STEM

კლასგარეშე აქტივობა


5 კლასის მათემატიკური ვიქტორინა        21 მარტი 2018 წელი



 მოსწავლეებმა განიმტკიცეს არსებული მათემატიკური ცოდნა და უნარები, მოახდინეს მათემატიკური ცოდნის რეალიზება არასაგაკვეთილო პროცესში. აიმაღლეს მოტივაცია და დაეფლნენ ჯგუფური მუშაობის პრინციპებს.







სასწავლო პროექტი მათემატიკაში 
თემაზე: „სამკუთხედები ჩვენ ირგვლივ“ 5 კლ.                                                                                                  16  აპრილი 2018 წ.
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. მათემატიკისადმი ინტერესის აღსაძვრელად და მოტივაციის გასაძლიერებლად მოსწავლეებს შევთავაზე სასწავლო პროექტზე მუშაობა თემაზე: „სამკუთხედები ჩვენ ირგვლივ“. მათ აირჩიეს ჯგუფები და სამუშაოდ შეარჩიეს სხვადასხვა თემებისამკუთხედები ბუნებაში“, „სამკუთხედები ტექნიკასა და არქიტექტურაში“, “ სამკუთხედები კულინარიაში“, “სამკუთხედები ოჯახში“. ორი კვირის ვადაში მოსწავლეებმა დაგეგმეს შესასრულებელი სამუშაოს ეტაპები,შეისწავლეს საკითხი, მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე, ფერად პრინტერზე დაბეჭდეს სურათები, გააკეთეს პლაკატები, მოამზადეს პრეზენტაციები , წარდგნენ კლასის წინაშე და მოახდინეს თვითშეფასება.
ჩემმა ყოჩაღმა და მოხერხებულმა 5 კლასის მოსწავლეება თავი შესანიშნავად გაართვეს სასწავლო პროექტს და საუკეთესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.  <3  😍 🔺









კლასგარეშე ღონისძიება მათემატიკაში  5 ბ    კლასი                      17 მაისი 2018 წ.
მათემატიკური მოდელირება მეცნიერებისა და ტექნიკის ნებისმიერი სფეროს პრობლემური ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას იძლევა,სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მათემატიკურ განათლებას. მათემატიკით მოსწავლეთა დაინტერესება და მოტივაცია საგნის სწავლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
სივრცული ფიგურების შესწავლა მე- 5 ბ კლაში მოვახდინეთ სწავლა კეთებით, დარიგებული შაბლონებისა და შლილების აწყობით მოსწავლეებმა შექმნეს მართკუთხა პარალელეპიპედის, კუბის, პრიზმებისა და პირამიდების მოდელები, გააფორმეს სურვილისამებრ ფერადი სტიკერებითა და ნახატებით. თვითონვე მოიფიქრეს სასაჩუქრე და საკანცელარიო ყუთების დამზადებაც ფანქრებისა და მარკერების ჩასაწყობად.
მოსწავლეებმა განიმტკიცე ცოდნა სივრცული ფიგურების აგებულების შესახებ, განივითარემათემატიკური მოდელირების უნარ ჩვევებ.



ინდივიდუალური პროექტები მათემატიკაში                     11.06.2018 წელი
როექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით.
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა და მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.
5 ბ კლასის მოსწავლეებმა გამოკითხეს რესპოდენტები, მოაგროვეს ინფორმაცია, მოამზადეს ინდივიდუალური პროექტები მათემატიკაში, დაამუშავეს ინფორმაცია და სვეტოვანი დიაგრამების სახით წარმოადგინეს პრეზენტაციები კლასის წინაშე მათთვის საინტერესო თემებზე ( ყვავილები, მსახიობები, ფერები, ცხოველები, მანქანები და სხვა).








   ინტელექტუალთა კონკურსი: „რა,სად,როდის?“ 10 ა კლასი                 21.05.2018 წ.
           თამაში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. სწორედ, თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზე და უვითარებს შემოქმედებითი აზროვნების უნარს. იგი ასევე ხელს უწყობს ცოდნის მიღების, განმტკიცებისა და სასწავლო უნარ-ჩვევების განვითარებისთვის ძირითადი ჩვევების ჩამოყალიბებას

10 კლასში ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში "რა,სად,როდის?," რომელიც ფიზიკაში ნასწავლ საკითხებს ეხებოდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გუნდები "ელექტრონი" და "პროტონი". კონკურში გაიმარჯვა ვაჟთა გუნდმა,რომელიც სიგელით დაჯილდოვდა.



6 ბ კლასი        მათემატიკური დომინო
კლასგარეშე მუშაობა მათემატიკაში საგრძნობლად უწყობს ხელს, მოსწავლეთა დაინტერესებას, მოტივაციის გაზრდასა და გაკვეთილზე შესასწავლი მასალის საფუძვლიან ათვისებაში. 📖📔📚15 ნოემბერს 6 ბ კლასში ჩავატარეთ კონკურსი „მათემატიკური დომინო“, რომელშიც მონაწილეობდა ორი ჯგუფი. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ წილადების ცოდნასა და პრაქტიკული ხასიათის ამოცანების ამოხსნაში, რომელიც დომინოს სახით იყო წარმოდგენილი. გაიხსენეს წილადებზე მოქმედებანი, ზრდადობითა და კლებადობით დალაგება, წილადების შედარება და მათი შეკვეცა. კონკურსმა დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია მოსწავლეებში, რომლებიც გამარჯვებისკენ ისწრაფვოდნენ. გამარჯვებულ მოსწავლეთა ჯგუფი დავაჯილდოვეთ სიგელით.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.
ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

ბარბარე ქიზიყელი-ს ფოტო.

1 комментарий:

  1. მომეწონა კარგი ნამუსევარია,თუმცა არა ვარ მათემატიკოსი

    ОтветитьУдалить