაწერა და  თანმიმდევრობით დალაგება


გაკვეთილი ააგეთ 3 ფაზიანი მოდელის გათვალისწინებით:
  • გამოწვევა
  • მიმდინარეობა
  • დასრულება



აქტივობა მთელი კლასისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
აქტივობა სსსმ მოსწავლისთვის

აქტივობის და მეთოდის აღწერა, საკლასო მენეჯმენტი.
დრო
რესურსი
1. შესავალი  
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი  ამოწმებს დავალების შესრულებასა და სისწორეს. კითხულობს აქვთ თუ არა რაიმე გაუგებარი.


2  წთ
რვეული
1. მასწავლებელი ამოწმებს დავალების შესრულებას და სისწორეს. აძლევს წამახალისებელ კომენტარს
2 წთ
რვეული
2.           ფაზა (გამოწვევა)

                    ,,გონებრივი იერიში''  
მასწავლებელი გაკვეთილის დაწყებისთანავე  მოსწავლეებს სთავაზობს ამოცანას, თუ ვინ არის გამარჯვებული მათსავე კლასიდან სპორტის გაკვეთილზე ჩატარებულ შეჯიბრშიიგი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ გამარჯვებული ბავშვი და ასახელებს სამ საუკეთესო შედეგს. 9.6 წმ; 9.05წმ; 9.25წმ; (სავარაუდოდ  მოსწავლეები დაასახელებენ სხვადასხვა შედეგს) აღნიშნული ამოცანა  მოსწავლეებს გაუღვივებს ინტერესს  გაკვეთილის მიმართ და აქტიურად ჩაებმებიან მასშივინაიდან ასეთი აქტივობით გაკვეთილის დაწყება მათთვის უჩვეულოა და ამავე დროს საინტერესო. აქვე მასწავლებელი იტყვის, რომ სწორედ ათწილადების შედარება და დალაგებაა მათი გაკვეთილის თემა.




 5
 წთ

2.მასწავლებელი მოსწავლეს უჩვენებს სურათს, რომელზეც ჩანს სამი მორბენალი ბავშვი სახელები მითითებულია ნიკა, ზაზა, გიო , ერთი უკვე ახლოსაა ფინიშის ხაზთან, მეორე რაღაც მანძილით ჩამორჩება პირველს და მესამე კიდევ უფრო დაცილებულია პირველი და მეორე ბავშვისგან, დავალება მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლე ყურადღებით დააკვირდეს სურათს და განსაზღვროს, ვინ იქნება გამარჯვებული, რომელი ბავშვი დაიკავებს პირველ, მეორე და მესამე ადგილებს, დაწეროს ფურცელზე მათი სახელები



5 წთ



ფოტო
სურათი,
კალამი,
ფურცელი
3. B  ფაზა (ცოდნის კონსტრუირება )
 აქტივობა

 მასწავლებელი გაახსენებთ მათ, თუ როგორ ვადარებდით ნატურალურ რიცხვებს.რიცხვების შესადარებლად გამოვიყენებთ რიცხვით სხივს.



5
წთ
პროექტორი,
Power point პროგრამის სლაიდები.
3. მასწავლებელი  აძლევს დავალებას მოსწავლეს , შეადაროს ერთნიშნა და ორნიშნა ნატურალურ რიცხვები, რომელიც ბარათებზეა ჩამოწერილი და დაალაგოს ზდადობით
5 წთ
ბარათები
4. მოსწავლეები  კომპიუტერის ეკრანზე    მასწავლებლის მეთვალყურეობით წყვილებში  შეასრულებენ სავარჯიშოებს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა არსებული მასალის გააზრებისა და ათვისების  ხელშეწყობა თანამშრომლობითი სწავლების გზით და გააკეთებენ პრეზენტაციებს შესრულებული დავალების ირგვლივ


10
წთ
კომპიუტერი
4. მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე აკვირდება რიცხვით სხივზე გამოსახულ რიცხვით მნიშვნელობებს1,3,6, 15,10, 20... და ფურცელზე თანმიმდევრობით ამოიწერს მათ მნიშვნელობებს
10
წთ
კომპიუტერი,
ფურცელი,
კალამი
5. მასწავლებელი მინი ლექციის საშუალებით აუხსნის მოსწავლეებს როგორ უნდა შევადაროთ ათწილადები.  ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ათწილადში მარჯვნიდან ნულის მიწერით ათწილადის მნიშვნელობა არ იცვლება.






5 წთ
პლაკატები
5. მასწავლებელი მინი ლექციის საშუალებით აუხსნის მოსწავლეებს როგორ უნდა შევადაროთ ათწილადები.  ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ათწილადში მარჯვნიდან ნულის მიწერით ათწილადის მნიშვნელობა არ იცვლება.
5 წთ
პლაკატები
6. ცოდნის გაღრმავების მიზნით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დამოუკიდებელ სამუშაოს შეასრულონ ონლაინ ტესტები https://ka.khanacademy.org/math/cc-fifth-grade-math/cc-5th-place-value-decimals-top, შეადარონ მოცემული ათწილადები და დაალაგონ ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით.
8 წთ
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
6. მარტივი ტესტები სახალისო მათემატიკიდან რომელია უფრო დიდი და პატარა,რომელია უფრო სწრაფი,რომელია უფრო მაღალი და დაბალი. შესაბამის ნახატებს მიწერილი აქვს  რიცხვითი მნიშვნელობები და მოსწავლემ უნდა შემოხაზოს სწორი პასუხი
8 წთ
ფურცელზე დაბეჭდილი ტესტები,
კალამი
7. C ფაზა (გამთლიანება,შეფასება,რეფლექსია)
მასწავლებელი ახდენს შესრულებული
 სამუშაოს შეჯამებასაკეთებს დასკვნებს,
 აწყობს გამოკითხვას  (რა ვისწავლეთ,
 რა გავაკეთეთრაში გამოგვადგება
შევაჯამებთ მიღებულ ცოდნას.
მასწავლებელი  აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვითროგორც განმსაზღვრელი,
ისე განმავითარებელი შეფასებით. შეფასდება 
კლასში ჩართულობა და დამოუკიდებელი
დავალებებიარგუმენტირებული მსჯელობა,
 აზრის ლაკონურ ჩამოყალიბება,  კომპიუტერთან   მუშაობის უნარი.
ოსწავლეები თვითშეფასების ბარათებზე
აკეთებენ  გაკვეთილის შეფასებასრაც დაეხმარება
 მასწავლებელს მომდევ გაკვეთილის დასაგეგმად.
7 წთ
შეფასების რუბრიკები,
თვითშეფასების კითხვარი
მასწავლებელი ახდენს სსსმ მოსწავლის შესრულებული  სამუშაოს შეჯამებასაკეთებს დასკვნას,  (რა ისწავლარა გააკეთარაში გამოადგება. წამახალისებელ კომენტარს აძლევს   მოსწავლეს და მისთვის შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით აფასებს .
7 წთ
შეფასების რუბრიკა,

8. საშინაო დავალება
მასწავლებელი აძლევს კლასს საშინაო დავალებას და ინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის.

3 წთ
სახელმძღვანელო
8. საშინაო დავალება
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს საშინაო დავალებას დაბეჭდილი ტესტის სახით სათანადო ინსტრუქციებით.
3 წთ
ფურცელზე დაბეჭდილი ტესტი 2 მარტივი დავალებით

უნარები/ კომპეტენციები

  1. თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა მოსწავლეებში რა უნარებს განავითარებს

Þ     აზროვნების განვითარების
Þ     ყურადღების კონცენტრაციის უნარი
Þ     კომუნიკაციის და ურთიერთანამშრომლობითი სწავლების უნარი
Þ     საკუთარი აზრის გამოთქმისა და სხვისი მოსმენის უნარი
Þ     ათწლადების შედარებისა და დალაგების უნარი





  1. თქვენს მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმა სსსმ მოსწავლის რა უნარებს განავითარებს


Þ     აზროვნების განვითარების
Þ     ყურადღების კონცენტრაციის უნარი
Þ     სხვისი მოსმენის უნარი
Þ     დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
Þ     რიცხვების შედარებისა და ზრდადობით დალაგების უნარი




თქვენს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში რომელი სასწავლო სტრატეგიებია გამოყენებული?
დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -

                    მე ჩემს მიერ წარმოდგენილ გაკვეთილის გეგმაში გამოვიყენე არაპირდაპირი სწავლების სტრატეგია,რადგან ამ დროს , მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიანისინი მასწავლებლის დახმარებით თავად აგებენ ცოდნას.  ონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლება  ეფექტურია და   ხელს უწყო მოსწავლეთა  გააქტიურებას  და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში , მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას
  ხდის მათ მოტივირებულსმოსწავლეებს უვითარებს კვლევა -იებისა და  დამოუკიდებლად მუშაობის  უნარებს.
                    ემოციურ მოტივაციური სტატეგიის გამოყენება სწავლის პროცესს  მუხტსა და ენერგიას მატებს  და შესასწავლი საკითხებისადმი დადებით განწყობას უქმნის მოსწავლეებს.



გაითვალისწინეთ, თუ არა სწავლებისა და განვითარების თეორიები გაკვეთილის გეგმის შემუშავებისას ?
დაასაბუთეთ თქვენი პასუხი -
ჟ.პიაჟეს ბავშვის კოგნიტური განვითარების კლასიფიკაციის მიხედვით მოსწავლეები იმყოფებიან კონკრეტულოპერეციულ 
 სტადიაზეროცა  მათთვის მისაწვდომია:ინფორმაციის შენახვარაც ეფუძნება თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალას. მუშაობის ფორმაც დამახასიათებელია ჟ.პიაჟეს თეორიისთვის-ჯერ ინდივიდუალური შემდეგ წყვილებში ინფორმაციის გაცვლა. ამ შემთხვევეში განვითარება და სწავლება აკომოდირება-ასიმილების შედეგიაროცა ახალი ცოდნა ეფუძნება უკვე არსებულ სქემას. 
                                                                            
  ბლუმის ტაქსონომია დამეხმარა კითხვების იმდაგვარად შემერჩია,რომ დამეფარა ბლუმის ტაქსონომიის  დონეები.
სსსმ მოსწავლეში ბლუმის ტაქსონომია განავითარებს   მოსმენის, გაგების და გამოყენების უნარებს.


მულტიმედიური სწავლების თეორია - კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება აუმჯობესებს ინფორმაციის გაგებისა და მასალის დამახსოვრების ხარისხს.








Комментариев нет:

Отправить комментарий